რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსთან ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნაზე განაცხადა, რომ ბირთვული არსენალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია დასაშვები.
„ასეთი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება – ეს არის ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი, გამონაკლისი ღონისძიება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.













