ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ყველა სფეროში ორივე ქვეყნის საერთო დღის წესრიგია.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა გულითადად ულოცავს მეგობარ ქართველ ხალხსა და მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ყველა სფეროში ორივე ქვეყნის საერთო დღის წესრიგია“, – აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.












