• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

იაფი პროდუქტების კალათა – რა პირობას დებს კომპანიები

მაისი 3, 2026
ში საზოგადოება
იაფი პროდუქტების კალათა – რა პირობას დებს კომპანიები

Shopping basket with fresh food. Grocery supermarket, food and eats online buying and delivery concept. 3d illustration

0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

სპეციალური მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის – “რითეილ ასოციაციის” წევრმა კომპანიებმა “საოჯახო კალათის” ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავება “რითეილ ასოციაციამ” ფასების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.

ხაზი გაესვა ფრანგული და ბერძნული მოდელის გამოცდილებასა და ეფექტიანობას, რომელიც არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ეფუძნება კონკურენციას.

“რითეილ ასოციაციის” ინიციატივა და ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციები მისაღებია მსხვილი სავაჭრო ქსელებისთვის. ოფიციალური განცხადებები მალევე გაავრცელეს “დეილი ჯგუფმა” და “გუდვილმა”. ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ფასების საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას სისტემური გაჯანსაღებით, თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და კონკურენციის გაძლიერებით ხედავენ. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის “დეილი ჯგუფი” “შენთვის შერჩეულის”, “გუდვილი” კი “სოციალური კალათის” ინიციატივით გამოდის.

სექტორული რისკებისა და გართულებების თავიდან ასარიდებლად პარლამენტში შექმნილი ფასების რეგულირების კომისია აგრესიული ჩარევის წინააღმდეგია და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სისტემური გაჯანსაღების მომხრეა. კომისიამ საქმიანობა გუშინ დაასრულა და რეკომენდაციები მოამზადა. საუბარია ევროკავშირში აპრობირებული “არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის” დანერგვაზე. მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანი საბაზრო სექტორის ძირითად მოთამაშეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურული მოწესრიგებაა.

კომისიის რეკომენდაციები არასაკმარისია “ხალხის ძალისთვის”. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა დასკვნას მხარი არ დაუჭირეს, რადგან უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას ითხოვენ.

საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიხედვით, ფასებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ ქსელურ მარკეტებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებულ არაეფექტიან საოპერაციო ხარჯებშია. პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორისაა კომერციულ ურთიერთობებში გამჭვირვალობის არარსებობა, გადასახადების დაგვიანება და ნაშთების მართვა. სისტემის სტანდარტიზაცია და გაციფრულება საოპერაციო მოდელს უფრო მოაწესრიგებს. ამიტომ, კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიწოდების ჯაჭვის შემცირება და ცენტრალიზებული დისტრიბუციის რეგიონული ცენტრების მოწყობაა.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები დარეგულირდება.

სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვალში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. ამ პერიოდში კომისიამ 11 სხდომა გამართა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 4, 2026
რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

ეხმარება თუ არა ლოცვა ავადმყოფებს? – ექიმების კვლევა

მაისი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„სულ ვწუწუნებთ – „ვაიმე, სულიერი ცხოვრებისთვის დრო არ მაქვს…“ – თეოდორე გიგნაძე

მაისი 3, 2026
“ჩვენი გამოსწორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია” – მეუფე შიო

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას” – მეუფე შიო

მაისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია