• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჯანმრთელობა

ემუქრება თუ არა ჰანტავირუსი საქართველოს – ივანე ჩხაიძის პასუხი

მაისი 13, 2026
ში ჯანმრთელობა
ივანე ჩხაიძის მიმართვა მშობლებს
0
გაზიარება
13
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საფუძველი იმისა, რომ ჰანტავირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა მიიღოს ეპიდემიის და მითუმეტეს პანდემიის სახე.

„ვირუსს აქვს ორი განსხვავებული ფორმა. ერთს ეძახიან ძველი სამყაროს ვირუსს, რომელიც ძირითადად იწვევს თირკმელების დაზიანებას და ამის შემდეგ მძიმე ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას ანუ სისხლჩაქცევით მიმდინარე დაავადების განვითარებას და არის მეორე სახეობა ამ ვირუსის ე.წ. ახალი სამყაროს ვირუსი, რომელიც ფილტვების დაზიანებას იწვევს.

ყველასთან, როგორც გარდაცვლილ და როგორც ახლა ინფიცირებულ პაციენტთან დაავადება დაიწყო გრიპის სიმპტომატიკით, თუმცა შემდეგ მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ვითარდება სუნთქვის დათრგუნვა, მწვავე უკმარისობა, ამას დაერთვება გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობაც და ძალიან მაღალი პროცენტით 30-60 %-მდე ვითარდება გარდაცვალება.

ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია. გაცილებით დაბალია ლეტალობის მაჩვენებელი დაავადების თირკმლის ფორმით მიმდინარე დროს. იქ მაქსიმუმ 30%-ია. გართულებების ყველაზე მაღალი რისკის მქონე არის სწორედ ეს ფილტვის ფორმით მიმდინარე ვირუსი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს, არც ვაქცინაცია არსებობს. ამ ვირუსის გადამტანი ძირითადი გზა არის მღრღნელიდან ადამიანზე გადაცემა.

ვირუსის ის ფორმა, რომელიც ახლაა უფრო მეტად ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული, მათ შორის სამხრეთ ამერიკაშიც. მეორე ფორმა კი აზიაშია გავრცელებული.

ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს მის ენდემურ კერას, ამის ენდემური კერაა აზია და სამხრეთ ამერიკა. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს ვირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ვინაიდან ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით. ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა მიიღოს ეპიდემიის და მით უმეტეს პანდემიის სახე“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია