• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 9, 2026
ში ჰოროსკოპი
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
54
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ეცადეთ, საკუთარი გამჭრიახობის დემონსტრირებისას საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ ახლობლებთან ურთიერთობა დაალაგოთ და შეურიგდეთ ადამიანს, რომელსაც უმიზეზოდ ეჩხუბეთ. ამ დღეს ხელმძღვანელობა რამდენიმე რთულ დავალებას მოგცემთ, რომელსაც გამოცდილი კოლეგების დახმარებით გაუმკლავდებით. თუ ოჯახში ფინანსური პრობლემები გაჩნდა, ეცადეთ დამატებითი სამუშაო მოძებნოთ ან უფროსს ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას — მარსი აქტიურ ფაზაში შედის, რაც დაჭიმულობისა და მსგავსი ტრავმების რისკს ზრდის. საკუთარი თავისგან მეტისმეტად ბევრს ითხოვთ, ეცადეთ მოდუნდეთ და დაისვენოთ.

კურო

ამ დღეს გარშემო მყოფები ქათინაურებით და ყურადღებით გაგანებივრებენ, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ და თავდაჯერებას შეგძენთ. ვარსკვლავებისგან მიღებული ენერგია საყვარელ საქმიანობას უნდა მოახმაროთ და არა ფუჭ ლაპარაკს თუ უსარგებლო კამათს. თქვენი შრომა მალე დაფასდება და ჯილდოც არ დააყოვნებს. მარსისა და მერკურის შერეული ენერგეტიკის გამო, ეს დღე წარმატებულია ვაჭრობისა და კომერციისთვის. ახალი აღმოჩენები გელით, მაგრამ ეცადეთ არ გადაიღალოთ — მალე ძალები უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ. მოერიდეთ ხალხური საშუალებებით მკურნალობას და თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

ტყუპები

შესაძლოა, მარტოხელა ტყუპებმა თაყვანისმცემლისგან სასიამოვნო ამბავი გაიგონ. ემოციურად დაძაბული პერიოდია, ამიტომ ოჯახში კამათის და დაპირისპირების ასაცილებლად, ეცადეთ საღამო განცალკევებით გაატაროთ. სამსახურში სიფრთხილე და მოთმინება გამოიჩინეთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, სანამ საგულდაგულოდ არ გადაამოწმებთ. გამორიცხული არ არის გავლენიანი პირების მხარდაჭერა. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ შესაძლებელია ხელფასის მომატება ან დამატებითი შემოსავალი. საკუთარ ემოციებსა და შინაგან მდგომარეობას მეტი ყურადღება დაუთმეთ. თუ სახსრების დაჭიმულობა ან შეშუპება გაწუხებთ, თბილი ზეთით მასაჟი დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის მოსმენა ისწავლოთ. პარტნიორს აზრის გამოთქმის საშუალება მიეცით, სიტყვა არ გააწყვეტინოთ და აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მისი აზრი ფასეულია. ოჯახში სიმშვიდე მთლიანად თქვენს საქციელზეა დამოკიდებული. დღეს საკუთარ თავში ლიდერულ თვისებებს აღმოაჩენთ — შეგიძლიათ თქვენს ქარიზმას თამამად მიენდოთ. შესაძლოა, ფინანსურად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ გამოსავალს კოლეგებთან ან ახლობლებთან ერთად იპოვით. ბიუჯეტის დაგეგმვა ზედმეტი ხარჯებისგან დაგიცავთ. უეცარი თავის ტკივილი და აპათია გადაღლილობის ბრალია, ეცადეთ მეტი დაისვენოთ.

ლომი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს. გახსოვდეთ, რომ ასეთი პერიოდები მარადიული არაა, ამიტომ ეცადეთ, ბედნიერი წუთებით დატკბეთ! შესაძლოა, “ოჯახის ფსიქოლოგის” როლის შესრულება მოგიწიოთ — მეორე ნახევარი თავის შიშებისა და მოლოდინების შესახებ გიამბობთ. დასვენების იმედი ნუ გექნებათ, ბოლო დროს ბევრი საქმე დაგიგროვდათ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იღბალს მიენდეთ და დაკავდით საქმეებით, რომლებიც რისკსა და დიდ ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს. ყველაფერში დაბრკოლებებს ნუ ეძებთ. საღამოს გაერთეთ და გარემო შეიცვალეთ — ეს თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ქალწული

მარსისა და სატურნის ენერგიები ერთმანეთს კვეთს, ამიტომ ემოციების მართვა სულ უფრო რთულდება. ფრთხილად იყავით, რომ თქვენი სიკეთე და თანაგრძნობა სხვებმა სარგებლის მისაღებად არ გამოიყენონ. წინააღმდეგობრივი დღეა: პირველი ნახევარი კარგია ურთიერთობებისა და ახალი კავშირებისთვის, ამასთან, პლანეტები გავლენიანი მფარველების დახმარებას გპირდებიან. საღამოს საქმეებში დაბრკოლებები და იმედგაცრუება გელით, თუმცა სირთულეები დიდხანს არ გაგრძელდება. ფინანსური მდგომარეობა ახლა არასახარბიელოა, მაგრამ ფორტუნა მალე გადმოგხედავთ და ფული ყველაფერზე გეყოფათ. არაფერია ცუდი იმაში, თუ რჩევას მეგობარს ან ფსიქოლოგს ჰკითხავთ. ეს ადამიანი თქვენს სულში იმ სიმშვიდეს დააბრუნებს, რომელიც ასე გაკლიათ.

სასწორი

შესაძლოა, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდეს და იმედგაცრუება მოგიტანოთ. მალე პლანეტები გადაწყვეტენ, თქვენთვის ძვირფას ადამიანს დაემშვიდობებით თუ არა. ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე უნდა იზრუნონ — დაეხმარეთ ახლობლებს საქმეებში, თქვენი მხარდაჭერა ურთიერთობებს განამტკიცებს. ენერგიულ სასწორებს არა მხოლოდ ხელფასის მომატება, არამედ კარიერული წინსვლაც ელით, თუმცა ამისთვის საქმისადმი ერთგულების დამტკიცებაა საჭირო. ყველაზე მტკივნეული თემა დღეს ფინანსები და მათი ნაკლებობა იქნება. მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებისთვის გარკვეული თანხა დაგჭირდებათ. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, სარელაქსაციო ტექნიკები სცადეთ.

მორიელი

პლანეტები გაფრთხილებენ, რომ გამოცდების პერიოდი ჯერ არ დასრულებულა – მოსალოდნელია უზუსტობები ან შეცდომები, რაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. თქვენი ინიციატივებისთვის გარემოებები ჯერჯერობით არახელსაყრელია. კარგი დროა მოლაპარაკებებისა და იმ გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც მომავალში შემოსავალს მოგიტანთ. სხვა ადამიანების კამათში ნუ ჩაებმებით, თორემ დამნაშავე თქვენ გამოხვალთ. სიფრთხილით მოეკიდეთ ზედმეტად მომგებიან კომერციულ შეთავაზებებსა და გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

მშვილდოსანი

თუ ურთიერთობას ახლა იწყებთ, გირჩევთ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და პარტნიორს კარგად დააკვირდით. მალე დიდი ხნის უნახავი ადამიანები გეწვევიან. შესაძლოა, სტუმარმა მნიშვნელოვანი ამბავი მოგიტანოთ, რომელიც ერთდროულად გაგახარებთ და დაგასევდიანებთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დისციპლინა დაიცვათ და ხელმძღვანელი არ გააღიზიანოთ. დადგა დრო, რომ „ქამრები შემოიჭიროთ“ და ფულის დაზოგვა დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარში სასიცოცხლო ენერგია იკლებს, რაც შეიძლება განწყობაზე უარყოფითად აისახოს. თუ სილამაზის სალონში ან სტილისტთან ვიზიტს გეგმავთ, ნუ გადადებთ.

თხის რქა

დროა, საკუთარ გრძნობებსა და საჭიროებებზე დაფიქრდეთ. ნათესავებთან ძველი წყენების გამო შეიძლება პირად ცხოვრებაში პრობლემები გაჩნდეს. სამსახურში უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობები — უმნიშვნელო კამათი ან დაუფიქრებელი ფრაზა შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით. ფულთან დაკავშირებითაც სიფრთხილეა საჭირო — ვარსკვლავები ამბობენ, რომ მეტისმეტად ბევრს ხარჯავთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

მერწყული

ახალი ნაცნობობა შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს, ამიტომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ უფროს ნათესავებზე იზრუნოთ — თქვენი ყურადღება მათთვის დიდი შვება გახდება. ნუ ეცდებით მოვლენებს წინ გაუსწრო. ამ დღეს თქვენთვის მუშაობის პროცესი უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე შედეგი. ფრთხილად იყავით — აზარტმა და ავანტიურამ შესაძლოა ზარალი და გაუთვალისწინებელი ხარჯები მოგიტანთ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ნუ გადაიღლებით და რთული საქმეები სამომავლოდ გადადეთ.

თევზები

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობამ თავი იჩინოს. თქვენი ხასიათი მოწყენილობასა და უმოქმედობას ვერ იტანს, მაგრამ ნუ შეეჭიდებით იმას, რისი გაკეთებაც სწრაფად და ხარისხიანად არ შეგიძლიათ. ამ პერიოდში კაპიტალდაბანდებას მოერიდეთ — პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. მომდევნო 24 საათში საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შესაძლოა მეგობრობაში გადაიზარდოს. კარგი იქნება, თუ მედიტაციისა და რელაქსაციის რამდენიმე ტექნიკას აითვისებთ — ეს დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ მოდუნებაში დაგეხმარებათ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს

„კვარაცხელია არის ის ფეხბურთელი, ვისი თამაშის ყურებითაც ტკბები” – გარი ლინეკერი

მაისი 9, 2026
„ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა…“ – თამუნა მუსერიძე

„ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა…“ – თამუნა მუსერიძე

მაისი 9, 2026
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა, ნახეთ როგორ გადანაწილდა ხმები

დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები – საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

მაისი 9, 2026
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, შვილებთან ერთად იტალიაში ისვენებს

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, შვილებთან ერთად იტალიაში ისვენებს

მაისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია