როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას, ურთიერთობას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს.
„აქედან გამომდინარე, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში. ჩვენი მხრიდან შეიძლება, გადაიდგას ყველა გონივრული ნაბიჯი. ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც დღეს არის ურთულეს მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, ურთულესი ეკონომიკური, სოციალური პირობებია. ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს. ბუნებრივია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს, დანარჩენი ვნახოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.














