პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე ყურადღებას ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს.
” [საქართველოში] იქ, სადაც იყო გადაცდომები პოლიციელების მიერ, მათზე აღძრულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე. რაც შეეხება კოპენჰაგენს, ჯერ სცემეს მომიტინგეები, შემდეგ ძაღლები მიუქსიეს. ფაქტზე არავითარი შეფასება არ მომხდარა, მათი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ორმაგი სტანდარტი”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.













