• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჯანმრთელობა

“არ შეიძლება ფულის შოვნა იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში” – მიხეილ სარჯველაძე

მაისი 10, 2026
ში ჯანმრთელობა
“ამორალურია არასწორი მოლოდინის შექმნა სასოწარკვეთილი მშობლებისთვის” – მიხეილ სარჯველაძე
0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ჯანდაცვის სექტორში დაშვებულ შეცდომებს შორის ერთ-ერთი პრივატიზაციის გაუაზრებელი ტემპია, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგად, დღეს, სახელმწიფო და ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდი წილით არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ პროცესებმა კომერციული ინტერესი დომინანტად აქცია პაციენტისა და ჯანდაცვის სფეროს საჯარო ინტერესებთან შედარებით.

„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ამის შესაძლებლობა არცერთ შემთხვევაში არ გააჩინოს.

თუ ფასი არადამაკმაყოფილებელი გახდა, კლინიკა თავს უფლებას აძლევს – პაციენტს მომსახურებაზე უარი უთხრას. ე.ი. პაციენტი უფრო მნიშვნელოვანია თუ მოგება? მოგება აუცილებელი არის, მაგრამ – არამთავარი“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სექტორის პრივატიზაციის მიმართულებით დასავლეთის გამოცდილებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპაში სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში, როგორც წესი, 50%-ზე ნაკლები არ არის.

„უბრალოდ, ვერსად შეხვდებით ასეთ ფაქტს. მაშინ, როდესაც წლების წინ დაწყებული პრივატიზაციის პროცესი წინა ხელისუფლების დროს გაგრძელდა და სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში დაიყვანეს 14-15%-ზე.

დღეს ჩვენ ორიენტირებული ვართ – მაქსიმალურად ევროპული სტანდარტების ქვეყნად ჩამოყალიბდეს საქართველო. ამაზეა ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებაც. ევროპა ლოზუნგი კი არა, რეალურად ნაკეთები საქმეებია. იმიტომ კი არ არის იქ სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში 50%, რომ მას დომინანტობა და აქედან შემოსავლის მიღება სურს, უბრალოდ, ჯანდაცვა სპეციფიკური სივრცეა, სავსე – მორალური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არც შეიძლება თავსებადი იყოს კომერციულ ინტერესებთან. ამიტომ, როცა ბრუტალურად, ბლანკეტურად, ყველაფერი პირდაპირ გადაეცათ კერძო კლინიკებს, რომ, მათ შორის, ეკეთებინათ ისეთი რამ, რაც სულაც არ იყო კომერციულად საინტერესო, შეიქმნა უზარმაზარი პრობლემები ჯანდცავის სტრუქტურების გასამართად. შვედეთში, შესაძლოა, საერთოდ, 80%-ს სცდებოდეს სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში. რატომ?! – რიტორიკული კითხვაა და პასუხი ყველასთვის ნათელია.

არ შეიძლება კერძო სექტორისთვის იყოს ყველაფერი, არ შეიძლება ფულის შოვნა იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში პაციენტის ინტერესის საპირწონედ – სრულიად საპირისპირო უნდა იყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, დავიცვათ პაციენტის ინტერესი და, სხვათა შორის, ეს კონსტიტუციაშიც ასეა ჩაწერილი. ამისთვის, რაღაც მომენტში, სიმკაცრეც იქნება აუცილებელი და თუკი მკაცრად ვაკონტროლებ პროცესს – დაცულია თუ არა პაციენტის უფლება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეიძლება ეს ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდან ანტიევროპულ გადაწყვეტილებად“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია