• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 18, 2026
ში ჰოროსკოპი
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
38
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი მოხიბლოთ, თუმცა თქვენი პრეტენზიები ურთიერთობაში ხარვეზს შეიტანს. ხშირი კამათი და უთანხმოება იმაზე მიუთითებს, რომ ერთმანეთის მოსმენა დაივიწყეთ და კომპრომისზე წასვლა არ შეგიძლიათ. ზოგჯერ სიტუაციას ახლებურად უნდა შეხედოთ. წინ მოვლენებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით, ამიტომ საღამოს გადაღლილი შეხვდებით. ვალი, რომელიც უიმედოდ მიგაჩნდათ, შეიძლება მალე დაგიბრუნონ ან სხვა სახის კომპენსაციას მიიღებთ, რომლის იმედიც არ გქონდათ. თუ მგზავრობას გეგმავთ ან ავტომობილს მართავთ, გზაში ყურადღება არ მოადუნოთ — შესაძლებელია ტრავმები და ავტოსაგზაო შემთხვევა.

კურო

ამ დღეს უმნიშვნელო მიზეზების გამო მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება თაყვანისმცემელთან. მოთმინება გამოიჩინეთ და მზად იყავით მისი თვალსაზრისის მოსასმენად. თუ დიდი ხანია კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, მოქმედების დრო დადგა! ასტროლოგიური პროგნოზი მიანიშნებს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში თქვენ წინაშე კარგი პერსპექტივები გადაიშლება. ბოლო დროს საკუთარი თავი დაივიწყეთ და მხოლოდ ნათესავებზე ზრუნავთ, ამ დღეს კი შეგიძლიათ ფული და დრო საკუთარ გატაცებას მოახმაროთ. თქვენს სხეულს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ამიტომ მის სიგნალებს ნუ უგულებელყოფთ.

ტყუპები

დროა, წარსულს დაემშვიდობოთ და ნათელი მომავლის შენება დაიწყოთ! ახალი ურთიერთობა უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ძველი. საქმეების დაგეგმვისა და ძალების განაწილების ჩვევა საშუალებას მოგცემთ, დასახულ მიზანს უახლოეს მომავალში მიაღწიოთ. სამსახურის პრობლემებმა და ფინანსურმა სირთულეებმა შესაძლოა რომანტიკა გარკვეული დროით დაგავიწყოთ. ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა, თუმცა საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან ერთად ფინანსურ ოპერაციებს უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, საღამო მშვიდად გარემოში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

კირჩხიბი

ბოლოს და ბოლოს, იმის გაკეთებას შეძლებთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს. პრობლემის განხილვა და გულწრფელი საუბარი უთანხმოების დაძლევაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა მხარეს მოუსმინოთ და თითოეულისთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შრომის დისციპლინის დაცვაა. გამორიცხული არ არის, მოულოდნელმა ცნობამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ფიზიკური აქტივობა განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემომყოფებს ყურადღებით დააკვირდეთ — მათ შორის ბევრი თავისუფალი და სიმპათიური ადამიანია. ნათესავების მოულოდნელი სტუმრობა გაიძულებთ საღამოს გეგმები შეცვალოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ — საკუთარ პრინციპებს არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ. ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. მიმდინარე საქმეებში მოსალოდნელია ფინანსური ზარალი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოთ. მკაცრად აკონტროლეთ დიეტა და თავი შეიკავეთ მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღებისგან. არ ღირს მკურნალობა ხალხური საშუალებებით — თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

ქალწული

მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრების რეჟისორი გახდეთ და სასურველ კალაპოტში მიმართოთ. ეს დღე კოსმოსური ენერგიის ათვისებას, სიყვარულის პოვნასა და პატიებას უკავშირდება. მისი დევიზია — სიყვარული, სიმშვიდე და თანხმობა. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ ყურადღებას ითხოვს და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. სავარაუდოდ, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი სარგებელი უნდა მოგიტანოთ. თუ შემოქმედებით აზროვნებასა და გამომგონებლობას გამოავლენთ, ბევრ რამეს მიაღწევთ. მიმდინარე პერიოდი ხელსაყრელია საკუთარი ბიზნესის ორგანიზებისთვის, მაგრამ არა – დასაქმებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოთ.

სასწორი

თუ შეყვარებული ხართ, გასაკვირი არ არის, რომ საყვარელი ადამიანის გარდა, ვერაფერს ხედავთ, თუმცა, სჯობს თვალები გაახილოთ, სანამ დაცინვის ობიექტი გამხდარხართ. გირჩევთ მომავალი შესყიდვების თაობაზე რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხოთ. ოჯახური საბჭო ხანმოკლე იქნება და თქვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ დღეს გრძელვადიანი გეგმების შედგენა არასასურველია, ამიტომ ყურადღება მხოლოდ ყოველდღიურ საქმეებზე გაამახვილეთ. გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ უსიამოვნო სიახლეებს ყურადღება არ მიაქციოთ – სავარაუდოდ, ეს ცნობები მცდარია!

მორიელი

საკუთარ გრძნობებში ან საყვარელი ადამიანის ქმედებებში ეჭვი გეპარებათ? ეს ნიშნავს, რომ თქვენმა ურთიერთობამ დროის გამოცდას უნდა გაუძლოს. პლანეტები გირჩევენ, რომ დღევანდელი დღე მეგობრებთან და თანამოაზრეებთან საუბარში გაატაროთ — ინფორმაციის გაცვლა როგორც თქვენთვის, ისე მათთვის სასარგებლო იქნება. შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით ხელმძღვანელობის გადმობირებას შეძლებთ. ეცადეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები უკეთ გათვალოთ და უსარგებლო ნივთები არ შეიძინოთ. დილის საათებში მარსის მომატებული აქტივობა მსუბუქ თავბრუსხვევას გამოიწვევს. ფრთხილად იყავით, შესაძლოა გადაღლის ფონზე წნევასთან დაკავშირებული პრობლემები

მშვილდოსანი

ადამიანებმა, რომლებიც პირად ცხოვრებას აწყობენ, მოთმინება და სიბრძნე უნდა მოიმარაგონ. ძალიან ადვილია შეცდომის დაშვება, თუ რჩეულის იდეალიზებას დაიწყებთ. პრიორიტეტი მიანიჭეთ პირად საჭიროებებს და იზრუნეთ საკუთარ კეთილდღეობაზე. ეს დაგეხმარებათ ემოციური წონასწორობის შენარჩუნებასა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის განმტკიცებაში. გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც მოცდა შეუძლია. დაკავდით დაშვებული შეცდომების გამოსწორებით. შესაძლოა, აზრი ჰქონდეს უარი თქვათ ბოლო მოდელის გაჯეტების შეძენაზე მათი უფრო იაფი ანალოგების სასარგებლოდ. ასეთი მოქმედებები დაეხმარება თქვენს საფულეს, დარჩეს სავსე კრიზისის ეპოქაშიც კი. განტვირთვის დღეა. სცადეთ, თავისუფალ საათებში დაკავდეთ საყვარელი საქმეებით, რომლებიც დაგეხმარებათ დასვენებასა და პრობლემებისგან თავის დაღწევაში.

თხის რქა

პირადი ცხოვრების ასაწყობად სიბრძნე და მოთმინება დაგჭირდებათ. საყვარელი ადამიანის გაიდეალებამ შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ. ამ დღეს პირად საჭიროებებს და საკუთარ კეთილდღეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს ემოციური წონასწორობის შენარჩუნებასა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ყველა საქმე გადადეთ და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეუდექით. თუ გრძნობთ, რომ ფინანსური კრიზისი გიახლოვდებათ, უარი თქვით ბოლო მოდელის გაჯეტების შეძენაზე და უპირატესობა მათ იაფ ანალოგებს მიანიჭეთ. საღამოს სცადეთ, საყვარელი საქმე აკეთოთ, რაც დასვენებასა და სტრესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

თუ ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებით და მეორე ნახევარს ეძებთ, მალე შეიძლება გაგიმართლოთ. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მტკივნეულ სიყვარულს დაგავიწყებთ და ცხოვრებას გაგილამაზებთ. სამსახურში რუტინული სამუშაოს დასასრულებლად მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება მოგიწევთ. გირჩევთ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად საქმიან ქაღალდებზე მუშაობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს.

თევზები

გამოავლინეთ შეუპოვრობა მიზნის მისაღწევად. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, გადახედონ წარსულ გამოცდილებას და დასახონ გეგმები. იყავით შემწყნარებლები, ნუ გამოავლენთ ნეგატიურ ემოციებს პირად ურთიერთობებში. დღეს შესაძლოა ეჩხუბოთ მეგობარს ან ახლობელ ადამიანს, თანაც კონფლიქტის მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება გახდება. შეეცადეთ გამოიჩინოთ შემწყნარებლობა მოსაუბრის მიმართ. დღის დასაწყისში მოემზადეთ სამუშაო საკითხებში დაბრკოლებებისთვის. მოსალოდნელია დაგვიანებები და შეცდომები საქმიანი ხელწერილების (ვალდებულებების) გაფორმებისას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ხართ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია