• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჯანმრთელობა

როგორ ემალება კიბო იმუნურ სისტემას

მაისი 22, 2026
ში ჯანმრთელობა
ბრიტანეთში კიბოს განკურნების ინოვაციური თერაპია დაინერგა
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

თერაპია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სისხლისა და კანის კიბოს მკურნალობის მეთოდებში, შესაძლოა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. კანის კიბოს ყველაზე მძიმე ფორმის მქონე თაგვებში, კიბოს უჯრედების გამკვრივებამ იმუნოთერაპიის ეფექტები გააძლიერა იმ შემთხვევებში, როცა იმუნურ სისტემაზე მანიპულირებდნენ, რათა მას სიმსივნე გაენადგურებინა. შთამბეჭდავმა შედეგებმა მეცნიერებს გაუჩინა იმედი, რომ ასეთივე მიდგომამ შეიძლება გააუმჯობესოს გადარჩენის მაჩვენებელი ადამიანებში, რომლებიც ისეთი იმუნოთერაპიებით მკურნალობენ, როგორიცაა ანტიგენის ქიმერული რეცეპტორებით (CAR T-cells) თერაპია.

„სრულიად ახალი კონცეფციაა. ის სამედიცინო პრობლემას ნამდვილად უმკლავდება ფიზიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან პერსპექტიულია“, — ამბობს ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მკვლევარი ი სუი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ხშირად, კიბოს უჯრედები უფრო რბილია, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები. ეს კი შეიძლება პრობლემა იყოს, რადგან T-ლიმფოციტებს (T-უჯრედები) — იმუნური სისტემის ნაწილს, რომელსაც სიმსივნის განადგურების პოტენციალი აქვს — შეუძლიათ შეიგრძნონ მათი შემოგარენის სიმკვრივე.

„ძლიერ გვაინტერესებდა, ეხმარებოდა თუ არა სირბილე კიბოს უჯრედებს იმუნური სისტემისგან დამალვაში და რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა T-ლიმფოციტების მექანიკურ მგრძნობელობას კიბოსადმი მათ რეაგირებაზე“, — ამბობს შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ლი ტანგი, რომელმაც კვლევის შედეგები 11 მაისს წარმოადგინა ლონდონში გამართულ კონფერენციაზე.

ამ საკითხის შესასწავლად, მკვლევრებმა პირველ რიგში სცადეს იმის დადგენა, რატომ არის კიბოს უჯრედები უფრო რბილი თავიანთი მემბრანებით, ანუ გარე ზედაპირით, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები. ასე დადგინდა, რომ კიბოს უჯრედები, როგორც თაგვებში, ისე ადამიანებში — უფრო რბილია, რადგან მათი მემბრანები მეტ ქოლესტერინს შეიცავს.

ამის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა 24 თაგვში კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის, მელანომას უჯრედები შეიყვანა და კიბო განავითარა მათი ერთ-ერთი ბარძაყის მიდამოებში. ცხრა დღის შემდეგ, თაგვებს ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები (CAR T-cells) შეუყვანეს — ისინი წინასწარ იყო გენური ინჟინერიით ისე დამუშავებული, რომ სიმსივნეები ამოეცნოთ; ეს იყო იმიტაცია იმუნოთერაპიის ფორმისა, რომელსაც CAR T-cell თერაპია ეწოდება და რომელიც დამტკიცებულია ისეთი კიბოების სამკურნალოდ, როგორიცაა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და B-უჯრედოვანი ლიმფომა

თაგვებმა ასევე მიიღეს IL-15-ის სამი ინფუზია — ცილის, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში აძლიერებს სიმსივნე-სპეციფიკური T-ლიმფოციტების კიბოს განადგურების უნარს.

რაც მთავარია, თაგვების მხოლოდ ნახევარს ჩაუტარდა მესამე მკურნალობა, რომელშიც მეთილის β-ციკლოდექსტრინი (meβCD) — ნაერთი, რომელიც უჯრედის მემბრანებში ქოლესტერინის დონეს ამცირებს — პირდაპირ სიმსივნეებში შეუყვანეს. ამ თერაპიას ყოველდღიურად უტარებდნენ, კიბოს უჯრედების შეყვანიდან მე-9 დღიდან მე-18 დღემდე. დანარჩენ თაგვებს უბრალოდ ფიზიოლოგიური ხსნარის ინექციებს უკეთებდნენ.

ერთი თვის შემდეგ, ყველა ის თაგვი, რომლებსაც meβCD თერაპია არ ჰქონდათ ჩატარებული, სწრაფად მზარდი სიმსივნის გამო მოკვდა. სამაგიეროდ, მხოლოდ შვიდი თაგვი მოკვდა meβCD ჯგუფში, ხუთს კი სიმსივნე სრულად გაუქრა.

რიცხვები დიდებულია, ძალიან შთამბეჭდავი“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლენს კამი.

შემდგომი ანალიზი მიუთითებს, რომ სიმსივნური უჯრედების გამკვრივებით, meβCD დაეხმარა სიმსივნე-სპეციფიკურ T-ლიმფოციტებს, რომ უფრო ძლიერად მიმაგრებოდნენ სიმსივნურ უჯრედებზე. ამის შემდეგ, T-ლიმფოციტებმა თავიანთ სამიზნემდე უფრო ეფექტიანად მიიტანეს ტოქსიკური მოლეკულები, როგორიცაა პერფორინი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებში ხვრელებს აკეთებს და ამ გზით ანადგურებს.

ტანგის განცხადებით, მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ ამ მიდგომას თაგვებში უფრო მეტი სახის კიბოზე დატესტავენ. ამის შემდეგ, ყველაზე დიდი გამოწვევა ყოველთვის არის ცდების ადამიანებზე გაგრძელება. იმ წამლებიდან, რომლებმაც თაგვებში წარმატებით ამოიღო მიზანში იმუნური ცილები — ძალიან ცოტამ იმუშავა ადამიანებში, რისი მიზეზიც ნაწილობრივ არის განსხვავება მათ იმუნურ სისტემებში. მაგრამ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლენს კამი ამბობს, რომ პრეპარატებს, რომლებიც კიბოს უჯრედების სიმკვრივეს ცვლიან, შეიძლება უკეთესი შანსი ჰქონდეთ, რადგან კიბოს უჯრედები ძირითადად უფრო რბილია როგორც ადამიანებში, ისე თაგვებში.

მკვლევრები ასევე მუშაობენ meβCD თერაპიის მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატების შექმნაზე, რომელთა შეყვანა ერთი ინექციით იქნება შესაძლებელი.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

თარგმანმა მიხეილ ჭაბუკაშვილმა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
როგორ იქმნება პატრიარქის სამოსი

“ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება” – ილია მეორე

მაისი 22, 2026
ბრიტანეთში კიბოს განკურნების ინოვაციური თერაპია დაინერგა

როგორ ემალება კიბო იმუნურ სისტემას

მაისი 22, 2026
ღვიძლის სალათა – დღის რეცეპტი

ღვიძლის სალათა – დღის რეცეპტი

მაისი 22, 2026
ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა დღეს, ლაზარეს შაბათს უნდა წაიკითხოს

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

მაისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია