• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

სასწაულები სარკის წმინდა გიორგის შესახებ

მაისი 6, 2026
ში რელიგია
სასწაულები სარკის წმინდა გიორგის შესახებ
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

სარკის (სარყის) წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის. ლეგენდის მიხედვით ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის ‘დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში.

გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, „დასარყულ“ მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო.

სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ. ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და განახლდა სარკის წმიდა გიორგის ეკლესია, მოეწყო და დღესაც მოქმედებს მამათა მონასტერი.

სარკედ ქცეულ სარყეს სახელი შეეცვალა, მაგრამ მისი მადლმოსილება კვლავ სარკესავით ჩანს და მორწმუნეთა სულებს ათბობს. ერთხელ ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმიდა გიორგის ეკლესიაში. ტრადიციისამებრ, ცხვარი ტაძრისათვის უნდა შემოეტარებინათ. ვეება ჭედილა ხელიდან დაუსხლტათ და სამი კილომეტრით დაშორებული ყინწვისის ეკლესიისკენ გაექცათ. დადევნებულებმა საოცრება იხილეს – ცხვარი გზის მიუთითებლად ყინწვისის ეკლესიაში მივიდა, სამჯერ გარშემო შემოუარა და კვლავ სარკეს ეკლესიისკენ გამოსწია. ეკლესიის კარებთან წინა ორი ფეხი მოიდრიკა და დაჩოქილმა თავი მიწას დაადო. ამის ხილვით შეძრული ხალხი შემოქმედს განადიდებდა და უფალს მადლობდა, რომელმაც პირუტყვის მიერ განსწავლა მცირედ მორწმუნენი თავმდაბლობასა და ღვთისმორჩილებაში.

გიორგობას სარკეს წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება. როგორც ამბობენ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ამის გამო გაციებულიყო, ან ფეხი დაზიანებოდა.

ერთხელ მძიმე ავადმყოფი ურემზე დაწოლილი მიიყვანეს, ტაძართან მისულმა კი ურმიდან დაუხმარებლად ჩამოსვლა და გავლა შეძლო.

წმიდანებს სხვადასხვა დახმარებას სთხოვენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, წმიდანი სიცოცხლეში რა სასწაულებს ახდენდა, ან რა კუთხით მოღვაწეობდა, როგორ ეწამა, გარდაცვალების შემდეგ როგორ შეეწეოდა ადამიანებს.

წმიდა გიორგი განსაკუთრებული წმიდანია. მას სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ. სარკეს წმიდა გიორგიც სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ მსწრაფლი შეწევნა მიუღიათ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში?

“მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში?

მაისი 6, 2026
სასწაულები, რომელიც ლომისის წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება

სასწაულები, რომელიც ლომისის წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება

მაისი 6, 2026
“ჩვენი გამოსწორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია” – მეუფე შიო

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა

მაისი 6, 2026
ამერიკელი რეპერი Kanye West საქართველოში ჩამოვა

ამერიკელი რეპერი Kanye West საქართველოში ჩამოვა

მაისი 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია