Sportbible-მა 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან. პირველ ადგილზე მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე იმყოფება. მბაპეს შემდეგ ლამინ იამალი მოდის, ხოლო მესამე პოზიციაზე ჰარი კეინს ვხედავთ.
ტოპ 5-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. „კვარა“ მეხუთე ადგილზეა და მასზე მაღლა მაიკლ ოლისე იმყოფება. ხვიჩას შემდეგ ვიტინია, უსმან დემბელე, პედრი, ერლინგ ჰოლანდი და ლუის დიასი მოდიან.













