სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, სადაც განმარტებულია, რა შემთხვევაში (არ) დაიშვება რეგისტრაცია.
ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება:
• იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
• პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
• ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
• მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
• იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.
ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები, რომელთა გარეშეც ასევე ვერ დაქორწინებით:
დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
დასაქორწინებელ პირთა/მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში, წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი;
თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.














