• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

„ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ” – ბერი პაისი

მაისი 5, 2026
ში რელიგია
ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება
0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს:

„ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“.

მაგრამ როგორ „გადავრთოთ“ ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?

აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა:

„ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას? თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა – რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო.

ავიღოთ ორი ნაკვერჩხალი, ერთი – ვარვარა, მეორე – ჩამქრალი. ახლა ჩამქრალი გასაღვივებლად ცხელზე დავდოთ. მაგრამ ის არ გაღვივდება, თუ გამუდმებით არ ვუბერეთ სული ცხელ ნაკვერჩხალს. თუ ცხელზე ძლიერად შევუბერავთ, მას ნაპერწკლები გასცვივა, ჩამქრალს კი ვერაფერს ვარგებთ. სამაგიეროდ, თუ ზომიერად და შეუჩერებლად ვუბერეთ, მეორეც აენთება, მერე კი, თუ მათ შუაში შეშის ნაჭერს ჩავდებთ, მასაც მოედება ცეცხლი.

მაგრამ ღუმელში ნესტიანი შეშა ან სველი ნაკვერჩხალი რომ აანთო, იცით, რამდენი დრო, გარჯა და მოთმინებაა საჭირო? ჩემო შვილებო, ლოცვაა სწორედ ის ალმოდებული ნაღვერდალი, ჩვენი გულები კი ჩამქრალი ნაკვერჩხლებია.

ამიტომაც არის საჭირო, ყოველდღე ვილოცოთ – ეს იგივეა, რომ საკუთარი გულის ჩამქრალი ნაკვერჩხლები ლოცვის ცეცხლმოკიდებულ ნაღვერდალზე დავდოთ და ნელ-ნელა გავაღვივოთ. დამიჯერეთ, ბავშვებო, თუ ჩემი მორჩილნი იქნებით და ყოველდღე ცოტ-ცოტას ილოცებთ, თქვენი გულები საღვთო სიყვარულის ცეცხლით აენთება. მაგრამ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ ლოცვა, ამაოდ არ გაფანტოთ ნაპერწკლები. გახსოვდეთ, რომ ლოცვის შეწყვეტას სიზარმაცე მოჰყვება, ჰაერში გაბნეული ნაპერწკლები კი გულს ვერ აგინთებთ.

ბავშვებო, ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით:

„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, – და მეტანიას აღასრულებთ;

შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის“, – ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
სასწაულები სარკის წმინდა გიორგის შესახებ

სასწაულები სარკის წმინდა გიორგის შესახებ

მაისი 6, 2026
ივანე ჩხაიძის მიმართვა მშობლებს

„ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით გადადის…“ – ივანე ჩხაიძე

მაისი 6, 2026
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი

ბერი ნიკოლოზის მრევლი, საფლავიდან ვიდეო კადრებს აქვეყნებს

მაისი 6, 2026
მიხეილ სააკაშვილი: ვინც ფეხზე დავაყენე და ჩავაცვი, იმან გამხადა

“ჩემ დროს მეტი იბადებოდა, ვიდრე კვდებოდა” – მიხეილ სააკაშვილი

მაისი 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია