• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 30, 2026
ში ჰოროსკოპი
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
60
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ამ ნიშნის ქალბატონებს თანდაყოლილი მომხიბვლელობა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაეხმარება. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ოჯახის შექმნით დაგვირგვინდეს. ოჯახურ ურთიერთობებში ჩადებული ენერგია აუცილებლად დაგიფასდებათ და ახლობლებისგან გულწრფელ სიყვარულსა და მზრუნველობას იგრძნობთ.

დროა, იმ საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. პროფესიული საქმიანობის დროს უმჯობესია, გამოცდილი კოლეგების რჩევებს დაუჯეროთ. კომერციულ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა სარისკო გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საკუთარ თავს მცირე სიამოვნებებზე უარს ნუ ეტყვით, რადგან თქვენი ემოციური მდგომარეობა და ჯანმრთელობა პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული.

კურო

ხასიათი ხშირად გეცვლებათ და მზად ხართ, ნებისმიერ წვრილმანზე სკანდალი ატეხოთ. ამის გამო ახლობლები თქვენთან კამათს და ხუმრობასაც კი ერიდებიან. ნუ მისცემთ ნეგატიურ ემოციებს უფლებას, რომ ხასიათი გაგიფუჭოთ. ჯერჯერობით ნურავის გაუზიარებთ იდეებს, რომელთა განხორციელებასაც აპირებთ — ბევრი ვერ გაგიგებთ და შესაძლოა, დაგცინონ კიდეც.

ბოლო დროს მუდმივად ფინანსურ პრობლემებს ებრძვით, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია — ცხოვრებაში ხომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის – თავად გადაწყვიტეთ სპორტდარბაზში ვარჯიში გირჩევნიათ თუ სეირნობა. დაღლილობას თუ იგრძნობთ, ეცადეთ ბუნებასთან ახლოს იყოთ.

ტყუპები

თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იძაბება, სჯობს ცოტა ხნით საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. დღეს ვიღაც ეცდება, რომ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის შუღლი ჩამოაგდოს. ჭორებს ბრმად ნუ ენდობით — ჯერ ფაქტები გადაამოწმეთ და დასკვნები მერე გამოიტანეთ. ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ, ამიტომ ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ.

ვარსკვლავების განლაგების გამო ამ დღეს გზებზე ავარიების რისკი იმატებს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. ასევე, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მოერიდეთ.

კირჩხიბი

პარტნიორის ქცევასთან დაკავშირებული ეჭვების დაძლევაში მხოლოდ პირდაპირი და გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ. ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ნუ მოგერიდებათ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა მათ მიმართ, ვინც მუდამ თქვენ გვერდითაა.

არახელსაყრელი დღეა საკუთარ პრობლემებზე საუბრისთვის — გარშემო მყოფებმა შეიძლება მხარდაჭერის ნაცვლად, დაგცინონ ან გაგაკრიტიკონ.

დაავადების სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. რაც უფრო მალე მიხვალთ ექიმთან, პრობლემას მით უფრო სწრაფად მოაგვარებთ.

ლომი

ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ და ყურადღება ურთიერთობებით მიღებულ სიამოვნებაზე გადაიტანოთ. თქვენი უშუალობა ორივე მხარეს სიხარულს მოუტანს. დაღლილობის გამო შესაძლოა, დაწყებული საქმეების დროულად დასრულება ვერ შეძლოთ და სამომავლოდ გადაიტანოთ. ახალი შთაბეჭდილებების დღეა — მგზავრობის ან მივლინების დროს საინტერესო ნაცნობობა და დაუვიწყარი ემოციები გელით.

საქმეში სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ. ხარჯები აკონტროლეთ და ფულს ჰაერზე ნუ გადაყრით. ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მომგებიანია. შეეცადეთ, მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ — თუ წინსვლა გსურთ, ზედმეტი ბარგის თრევა რაში გჭირდებათ?

ქალწული

დილის ვარჯიში დაგეხმარებათ, რომ მთელი დღის სამყოფი ენერგიით დაიმუხტოთ. კომპრომისით ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შეიძლება, ამიტომ ეცადეთ, პარტნიორის მოსმენა ისწავლოთ. ემოციები მოთოკეთ და მკვახე სიტყვებს მოერიდეთ, თორემ ახლობლებთან დაპირისპირებას თავიდან ვერ აიცილებთ. მზად იყავით გეგმების მოულოდნელი ცვლილებისთვის — გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ ახალ სიტუაციას მოერგოთ.

ასტროლოგები ამ დღეს ფულის მომჭირნედ ხარჯვას გირჩევენ.

