• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჯანმრთელობა

“ასეთ დროს, სისხლში თავისუფალი კალციუმის რაოდენობა ქვეითდება” – გიორგი ღოღობერიძე

მაისი 14, 2026
ში ჯანმრთელობა
“ასეთ დროს, სისხლში თავისუფალი კალციუმის რაოდენობა ქვეითდება” – გიორგი ღოღობერიძე
0
გაზიარება
3
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ექიმი გიორგი, ღოღობერიძე ხელების დაბუჟების მიზეზს ასახელებს. 

„ბოლო დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ხელებში დაბუჟების შეგრძნებას, რასაც ხშირად მიაწერენ თრომბოზს. როგორ მივხვდეთ ხელებში დაბუჟების შეგრძნება მართლა თრომბოზს უკავშირდება თუ სხვა მიზეზით
არის გამოწვეული და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

როდესაც, პაციენტს აღენიშნება წვის, დაბუჟების, ჩხვლეტის, ქავილის შეგრძნება, ამ ყველაფერს ექიმები პარესთეზიას ვეძახით. პარესთეზია – ეს არის მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ტრანზიტორული, ანუ გარდამავალია. აღსანიშნავია, რომ ამ დარღვევამ ძალიან იჩინა თავი კოვიდის
დროს, ამიტომ პაციენტები ხშირად თრომბოზს მიაწერენ კიდურების დაბუჟებას.

თუმცა, როგორც წესი, კიდურებში დაბუჟების შეგრძნება არის შედეგი მდგომარეობისა, რომელსაც ჰიპერვენტილაციის სინდრომი ჰქვია. როდესაც, თქვენ გიდგინდებათ კოვიდი, ნერვიულობის ფონზე გერთვებათ სიმპათიკური ნერვული სისტემა და გიხშირდებათ სუნთქვა. სუნთქვა როგორც კი გასცდება წუთში 20-ზე
მეტს, თქვენ ამ დროს ამოისუნთქავთ იმაზე მეტ CO2-ს ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. იმის გამო, რომ თქვენ ძალიან ბევრ CO2-ს ამოისუნთქავთ თქვენი სისხლი ძალიან ტუტიანდება, ამას ეწოდება რესპირატორული ალკალო. ასეთ დროს, სისხლში თავისუფალი კალციუმის რაოდენობა ქვეითდება და ზუსტად ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას.

საპანიკო არაფერია, საკმარისია დამშვიდდეთ და თავისით ალაგდება რამდენიმე დღეში. იმ შემთხვევაში, თუ ხელებში დაბუჟების შეგრძნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაქვთ, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც წამყვანი მიზეზია ხელების და ფეხების ქრონიკული დაბუჟების. ძალიან ბევრი გლუკოზა აზიანებს, როგორც ნერვულ ქსოვილს, ასევე მის გარშემო არსებულ უჯრედებსაც და როგორც წესი, ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. შაქრიანი დიაბეტის შემდეგ უნდა გამორიცხოთ ჰიპოთირეოზი, როგორც კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაითრგუნება, ასევე ვითარდება დაბუჟების შეგრძნება.

დაბუჟების გამომწვევი მიზეზი, ასევე შეიძლება იყოს ჰიპოპარათირეოზი. ჩვენ ფარისებრი
ჯირკვლის უკან გვაქვს 4 ჯირკვალი, 2 ზევით და 2 ქვევით, რომლებიც არეგულირებენ კალციუმის რაოდენობას სხეულში. თუ ეს ჯირკვლები თავის ფუნქციას ვერ შეასრულებენ, კალციუმის რაოდენობის შემცირებისას გამოხატული
იქნება დაბუჟება. დაბუჟების შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტების მიერ, მაგალითად: წნევის დამწევი საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები. აღსანიშნავია, ანტიბიოტიკებიც, რომლებიც არიან ფტორქინოლონები. დაბუჟების შეგრძნებას, ასევე იწვევს B12 და B6
ვიტამინების ნაკლებობა. ორივეს შევსება ძალიან მარტივად, ნორმალური კვებით შეიძლება. B12 ძალიან ბევრია ხორცში, B6 მცენარეებში. დაბუჟების გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მძიმე მეტალები და ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: გაფანტული სკლეროზი, სპინალური სტენოზი, თიაქრები და სხვა…

როგორ ამოვიცნოთ თრომბოზი? როგორც წესი, შემთხვევათა 90%-ში თრომბოზი
ვითარდება ქვედა კიდურებში, ანუ ფეხებში და უმეტესად არის ცალმხრივი, ანუ აზიანებს მხოლოდ ერთ კიდურს. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პაციენტების მხოლოდ 3%-ს უვითარდება თრომბოზი. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გაქვთ თრომბოზი ყურადღება დაბუჟებაზე კი არ უნდა გაამახვილოთ, არამედ კიდურები უნდა
შეადაროთ ერთმანეთს. რადგანაც, ვიზუალურად გამოხატული იქნება, კიდურის
დასივება.

შეშუპებასთან ერთად შეცვლილი იქნება ფერი. ახასიათებს, წითელი ან იისფერი შეფერილობა. გარდა ამისა, იქნება მტკივნეული. ასევე, კიდური შეხებისას საკმაოდ თბილი იქნება. ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ნიშნებს: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავბრუს ხვევა, გულისცემის ან სუნთქვისაჩქარება, სისხლიანი ხველა. ეს არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც სახლის პირობებში, არასამედიცინო პირმა შეიძლება იეჭვოს თრომბოზზე, და ასეთ დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან, თრომბი შეიძლება გადაადგილდეს და განვითარდეს პულმონალური ემბოლია“- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია