უმაღლესი სამღვდელოების მიერ არჩევის შემდეგ, საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ სასულიერო და საერო პირებს მიმართა.
“ძნელია ჩემთვის, გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, ეს დიდი პატივია და – მძიმე ჯვარიც.
უპირველესად, მადლობას ვწირავ მამა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მომევლინა, მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.
მადლობა წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის, თითოეულ ადამიანს ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღისთვის, ჩვენს ყველა დელეგატს დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის და ლოცვისთვის,” – აღნიშნა პატრიარქმა.













