დოდო გვაზავა, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:

“21 მაისს, აქ მთელი დღის განმავლობაში, დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ამ წვიმას შესაძლებელია ელჭექიც დაერთოს და ეს უკვე ტემპერატურის კვლავ რამდენიმე გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს.
რაც შეეხება უკვე კვირის მეორე ნახევარს, ეს არის 22, 23, 24 მაისი, აქ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქში ხანმოკლე ხასიათის წვიმა-ელჭექებითაა ნავარაუდევი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21-დან +23 გრადუსამდე დარჩება“












