გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანში რომ შემოდის განსაცდელები და უძლურებანი — ეს არის ღვთის წყალობა, რომ ძალიან არ შეგვიყვარდეს ამ სოფლის ფუფუნება, ძალიან არ შევიყვაროთ ამ სოფლის კეთილდღეობა, იმიტომ, რომ ეს, ბუნებრივად გვავიწყებს მთავარ განსაცდელს — რომ აუცილებლად მოვკვდებით,
— ნახეთ რამდენი ვართ აქ?!
— რამდენიმე ათეული წლის მერე, არცერთი აღარ ვიქნებით — ეს არის რეალობა, მაგრამ, კიდევ უფრო საშინელ რეალობას გეტყვით — ჩვენ წარვდგებით ღვთის წინაშე,
— გავმართლდებით თუ არა?!
ეს არის ყველაზე საშინელება, ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, – წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.