სასწორი

უახლოესი 24 საათის განმავლობაში საიდუმლო საგულდაგულოდ დამალეთ და გრძნობას საჯაროდ ნუ გამოავლენთ. დაე, ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, ვისაც პირდაპირ ეხება. ამ დღეს ყველა პრობლემა არც ნათესავებს უნდა გაანდოთ, თორემ შეიძლება ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალოთ. თუ ყველასგან დასვენებისა და განმარტოების სურვილი გაგიჩნდათ, რამდენიმე დღით სოფელში ან აგარაკზე წადით.

კოლეგების კონფლიქტში ნუ ჩაერევით — ასე მათ კეთილგანწყობასაც შეინარჩუნებთ და ზედმეტ მტრებსაც არ გაიჩენთ. თქვენი წინდახედულობა და გაბედულება წარმატების შანსებს გაზრდის. ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ, თორემ წონასთან და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ.

მორიელი

ცვლილებებისა და გადამწყვეტი მოქმედებების დროა. საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ — სახლი თავისით არ დალაგდება და გადასახადები არსად გაქრება. მცირედით დაიწყეთ და ნელ-ნელა ყველა პრობლემას დაძლევთ.

ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გმართებთ. მგზავრობამ შეიძლება სარგებელი მოგიტანოთ, თუმცა მთავარი ენერგია მაინც ახლობელი ადამიანებისკენ მიმართეთ და არა კომერციისკენ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ სხეულს მოუსმინოთ და კვების მენიუ თუ დღის განრიგი მის მოთხოვნებს მოარგოთ.

თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც ცდილობს სასურველის გაკეთება ზეწოლით გაიძულოთ.
თუ აპათიას და ძილიანობას იგრძნობთ, ე.ი. მეტი დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი

თუ საყვარელი ადამიანისგან სითბოს და სიყვარულს ვეღარ გრძნობთ, ეცადეთ, გულწრფელად ესაუბროთ და პრობლემის მიზეზი გაარკვიოთ. ამ დღეს პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან თავის შეკავება ჯობს. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად უმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი კოლეგების მოწონებას დაიმსახურებს.

მოსალოდნელია სასიამოვნო დამთხვევები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ.

მიხედეთ მხედველობას — თვალის ვარჯიშები გააკეთეთ და A ვიტამინი მიიღეთ.

თხის რქა

კარგად დააკვირდით გარშემომყოფებს, რადგან შესაძლოა რომელიმე მათგანი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. დღევანდელი დღე საოჯახო საქმეებს, ახლობლებსა და შვილებს დაუთმეთ. სასიყვარულო სფეროში წარმატება და ორმხრივი კმაყოფილება გელით.

სამსახურში პრემიების უსამართლოდ განაწილების გამო კოლეგებთან კონფლიქტია მოსალოდნელი. მალე ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება. შესაძლოა, საბუთებთან მუშაობა მოგიწიოთ — სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ მძიმე შეცდომა არ დაუშვათ. დროა, დიეტაზე დაფიქრდეთ, რათა ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ და ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ.

მერწყული

დაფიქრება გმართებთ იმაზე, თუ რა მიმართულებით გააგრძელოთ გზა. ეს, პირველ რიგში, პირად ცხოვრებას ეხება. თავშეკავება გამოიჩინეთ, რომ მეორე ნახევარი თქვენი უმიზეზო ეჭვიანობით და პრეტენზიებით არ დაღალოთ. თუ სამსახურში პრობლემები გაჩნდა, ეცადეთ, უმტკივნეულოდ მოაგვაროთ — ახლა სერიოზული ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო არ არის.

ნუ ინერვიულებთ თუ სასურველი ნივთის საყიდლად ფული არ გეყოთ. მალე ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ და უნდა მოუფრთხილდეთ. თავი შეიკავეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებისგან — კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ახლა ძალიან დაუცველია.

თევზები

ძვირფას დროს სკანდალებსა და ჩხუბზე ნუ დახარჯავთ. გარემოს ნებისმიერი გამოცვლა სასიკეთოდ წაგადგებათ, ამიტომ მივლინებას თუ შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. ეცადეთ, გადაღლასა თუ ნერვიულობას მოერიდოთ და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.

ფინანსური თვალსაზრისით მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით, სამაგიეროდ, ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. ცვალებადი მთვარე ენერგიულ მარსს ადგილს უთმობს, რის წყალობითაც ადამიანების უმეტესობა ძალების მოზღვავებას იგრძნობს.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

წარმოთქვით ეს ლოცვა მამა გაბრიელის ხატთან

აპრილი 30, 2026
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კიბოს ვაქცინა შექმნეს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კიბოს ვაქცინა შექმნეს

აპრილი 30, 2026
ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება

ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება

აპრილი 30, 2026
ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

აპრილი 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია