• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი შოუბიზნესი

დემნა გვასალიამ Gucci-ის პირველი კრუიზული კოლექცია წარადგინა

მაისი 18, 2026
ში შოუბიზნესი
დემნა გვასალიამ Gucci-ის პირველი კრუიზული კოლექცია წარადგინა
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ „გუჩის“ 2027 წლის პირველი, კრუიზული კოლექცია წარადგინა. ჩვენება ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე გაიმართა. რეზორტისა და კრუიზის სამოსი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ცივ სეზონს თბილ ქვეყნებში ატარებენ. კრუიზული კოლექციის ჩვენებები, ტრადიციულად, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში იმართება.

აღსანიშნავია, რომ  „გუჩის“ პირველი მაღაზიაში ნიუ-იორკში სწორედ თაიმს სკვერზე გაიხსნა. „ჩვენების გამართვა ამ ადგილას, ბრენდისთვის  სახლში დაბრუნებას ჰგავდა“,-  განაცხადა დემნა გვასალიამ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ქართველი დიზაინერის თქმით, ინსპირაციის წყაროდ რობერტ ლონგოს ფოტოსურათი „კაცები ქალაქებში“ იქცა. სურათებში კორპორატიულ კოსტიუმებში გამოწყობილი ფიგურები ექსტრემალურ მოძრაობებს ასრულებენ. დემნა გვასალია ასეთ სიტყვებს ამბობს: „ამ კოლექციით მინდოდა ის ადამიანები წარმომეჩინა, რომლებსაც ქუჩაში სიარულისას ვხვდებით. ისინი ინდივიდუალურები არიან და მრავალფეროვანი სტილი აქვთ“.

კოლექცია საკმაოდ ორიგინალური იყო. ის მდიდრულ კოსტიუმებს, ზოლებით გაფორმებულ სამოსს, დაბალწელიან ჯინსებსა და მოკლე ტოპებს აერთიანებდა. ნიუ-იორკელების მსგავსად, მოდელებს ხელში აიფონები, თაიგულები, გასაღებები და იოგას ხალიჩები ეკავათ.  ჭარბობდა როგორც მუქი, ისე ღია ფერები.  გამოცემა „ვოგის“ ინფორმაციით, დემნამ გუჩის ნივთებს ამერიკული ხასიათი შემატა.

საკმაოდ მრავალფეროვანი იყო პოდიუმზე გამოსული მოდელების ჩამონათვალიც. დემნამ არჩევანი ისეთ ცნობილ სახეებზე გააკეთა, როგორებიც სინდი კროუფორდი, ქენდის სვეინპოლი, პერის ჰილტონი, ტომ ბრედი, ანოკ იაი, ემილი რატაკოვსკი, ალექს კონსანი და მარიაკარლა ბოსკონო  არიან.
კრუიზული კოლექციის ჩვენებას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო – მათ შორის კიმ კარდაშიანი და მერაია ქერი.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ შოუს მოსაწვევიც. დემნამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და საკმაოდ კრეატიული გადაწყვეტილება მიიღო. ქართველმა დიზაინერმა სტუმრებს ოქროსფერი გასაღები და მისი ჩასადები გაუგზავნა. რა თქმა უნდა, გუჩის ბრენდირებით.

ჩვენება სინდი კროუფორდმა დახურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შოუს დასასრულ პოდიუმზე თავად ქართველი დიზაინერიც ვიხილეთ.

კრუიზული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე გუჩის ოფიციალურად მაღაზიებში.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია