• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

როგორ მუშაობს “სოციალური კალათა”

მაისი 18, 2026
ში საზოგადოება
როგორ მუშაობს “სოციალური კალათა”

Shopping basket with fresh food. Grocery supermarket, food and eats online buying and delivery concept. 3d illustration

0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლება და ბიზნესი ერთ მოდელზე შეთანხმდნენ – ევროპაში უკვე აპრობირებული სისტემის დანერგვაზე, რომლის მთავარი მიზანი ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება და პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასების შემცირებაა.

“კარფური”, “სპარი”, “მაგნიტი”, “კალათა”, “უნივერსამი”, “გუდვილი”, “ზღაპარი”, “ნიკორა”, “ლიბრე” და “აგროჰაბი” – სოციალური კალათის პროექტში ჩართვის სურვილი თითქმის ყველა მსხვილმა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა. თითოეულმა კომპანიამ საკუთარი შეთავაზება ინდივიდუალურად განსაზღვრა, თუმცა მთავარი პირობა უცვლელია – სოციალური კალათა აუცილებლად უნდა მოიცავდეს იმ პროდუქტებს, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე ხშირად მოიხმარს.

სტენდებზე უკვე განთავსებულია ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი და სხვა აუცილებელი პროდუქტი. ფასდაკლებული საქონელი სპეციალური სტიკერებით იქნება მონიშნული, რომ მომხმარებელმა მისი პოვნა მარტივად შეძლოს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გლობალურ ბაზარზე გაზრდილი ფასების ფონზე ეს ინიციატივა ოჯახის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, აცხადებს, რომ სოციალური კალათა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომელიც ბიზნესმა გაითვალისწინა. საუბარია ე.წ. ბერძნულ მოდელზე – სისტემაზე, რომლის მთავარი უპირატესობა ბიზნესზე ზეწოლის არარსებობაა.

მოდელი კონკურენციის პრინციპზე მუშაობს: ქსელური მარკეტები მომხმარებლისთვის საუკეთესო ფასის შეთავაზებაში ეჯიბრებიან, საბოლოო შედეგი კი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტია.

მაშინ, როცა ფასები ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, “სოციალური კალათა” იქცა მცდელობად, რომ აუცილებელი პროდუქტები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პარლამენტში ამბობენ, რომ საშეღავათო სისტემის შექმნა ბიზნესზე ზეწოლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. საპარლამენტო კომისიის დასკვნა კომპანიებმა რეალობად აქციეს.

სავაჭრო ქსელებმა საკუთარი შეთავაზება თავად განსაზღვრეს, თუმცა პრინციპი ერთია – მომხმარებელმა მაღაზიაში შესვლისას ყველაზე აუცილებელი პროდუქტები შედარებით იაფად უნდა იპოვოს.

საშეღავათო სისტემა პრაქტიკაში უკვე დაინერგა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ე.წ. ბერძნული მოდელი გაამართლებს, მომხმარებელი მოგებული დარჩება, რადგან კონკურენცია უკვე არა მხოლოდ კლიენტის მისაზიდად, არამედ ყველაზე დაბალი ფასის შესათავაზებლად იწყება.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია