• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

პატრიარქის ქადაგება ეკლესიაში ქალის განსაკუთრებულ როლზე

მაისი 18, 2026
ში რელიგია
ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი შევინარჩუნოთ – მეუფე შიო
0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, მენელსაცხებლე დედებმა მიიტანეს ნელსაცხებელი, მაცხოვრის სხეულისთვის რომ ეცხოთ მისი სიკვდილის შემდეგ. ისინი დილაუთენია მიდიან საფლავზე, მაგრამ ქრისტეს სხეულს ვერ აღმოაჩენენ, რადგან იგი უკვე აღდგა მკვდრეთით. მაცხოვარი არაერთხელ ამბობდა, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა, მაგრამ ეს დედები იმდენად შეძრული იყვნენ მომხდარით, რომ დაავიწყდათ მისი სიტყვები და მაინც მიირბინეს საფლავთან, რათა ეს დაკრძალვის წესი შეესრულებინათ.

თითქოს ისინი ამაოდ გაისარჯნენ, იქ აღარ იყო ქრისტეს სხეული, მაგრამ ეკლესია მაინც მიესალმება და აკურთხებს მათ ამ საქციელს, იმიტომ, რომ, როგორც ამბობს წმინდა წერილი, „ღმერთი გულის ზრახვებსაც განიკითხავს“ (ებრ. 4,12). ამ მგლოვიარე ქალების გულის ზრახვები გამოიხატა ამ საქციელში, რისთვისაც მათ უფალმა აღირსა ანგელოზთან საუბარი, რომელიც იჯდა ფერხთით იმ ადგილას, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დასვენებული იყო იესო ქრისტეს სხეული და უთხრა: „რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკუდართა თანა, აქ აღარ არის, რადგან აღდგა მკვდრეთით“ (ლკ. 24, 5-6).

რას გვიჩვენებს ამით უფალი? რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი? რას აფასებს ის ჩვენში ყველაზე მეტად? არც ფიზიკურ სილამაზეს, არც ჭკუას, არც სიმდიდრეს, არც რაიმე ცოდნას თუ ხელოვნებას, რომელსაც ადამიანი ფლობს, არამედ რას? მისდამი სიყვარულს აფასებს ყველაზე მეტად.

და აი, მენელსაცხებლე დედების სიყვარული აღემატა მოციქულთა სიყვარულსაც კი, რომ ისინი აღმოჩნდნენ მოციქულებისთვის, მამაკაცებისთვის, რომლებიც იყვნენ მუდამ ქრისტესთან, მაუწყებელნი ქრისტეს აღდგომისა. რატომ? იმიტომ, რომ მათი გული უფრო ახლოს აღმოჩნდა უფალთან.

აი, ასეთია, ძვირფასო ძმებო და დებო, მენელსაცხებლე დედების განსაკუთრებული როლი ეკლესიის ისტორიაში, რომ მათ გვაუწყეს ყველას პირველად აღდგომის სიხარული. რატომ? იმიტომ, რომ, ვიმეორებ, მათ უფრო მეტად უყვართ. ეს ქალის განსაკუთრებული თვისებაა. ეს არის მთავარი თვისება და გადარჩენაც სწორედ ამაშია; ეს თვისება – სიყვარული – არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის. მან გაიხარა, რომ მენელსაცხებლე დედებმა ეს უკვე ისწავლეს, რადგან ისინი ჯვართანაც იყვნენ, გარდამოხსნაშიც მონაწილეობდნენ, დაფვლაშიც და ახლა მიირბინეს საფლავთან, რათა მის სხეულს ნელსაცხებელი სცხონ. მოციქულებმა კი რა გააკეთეს? ერთის გარდა, ყველა გაიქცა, ამ ქალების სიყვარულმა კი დაძლია ყოველგვარი შიში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ისეთი სიყვარული, რომ ყოველგვარი შიში დავძლიოთ, როგორც ამბობს წმინდა წერილი: „სრულყოფილი სიყვარული შიშს განდევნის“ (I ინ. 4,18). ღმერთმა შეგვაძლებინოს ასეთი სიყვარულის მოხვეჭა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია