საინფორმაციო პორტალი “ადამს მედია” გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის, ყბა-სახის ქირურგთან – რუსუდან ბერუჩაშვილთან
როგორ დაიწყო თქვენი გზა სამედიცინო მიმართულებაში?
სამედიცინო მიმართულებით ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ჩამომიყალიბდა. მიზიდავდა ის სფერო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების პირდაპირ გამოყენება პაციენტის მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. სტომატოლოგია ჩემთბის აღმოჩნდა ის მიმართულება ,რომელიც აერთიანებს, როგორც თერაპიულ ასევე ქირურგიულ მიდგომებს. ამ სფეროში განსაკუთრებით საინტერესოა თითოეული კლინიკური შემთხვევა,ინდივიდუალური შეფასება და გადაწყვეტილების მიღება.
რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება?
ეს არის სფერო სადაც ერთდროულად ერთიანდება ანალიტიკური აზროვნება და პრაქტიკული ჩარევის შესაძლებლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტკივილის მოხსნა ,არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მისი ესთეტიკური მდგომარეობა. თერაპიულ და ქირურგიული მიმართულებით მუშაობა მაძლევს საშუალებას თითოეულ კლინიკურ შემთხვევას შევხედო კომპლექსურად და მივიღო უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები.პრაქტიკაში სწორად დაგეგმილი და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს პროფესიულ განვითარებაში?
მნიშვნელოვანი ეტაპი ეს არის პერიოდი როდესაც თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ პრაქტიკად გადაიქცა.თეორიაში ნასწავლი სტანდარტული მეთოდები ყოველთვის არ ამართლებს და თითოეული პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა რთულ კლინიკურ შემთხვევებთან შეხება, სადაც საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური უნარები არამედ სწრაფი და სწორი მოქმედება. ამიტომ აუცილებელი იყო ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე მეთოდების შესწავლა.ვთვლი რომ ამ ეტაპების გავლამ ჩამომაყალიბა ექიმად, რომელიც არ ეყრდნობა სტანდარტებს და თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავ.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა კარიერის დასაწყისში?
მიუხედავად იმისა რომ აკადემიური საფუძველი ძლიერი მქონდა, პრაქტიკაში თოთოეული შემთხვევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობის საკითხია . რთულია პაციენტის ნდობის მოპოვება იმ ეტაპზე ,როდესაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ხარ. გამოწვევა იყო სწრაფი და სწორი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღება, სადაც დროის ფაქტორი და პაციენტის მდგომარეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. გამოცდილებამ გამაძლიერა როგორც პროფესიულად ისე ფსიქოლოგიურად.
რა ტიპის ოპერაციებს და პროცედურებს ასრულებთ ყველაზე ხშირად?
ძირითადად თერაპიულ და ქირურგიულ პროცედურებს, რაც მაძლევს საშუალებას პაციენტს შევთავაზო კომპლექსური და სრულფასოვანი მკურნალობა. თერაპიული მიმართულება_კარიესის მკურნალობა, ენდოდონტიური თერაპია, კბილების რესტავრაცია, სადაც საჭიროა კბილის ფუნქციის და ესთეტიკის მაქსიმალური აღდგენა. ქირურგიაში _ კბილების ექსტრაქციები, რთული შემთხვევები(რეტენცია , დისტოპია,) მცირე ქირურგიული ჩარევები რბილ ქსოვილებზე.
რა პრობლემებით მოდიან ყველაზე ხშირად პაციენტები?
პაციენტი ხშირად მოგვმართავს ტკივილით და დიაკომფორტით . ხშირია პროგრესირებად შემთხვევები , როდესაც პაციენტი მოვიდა არა საწყის ეტაპზე, არამედ მაშინ ,როცა პროცესი უკვე გართულებულია. პულპიტები, პერიოდონტიტები, ღრძილების ანთება, სისხლდენა, ექსტრაქციები, აბცესი და. ფლეგმონა. მოდიან პაციენტები ესთეტუკური მოთხოვნებით_ კბილების აღდგენა,ფორმისა და ფერის შეცვლა. ყ ელაზე ხშირად მაინც არის დაგვიანებული მიმართვა, რის გამოც მკურნალობა უფრო კომპლექსური ხდება, რაც გამოწვეულია პაციენტის ემოციური ფონით ან არასაკმარისი ფინანსური პრობლემით.
რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა?
დროული მკურნალობა განსაზღვრავს მკურნალობის სირთულეს ,ხანგრძლივობას და საბოლოო შედეგს. დაგვიანებული მიმართვის გამო უკვე განვითარებულიგართულებები უფრო რთულ და ხანგრძლივ ჩარევას საჭიროებს. ამიტომ დროული ვიზიტი ექიმთან მინიმალური ჩარევა მოაგვატებს პრობლემებს.სწორი და დროული დიაგნოსტიკასაფუძველია ეფექტური შედეგის მიღწევისათვის.
რა არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც პაციენტები გვიან ამჩნევენ?
საწყის ეტაპზე უმნიშვნელო პრობლემები უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ პაციენტი ვერ აღიქვამს პრობლემებს. ექიმს მიმართავს მაშინ, როდესაც ეწყება გაუსაძლისი ტკივილები. ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური შემოწმება, რომ დროულად იყოს აღმოფხვრილი შემდგომი გართულებები.
რა რჩევას მიცემდით მათ, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, მაგრამ ექიმტან მისვლას აჭიანურებს?
უმნიშვნელო დისკომფორტის შემთხვევაშიც მიმართონ სტომატოლოგს. ადრეულ ეტაპზე უფრო სწრაფად და მარტივად გვარდება პრობლემები, ფინანსური ხარჯიც უფრო ნაკლებია , ვიდრე გართულებულ შემთხვევაში ჩარევის დროს. ექიმთან დროული მისვლა არ არის მხოლოდ მკურნალობის ნაწილი, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება.













