ვერძი
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ნებისმიერ წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ. თავი შეიკავეთ მეტისმეტი მოთხოვნებისა და თავნებობისგან, რასაც შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს. სამსახურში მეტი პასუხისმგებლობის აღების და ახალი შესაძლებლობების ძიების ნუ შეგეშინდებათ. ამასთან, შეგიძლიათ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან სამომავლო გეგმები განიხილოთ. მატერიალური თვალსაზრისით წარმატებული დღეა, რაზეც მერკურისა და იუპიტერის კვინკონსი მიანიშნებს. თქვენი ზოგიერთი წამოწყება დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. თუ ძალების გამოგელიათ და საყვარელი საქმის კეთების სურვილი დაკარგეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება.
კურო
ხელიდან ნუ გაუშვებთ ნამდვილი სიყვარულის პოვნის შანსს — სანამ თქვენ გვიანობამდე ოფისში ხართ და მუშაობთ, ის სხვა ადგილზე გელოდებათ. დიდი ხანია, ოჯახის წევრებისა და ახლობლების წრეში დრო არ გაგიტარებიათ? ეს დღე დანაკლისის ანაზღაურებისთვის იდეალურია. თუ დაღლილობა გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით, ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ. თქვენი თავდაჯერება თანამოაზრეებს მიიზიდავს და გაგიხსნით კარს, რომელიც ადრე დახურული გეჩვენებოდათ. „დასუსტებული“ მერკური მიანიშნებს, რომ ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ფულის სესხება ან კრედიტის აღება მოგიწიოთ.
ტყუპები
ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა, თავი აზრთა სხვადასხვაობამ იჩინოს. გაფრთხილებთ — ნუ გაართულებთ სიტუაციას და ეცადეთ, შეთანხმებას მიაღწიოთ. „ცხელ გულზე“ მოქმედება სიკეთეს არ მოგიტანთ. ამ დღეს ხელსაყრელია სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა და საქმიანი შეხვედრები. ფრთხილად იყავით სარისკო წარმოებებში ფულის დაბანდებისას — სჯობს, უფრო ნათელ სურათს დაელოდოთ. შესრულებული სამუშაოს ხარისხი თქვენს პროფესიულ პოზიციებს გაამყარებს. მოერიდეთ ექიმბაშებთან მკურნალობას — თუ დაავადების სიმპტომები შენიშნეთ, ექიმთან მიღებაზე ჩაეწერეთ.
კირჩხიბი
სასიყვარულო ურთიერთობებში პირველი ნაბიჯის გადადგმა ნუ მოგერიდებათ. ხელსაყრელ ამინდს ნუ დაელოდებით, თავად იმოქმედეთ! მზად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან დაკავშირებული მოულოდნელი ხარჯებისთვის. სამსახურში შანსი გექნებათ, რომ საქმიანი თვისებები გამოავლინოთ და კოლეგებისა და ხელმძღვანელის ქება დაიმსახუროთ. გარშემომყოფების აზრს ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ, საკუთარ სურვილებში გაერკვიოთ. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების სისტემატური მიღება არ დაივიწყოთ.
ლომი
მალე შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ერთგული თანამოაზრე და მეგობარი გახდება. დაგეგმილ ღონისძიებას ჩაშლა ემუქრება, ამის მიზეზი კი ფინანსურ ნიადაგზე მომხდარი უთანხმოებაა. პროფესიულ საქმიანობაში კოლეგების რჩევებზე მეტად ინტუიციას უნდა ენდოთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ვიღაცას თქვენი ადგილის დაკავება ან თქვენი ავტორიტეტის შელახვა სურს. ახლობლებთან ფინანსური საკითხების განხილვამ შესაძლოა ახალი იდეები და შესაძლებლობები მოგიტანოთ. ოჯახის წევრებისთვის საკუთარი გეგმების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ — მათი რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც საჭიროა და დროა, ეს შეცვალოთ.
ქალწული
კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ცოტაოდენ რომანტიკას შემატებთ და გაახალისებთ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და მიუწვდომელს ნუ შეეპოტინებით. მოერიდეთ კოლეგებთან ნებისმიერ საკითხზე კამათს — ამით კოლექტივში ავტორიტეტს განიმტკიცებთ და პატივისცემას დაიმსახურებთ. ბედი შეგახვედრებთ ადამიანს, რომელიც საერთო საქმეში ერთგული მეგობარი და საიმედო დამხმარე აღმოჩნდება. სურვილი გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, რომელიც სოლიდურ დივიდენდებს მოგიტანთ. ნუ დაელოდებით, რომ გადაწყვეტილება, თქვენ ნაცვლად, სხვამ მიიღოს — დამოუკიდებლად იმოქმედეთ. დაიცავით ზომიერება ყველაფერში და ჯანმრთელობა აღარ შეგაწუხებთ.
სასწორი
რომანტიკული მოგზაურობა რუტინას მოგწყვეტთ, რაც ახლა ძალიან გჭირდებათ. თქვენს რჩეულს ხშირად ჩაეხუტეთ — ფიზიკურ სიახლოვეს და თბილ სიტყვებს სასწაულების მოხდენა შეუძლია. თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებთ, მეგობრებსა და ახლობლებს უნდა მიმართოთ — შესაძლოა მათ დახმარება გაგიწიონ. ამ დღეს ინტუიცია ძალიან გამძაფრდება და მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგცემთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია ამჟამად შემცირებულია და დიდმა დატვირთვამ შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.
მორიელი
მარტოხელებს ექნებათ შანსი, რომ საინტერესო ადამიანს შეხვდნენ და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყონ. თუ სახელმწიფო უწყებაში მისვლას და საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გაფორმებას გეგმავთ, ეს უფრო შესაფერისი დროისთვის უნდა გადადოთ. შესაძლოა, დღეს ბიუროკრატიულ პრობლემებს წააწყდეთ და დრო ამაოდ დაკარგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აქტიურ მოქმედებებზე უარი თქვათ და სტრატეგიის შემუშავებით დაკავდეთ. არახელსაყრელი დროა საწარმოს რეგისტრაციის, მასშტაბური პროექტების დაწყებისა და ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისთვის. სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯების გამო ოჯახურ ბიუჯეტში „გარღვევასთან“ გამკლავება მოგიწევთ. თუ არ გსურთ ვალებში ჩაეფლოთ, დამატებითი სამუშაო უნდა მოძებნოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და ავადმყოფებთან კონტაქტს, რადგან ახლა თქვენი იმუნიტეტი ძალიან სუსტია.
მშვილდოსანი
მშვიდობიანი მოლაპარაკება ურთიერთგაგებამდე მიგიყვანთ და საქმიან კავშირებს განამტკიცებს. თუ ოპონენტის არგუმენტებს ყურადღებით მოისმენთ, შეიძლება უთანხმოების აცილება შეძლოთ. მეორე მხრივ, მუდმივად დათმობაზე წასვლაც არ შეიძლება. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას არ დაივიწყოთ, რომ რასაც ახლა დათესავთ, წლის განმავლობაში იმას მოიმკით. ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, სასურველ შედეგს მით უფრო მალე მიაღწევთ. შესაძლოა, საღამოს მხიარულ წვეულებაზე მიგიწვიონ, მაგრამ ახლა ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება და სრულყოფილი ძილი გჭირდებათ.
თხის რქა
ლურჯი ყვავილი შესაძლოა თქვენთვის ბედისწერის ნიშნად იქცეს! თუ მას ამ დღეს დაინახავთ, მალე თქვენი ცხოვრება შეიცვლება. გახსოვდეთ, რომ სიყვარული და მხარდაჭერა მტკიცე ოჯახური ურთიერთობების საფუძველია. გამოიჩინეთ მზრუნველობა ახლობლების მიმართ და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ. დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ერთადერთი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, ფინანსებია. გირჩევთ, ზედმეტ ხარჯებზე უარი თქვათ. მოსალოდნელია გუნება-განწყობის პერიოდული ცვლილება და პარტნიორებთან დაპირისპირება. დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რათა შექმნილი სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ.
მერწყული
სახლიდან მოშორებით მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით! თქვენს პირად ცხოვრებაში უამრავი სიახლეა, რომლის შესახებ პარტნიორმა არაფერი იცის. თუ მასთან ურთიერთობას უფრთხილდებით, ახლად გაცნობილ ადამიანთან პაემანზე უარი თქვით. ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის — ნებისმიერი საქმიანობა თქვენთვის სასარგებლო იქნება. ამ დღეს საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის გონივრული ბალანსის პოვნა მოგიწევთ. იქნებ სტომატოლოგთან ვიზიტის დრო დადგა? პროფილაქტიკური გამოკვლევა მომავალში პრობლემების თავიდან აცილების საშუალებას მოგცემთ.
თევზები
სერიოზული გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ნუ შეგეშინდებათ, თუმცა ნურც ოჯახის წევრების რჩევებს უგულებელყოფთ. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრები დადებით ემოციებს მოგიტანთ. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და მშვიდი ემოციური ფონი შეინარჩუნოთ. საღამოს შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, რომელიც დიდ ნებისყოფას და მოთმინებას მოითხოვს. სირთულეების გადალახვა გაგაძლიერებთ და უფრო ბრძენს გაგხდით. თუ მოხდენილ სხეულზე ოცნებობთ, გირჩევთ ყოველდღიურ მენიუს გადახედოთ.














