• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს

მაისი 21, 2026
ში რელიგია
“ეს დიდი პატივია და მძიმე ჯვარიც” – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ზედაზნის მამათა მონასტერში პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სასულიერო პირებს და მრევლს მიმართა:

„მაღალღირსო მამაო გაბრიელ! ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, ამა მონასტრის საძმოს მამებო და ძმებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი მოწაფის ხსენებას, ჩვენთვის ძალიან საყვარელი წმინდანების ხსენებას, რომლებმაც საქართველოში მოიტანეს სამონაზვნო ცხოვრება და დააარსეს მონასტრები.

დღევანდელი დღე დაემთხვა აღდგომის წარგზავნას. დღეს წირვაზე სახარებაში წაკითხული იყო ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ის ბოლოჯერ ესაუბრა იუდეველებს და უთხრა: „სანამ გაქვთ ნათელი, ირწმუნეთ ნათლის, რომ იყოთ ძე ნათლისა“ (ინ. 12, 36). შემდეგ კი ამბობს: „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც მოვედი სოფლად, რომ გქონდეთ ნათელი და არ იაროთ ბნელში“ (ინ. 8, 12).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ნათელი მოიტანა ჩვენთან წმინდა ნინომ, მოციქულთასწორმა და მოიტანეს ათცამეტმა ასურელმა მამებმა. თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, როგორც გითხარით, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების.

რომ წარმოიდგინოთ განსხვავება ამათ შორის, შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს საუბარს მდიდარ ჭაბუკთან, რომელიც ეკითხება მაცხოვარს, რა გავაკეთო, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? უფალი ეტყვის: „მცნებები იცი: კაცი არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, პატივი ეცი მამაშენს, დედაშენს, არ მოიპარო“ (მარკ. 10, 19) და ა. შ. ის ეტყვის, რომ ამ ყველაფერს ბავშვობიდან იცავდა. მაშინ, რომ არ ჰგონებოდა მას, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია, უფალმა დაამდაბლა იგი და უთხრა: „თუ გინდა, სრულყოფილებას მიაღწიო, მაშინ მიატოვე მთელი შენი ქონება, გაყიდე, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ (მარკ. 10, 21).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ორი გზა! თუ პირველი გზა, რომელსაც მიუთითებს უფალი: „დაიცავი მცნებები, არა კაც კლა, არა იმრუშო“ და ა. შ. – ეს არის სავალდებულო ყველა ქრისტიანისთვის, რათა სული ვიცხონოთ, აღსარება, ზიარება, საეკლესიო ცხოვრება, მარხვა, ლოცვა და ა. შ. ეს არის ყველასთვის, მაგრამ ეს მეორე სიტყვა, რასაც უფალი ამბობს: „თუ გინდა სრულყოფილი იყო, გაყიდე მთელი შენი ქონება, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ – ეს უკვე არის გზა სრულყოფილებისა. აქ კარგად ჩანს ეს ორი მხარე ქრისტიანული ცხოვრებისა. ეს გზა მოგვიტანეს ჩვენ, საქართველოში დაამკვიდრეს ღირსმა ასურელმა მამებმა.

არის გარკვეული ცნობები, თუ არ ვცდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე წერდა, ის იკვლევდა ქართულ მონაზვნობას და როგორც მახსოვს, ერთ ადგილას, თავის სამეცნიერო ნაშრომში ამბობს, რომ ასურელ მამებამდე ძალიან იშვიათი კერები იყო საქართველოში მონაზვნური ცხოვრების ტიპის მსგავსი, ასე ვთქვათ, პატარა კრებულები – ერთი, ორი სამი, ძალიან კანტიკუნტად იყო, მაგრამ ასურელმა მამებმა მოიტანეს ნამდვილი მონაზვნობა თავისი მთელი წესით, განგებით და ა. შ. ამან შეცვალა საქართველოში ჩვენი სულიერი ცხოვრება, განაპირობა შემდგომი განვითარება. თქვენ იცით, ჩვენი მონასტრები იყო ძალიან დიდი სამეცნიერო კერებიც. სწორედ ეს მიმართულებაა სრულყოფილებისა, რომლისკენაც ქართველი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით მიილტვოდა და დიდ სიმაღლეებსაც მიაღწია ჩვენმა ბევრმა წინაპარმა, ეს მათი მოტანილია და ამისთვის ვმადლობთ მათ!

უფალს ვმადლობთ მათი მოვლინებისთვის და ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ვინაიდან, მინდა, გაგახსენოთ, რომ როგორც წმინდა ნინო მოგვივლინა ჩვენ დედა ღვთისმშობელმა მისი გამოცხადებით, სწორედ ასე ასურელი მამებიც გამოემართნენ საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ.

ალბათ გახსოვთ მათი ცხოვრებიდან, რომ თვით კათალიკოსი ევლავიუსი და მეფე ფარსმანი დახვდნენ მათ, როდესაც საქართველოში შემოვიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ უკვე იცოდნენ მათი მნიშვნელობა, რადგან ანგელოზები გამოეცხადა კათალიკოს ევლავიუსს და უთხრეს, როგორი ადამიანები მოდიოდნენ და რა მისია ეკისრებოდათ მათ. ამიტომ პირადად გადიან კათალიკოსი და მეფე მათ შესახვედრად.

როგორც მათი ცხოვრებიდან ვიცით, პირველად ისინი მივიდნენ სვეტიცხოველთან, მაშინ ჯერ კიდევ მირონმდინარე იყო წმინდა ცხოველმყოფელი სვეტი. ემთხვივნენ სვეტს და შემდეგ დამკვიდრდნენ ამ წმინდა ადგილზე, აქ ცხოვრობდნენ. აქაც ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და დაავალა, მთელ საქართველოში წასულიყვნენ და მონაზვნობა დაეარსებინათ. რამდენიმე მათგანი ეპისკოპოსიც გახდა, როგორც იცით და მრავალ სასწაულს ახდენდნენ. ისინი დღემდე არიან ჩვენი მფარველები და ჩვენთვის მლოცველები.

დღეს ჩვენ ძალიან ვინუგეშეთ, მამებო, განსაკუთრებული მადლია ამ მონასტერში, განსაკუთრებით გვიყვარს ყველას. ვევედროთ ჩვენს ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა – საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ, ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.

რა თქმა უნდა, დაიფარონ და გააძლიერონ ეს მონასტერი, თქვენ, მამა გაბრიელ, მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის. თქვენი წინამძღოლობით ეს მონასტერი ღირსმა იოანე ზედაზნელმა და თორმეტმა ასურელმა მამამ, მისმა მოწაფეებმა, დაიფარონ, გააძლიერონ და გაამრავლონ. საქართველოში მონაზვნობა ააღორძინოს უფალმა მათი ლოცვით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ლოცვა, რომელიც სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატთან უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატთან უნდა წაიკითხოთ

მაისი 21, 2026
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ექიმამდე – პედიატრის რჩევები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ექიმამდე – პედიატრის რჩევები

მაისი 21, 2026
ხორცის სადღესასწაულო რულეტი – დღის რეცეპტი

ხორცის სადღესასწაულო რულეტი – დღის რეცეპტი

მაისი 21, 2026
“ეს დიდი პატივია და მძიმე ჯვარიც” – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს

მაისი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია