ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბაზაძემ ტურნირის მეოთხედფინალში ამერიკელი ვილიამ მორილი ანგარიშით 15:10 დაამარცხა და მედალი გაინაღდა. ქართველი მოფარიკავე შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უპირატესობას პრაქტიკულად თავიდანვე ფლობდა.













