• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 13, 2026
ში ჰოროსკოპი
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
57
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე იფიქრეთ, წვრილმანი საზრუნავი კი სამომავლოდ გადადეთ. კოლეგებთან ურთიერთობისას ეცადეთ კრიტიკისგან თავი შეიკავოთ, თორემ ახალ მტრებს შეიძენთ. ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები. პირველ რიგში, ეს მათ ეხება, ვისაც ვალები ან კრედიტები აქვს. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და უცხო კერძების დაგემოვნებისგან თავი შეიკავეთ.

კურო

თუ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაკმაყოფილებთ, ეს პრობლემა განიხილეთ, თუმცა საუბარს სკანდალად ნუ აქცევთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა რომელიმე ნათესავთან ურთიერთობა დაგეძაბოთ — სასურველია მტკივნეული საკითხების განხილვა სამომავლოდ გადადოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მომავალი მგზავრობა მოგებიანი იქნება, საქმიანი თანამშრომლობა კი ნაყოფიერი. შესაძლოა, სხვის აზრს ზედმეტად ენდობით, მაგრამ თქვენი ფინანსების მართვა უცხო პირს არ უნდა ჩააბაროთ. ეცადეთ საღამოს ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ და ორპირ ქარს მოერიდოთ.

ტყუპები

ეს დღე საინტერესო შეხვედრებსა და ნაცნობობას გპირდებათ. დაგეგმეთ გასართობი ღონისძიებები მთელი ოჯახისთვის — თქვენს ახლობლებს ახლა დადებითი ემოციები ნამდვილად სჭირდებათ. კორპორაციულ წვეულებაზე ხელფასის მომატებას ნუ მოითხოვთ. ახლა ამის არც დროა და არც ადგილი, ამიტომ შეიძლება ხელმძღვანელობამ ხელფასის მომატების ნაცვლად, ძველი შეცდომები გაგახსენოთ. თუ მელანქოლიას არ მიეცემით ფინანსურ, პროფესიულ და საყოფაცხოვრებო საკითხებს ადვილად მოაგვარებთ. ნათესავები და თანამოაზრეები თქვენს თითქმის ყველა იდეას მოიწონებენ. მოერიდეთ მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღებას, რომლის ათვისებაც ორგანიზმისგან დიდ ენერგიას მოითხოვს.

კირჩხიბი

თუ მარტოხელა ხართ და მეწყვილეს ეძებთ, იცოდეთ, რომ ბედისწერა დიდი ხნის ნანატრი შეხვედრისთვის უკვე გამზადებთ! ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ უთანხმოებაში გადაიზარდოს. ეცადეთ, მეგობრებთან და ნათესავებთან დავას თავი აარიდოთ, მნიშვნელოვანი საუბრები კი მომდევნო კვირისთვის გადადოთ. ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან პროექტს შემოგთავაზებთ — დაუფიქრებლად დათანხმდით, ახლა ამ პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ. ეჭვიანობის ან ფინანსური უთანხმოების გამო მოსალოდნელია უთანხმოება. ეცადეთ წყენა აპატიოთ — გავა დრო და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.

ლომი

ამ დღეს სჯობს ცდუნებას აჰყვეთ, ვიდრე ემოციები დამალოთ. ეს განტვირთვასა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოგიტანთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. სამსახურში, კოლეგებს შორის ურთიერთობა იძაბება, თუმცა ურთიერთობების გარკვევას, სჯობს თქვენი საქმე მშვიდად აკეთოთ. ასეთი პოზიცია ზედმეტ მტრობას აგარიდებთ და კოლეგებთან მეგობრულ ურთიერთობას შეგინარჩუნებთ. დღეს გაჩნდება შანსი, ბიზნესში თანამშრომლობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ. კარგი დროა გარიგებებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად, ასევე დიეტის დასაწყებად — წონაში კლება ეფექტური იქნება.

ქალწული

იყავით უფრო მომთმენი საყვარელი ადამიანის მიმართ! წვრილმანების გამო ნუ გაღიზიანდებით და ეცადეთ პატარა შეცდომებს ყურადღება არ მიაქციოთ. დაოჯახებულ ქალწულებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროს წაართმევთ, თუმცა გაწეული შრომა აუცილებლად სასურველ შედეგს გამოიღებს. სამუშაოს დიდმა მოცულობამ შეიძლება სრულიად გამოგფიტოთ. გამოიჩინეთ ყურადღება ფინანსური ანგარიშსწორებისას! — დიდია ალბათობა, რომ სამსახურში ან მაღაზიაში თქვენი მოტყუება სცადონ. ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ამიტომ საუკეთესო დროა ფიზიკური აქტივობისთვის.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების სიო დაუბერავს. შესაძლოა, ძველი რომანის დასრულება გადაწყვიტოთ, რის შემდეგაც შეხვდებით მას, ვისზეც ოცნებობდით. ეცადეთ, ნებისმიერი საქმის მიმართ თქვენთვის დამახასიათებელი პრაგმატული მიდგომა და გონიერება გამოიჩინოთ — თქვენი წამოწყებები სასურველ შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, ნათესავებმა რჩევისთვის ან მხარდაჭერისთვის მოგმართონ — თქვენს პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღის პირველ ნახევარში წარმატება თან გდევთ, იქნება ეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა თუ სასამართლო განხილვა. სამუშაოს შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნება დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მორიელი

თქვენი მარტოობა დასასრულს უახლოვდება და მალე პირად ბედნიერებას იპოვით! თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება და იგრძნობთ, შემდგომი წარმატებისთვის როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის განახლება მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ. ეცადეთ თქვენი სოციალური უნარები საქმიანი კავშირების დასამყარებლად გამოიყენოთ — მალე ამის შანსი გექნებათ. მოერიდეთ ნერვულ დაძაბულობასა და კონფლიქტებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ახლობლებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

მშვილდოსანი

შეყვარებულებს ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილებები ელით. მატერიალური პრობლემები წარმატებით მოგვარდება, რაც თქვენს კავშირზე დადებითად აისახება. ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, თუმცა საქმე კონფლიქტამდე არ მივა და მალე ჰარმონია აღდგება. მოერიდეთ იმ საკითხების განხილვას, რომლებიც ადრე დაპირისპირების მიზეზი გახდა. მათ, ვინც ახალ საქმიან პროექტზე ფიქრობს, გავლენიანი მფარველების მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ. შეზღუდეთ კონტაქტები, მათ შორის სატელეფონოც. გვიან ღამით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, ფულს ნუ გაასესხებთ და ვალს ნუ აიღებთ.

თხის რქა

უახლოეს მომავალში დაგირეკავთ ადამიანი, რომელსაც ახლახან ეჩხუბეთ. ეს საუბარი საშუალებას მოგცემთ, ყველაფერში გაერკვეთ და ურთიერთობა აღადგინოთ. ეცადეთ ძვირფასი მომენტების აღსაბეჭდად ოჯახური ფოტოსესია დაგეგმოთ. დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ნაკლებად ხელსაყრელია. ამ დღეს კოლექტიურ მუშაობას მოერიდეთ და გამონათქვამები ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ. ამ დღეს ბევრი თხის რქა მავნე ჩვევებთან ბრძოლას დაიწყებს. მნიშვნელოვანია ემოციური განწმენდა, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს შეცვლის.

მერწყული

სიყვარულში იღბალი შეიძლება მაშინ გეწვიოთ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით. ზოგჯერ ტყუილის თქმა ერთადერთი გამოსავალია, თუმცა ფრთხილად იყავით — თხელ ყინულზე სიარული გიწევთ. ამ დღეს ხელმძღვანელობამ შეიძლება უჩვეულო დავალება მოგცეთ, რომლის გადაჭრა განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. თქვენი ფინანსური საქმეები არცთუ ისე სახარბიელოა? ნუ ინაღვლებთ — მერკურისა და იუპიტერის კვინკონსი მალე მოგებას მოგიტანთ. საღამოს გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანებისთვის, რომ მათი სამართლიანი საყვედურები თავიდან აიცილოთ.

თევზები

თქვენი ნიშნის ქალბატონები დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელები იქნებიან. მიმდინარე საქმეები წინასწარ დაგეგმეთ — ეს დაგეხმარებათ, რომ ქაოსი და აურზაური თავიდან აიცილოთ. ნუ გადაიხდით ზედმეტს ნივთებში, რომლებიც ჩალის ფასი ღირს. თუ დღეს ბრენდული ნივთის შეძენას ეცდებით, შესაძლოა ყალბი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიულ სფეროში ინიციატივა გამოიჩინოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და თანამშრომლობის უნარი მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთან — ეს გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია