სასულიერო პირებთან ერთად გაფართოებულ სხდომაზე 1 200-ს დელეგატს შორის იყვნენ საერო პირებიც.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ახალი პატრიარქის როლზე გაამახვილეს ყურადღება.
“ძალიან გახარებული ვარ მე და ალბათ მთელი საქართველო, რასაც ელოდა მთელი ქვეყანა, მეუფე შიოს გამორჩევა არის ისტორიული მოვლენა და მადლობა ღმერთს და თქვენ ყველას. გილოცავთ, რომ ხართ მონაწილე ამ ისტორიული დღის. ღმერთმა შეაძლებინოს მეუფე შიოს ამ უმძიმესი ჯვრის და ტვირთის [ტარება]. მხოლოდ ილია მეორემ შეძლო ასე ბრწყინვალედ ეტარებინა, შეგვაყვარა ერთმანეთი და ვფიქრობ, რომ რაღაც გარდამტეხი იქნება მეუფე შიოს მოსვლა საპატრიარქო ტახტზე”, – აცხადებს დელეგატი ლაშა პაპაშვილი.













