TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე გადაცემის ნამდვილი ექიმები სტუმარი იყო, სადაც საკუთარი წარმატების ისტორიასა და კარიერულ გზაზე ისაუბრა.
თამო ვაშალომიძემ აღნიშნა, რომ წარმატებას დიდი შრომა და დრო სჭირდება. მისი თქმით, წარსულში თავადაც ჰქონია შურის განცდა, როდესაც სხვების წარმატებულ ცხოვრებას უყურებდა, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ მიზნების მიღწევას შეძლებდა.
„მინდა, ქალებსაც და მამაკაცებსაც მივმართო — ყველას შეგიძლიათ ყველაფრის გაკეთება. ამას დრო და მუშაობა სჭირდება. ფეხი ფეხზე გადადებული არაფერი ხდება,“ — განაცხადა თამო ვაშალომიძემ.














