• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

“აღმოვაჩინეთ, რომ ევროპარლამენტში უფრო მკაცრი წესებია, ვიდრე საქართველოში” – შალვა პაპუაშვილი

მაისი 14, 2026
ში პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

პაპუაშვილის თქმით, „უნდა მივხვდეთ, რა ფარისევლობაა ევროპარლამენტში, ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც საქართველოს პარლამენტს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ შეეცადა, პარლამენტში მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო“.

„ევროკავშირმა ასობით ათასი ევრო დახარჯა, რათა გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის „ენჯეოები“, ეგრეთ წოდებული მედიაომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია. ათასობით, ათიათასობით ევრო ჩადეს, რათა პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინათ. სწორედ აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი ევროკავშირის საელჩოს და ევროპარლამენტის დაფინანსებით, თითქოს აკრედიტაციის წესების შემოღება, გარკვეული წესების დადგენა ეწინააღმდეგება მედიის თავისუფლებას და ასე შემდეგ.

რა აღმოვაჩინეთ? თურმე ევროპარლამენტში არის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი წესია, რომ რესპონდენტს თუ არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია, დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყუვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს. ევროპარლამენტში თურმე წინასწარი თანხმობაა საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა, ვიფიქრებთ ამაზე.

მეორე – საქართველოში წესი როდესაც ირღვევა, გვაქვს სანქცია. სანქცია არის ერთი თვით შეჩერება აკრედიტაციის და, განმეორების შემთხვევაში, ექვსი თვით. რამდენი ხნით შეუჩერეს „იმედს“? ერთი წლით. კარგია, ამაზეც ვიფიქრებთ. ვაპირებ, ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში – წინასწარი თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან, თუ ევროპარლამენტში ეს არის წესი და თუ ეს ყოფილა ევროპული წესი. თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ; ჩვენთან პირველ ჯერზე არის ერთი თვით აკრედიტაციის შეჩერება, მეორე ჯერზე ექვსი თვით. ევროპარლამენტში კი პირველივე ჯერზე ერთწლიანი შეჩერებაა. ამიტომ, ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ.

არსებობს კარგი სიტყვა – ფარისევლობა, უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობაა ევროპარლამენტში, ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც საქართველოს პარლამენტს აკრიტიკებდნენ, თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ შეეცადა,  პარლამენტში ყოფილიყო მედიის ელემენტარული წესები, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში. როგორ ბედავდა ეს ხალხი, რომ საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდა. სად არიან ის მედიაომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები და ასე შემდეგ. ახლა გამოჩნდა, რომ ეს „ენჯეოები“ დაქირავებული იყვნენ ბრიუსელის მიერ, რათა თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს, ფულს იღებდნენ იმაში, რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ. დღეს ხმას არ ამოიღებენ, რადგან მათი დამქირავებელი ვინც არის, ვინც კვებავს, ფულს აძლევს, იმის წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებენ. ძალიან კარგი, მივიღეთ ცნობად, თუ რა წესები არის ევროპარლამენტში. სხვათა შორის, გამოვითხოვე წესები, რაც არის, ჩავხედე კარგად. ჩვენთან შემოღებული ყველაზე მსუბუქი წესები. ხომ ნახეთ, თურმე როგორი ყოფილა ევროაპრლამენტის წესი. აუცილებლად ვიფიქრებთ, ჩვენთანაც ზუსტად იგივე წესები გავრცელდეს თუ არ გავრცელდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „პოსტივის“ ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია