• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სპორტი

“პსჟ-ში თამაშისას ამბიციური უნდა იყო, რადგან შენი ადგილის დაკავება ბევრ მოთამაშეს სურს” – ხვიჩა კვარაცხელია

მაისი 26, 2026
ში სპორტი
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც მან „არსენალთან“ შაბათს გასამართ ფინალურ დაპირისპირებასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– ხვიჩა, „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართული ნახევარფინალური მატჩების შემდეგ ბევრმა გულშემატკივარმა შეგაქოთ. თუმცა თქვენს თამაშში ერთი დეტალის გაუმჯობესება რომ მოგიწიოთ, რას შეცვლიდით?

– ვფიქრობ, გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესება ყველა მოთამაშეს შეუძლია და, რა თქმა უნდა, მეც. ყოველთვის ვცდილობ წინსვლას, მეტი გოლის გატანასა და საგოლე გადაცემის შესრულებას, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლებითა და ასისტებით არ შემოიფარგლება. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ეხმარები გუნდს. ზოგჯერ ვერ გაგაქვს ან საგოლე გადაცემას ვერ ასრულებ, მაგრამ შეგიძლია მოედანზე ყველაფერი გააკეთო, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარო. ეს ჩემთვის მთავარია. როდესაც მატჩი სრულდება, მინდა, ვიცოდე, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში 100 პროცენტით დავეხმარე.

– ამ თემაზე ხშირად საუბრობთ – რატომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალურ წარმატებაზე წინ გუნდის ინტერესების დაყენება?

– როდესაც კარიერა დავიწყე, უფრო ინდივიდუალური მოთამაშე ვიყავი, ვიდრე გუნდური, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ გუნდის გარეშე არაფერი გამოვა. მატჩების მარტო მოგება ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია. მივხვდი, რომ როდესაც კარგი გუნდი გყავს, სადაც ყველა მოთამაშე მაქსიმუმს აკეთებს, ამას შედეგიც მოაქვს.

– ამჟამად პსჟ-ში საოცარი ერთიანობაა და ეს მოედანზეც კარგად ჩანს…

– დიახ, ვფიქრობ, რომ ეს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარეა. ერთად თამაში სიამოვნებას გვანიჭებს, ერთსულოვანნი ვართ და ვიცით, თუ ერთმანეთისთვის ვიბრძოლებთ და საკუთარი სტილით ვითამაშებთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ.

– გამოირჩევით სიმარტივით, ენერგიითა და ამბიციით. ხშირად სწორედ თქვენ ცვლით თამაშის მიმდინარეობას. რა გიბიძგებთ ყოველდღიურად ახალი მწვერვალების დასაპყრობად?

– პსჟ-ში თამაშისას ამბიციური უნდა იყო, რადგან შენი ადგილის დაკავება ბევრ მოთამაშეს სურს. ყოველ შეხვედრაში უნდა დაამტკიცო, რომ ამ მაისურის ტარებას იმსახურებ. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო – მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო და ამ გუნდთან ერთად ბევრი მატჩი ჩავატარო.

– პლეიოფის ბოლო შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანეთ, თუმცა მოედანზე მუდამ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხართ. ამას როგორ ახერხებთ?

– ეს ისეთი მარტივი არ არის, როგორც შეიძლება გარედან ჩანდეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია და მათ წინააღმდეგ გოლის გატანა ძალიან რთულია. თუმცა, მყავს ფანტასტიკური თანაგუნდელები, რომლებიც მიქმნიან შანსებს და ასეთ დროს მხოლოდ ზუსტი დარტყმა და გოლის გატანა გჭირდება. ვამაყობ, რომ ახლა შედეგიანი ვარ. კარგ ფორმაში ვიმყოფები და ვცდილობ, ჩემი საქმე იდეალურად შევასრულო, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გატანა მსურს.

– როგორ აღწერთ ჩემპიონთა ლიგის საღამო?

– ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. როდესაც მოედანზე გადიხარ და ლიგის ჰიმნს ისმენ, ეს უბრალოდ გაბედნიერებს. აცნობიერებ, რომ იქ მოსახვედრად და ამ ჰიმნის მოსასმენად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთე. როდესაც იცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებ, განსაკუთრებული მომზადება გჭირდება, რადგან ეს უდიდესი საფეხბურთო მოვლენაა.

– ამბობენ, რომ ტიტულის დაცვა ბევრად უფრო რთულია. იზიარებთ ამ მოსაზრებას თქვენ და თქვენი თანაგუნდელები?

– რა თქმა უნდა. ეს მართლაც რთულია და წარსულშიც არაერთხელ გვინახავს. ბევრი ისეთი მატჩი ჩავატარეთ, სადაც ბოლომდე ბრძოლა მოგვიწია და რამდენიმე ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. რთულია, მაგრამ ჩვენ ბევრი კარგი თვისება გვაქვს და ისეთი მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უბრალოდ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და თასის მეორედ მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ ლონდონის „არსენალს“ შორის 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს

სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს

მაისი 26, 2026
„ფილერის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს” – ნინო ნიშნიანიძე

„ფილერის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს” – ნინო ნიშნიანიძე

მაისი 26, 2026
“პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან” – მეუფე დანიელი

“პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან” – მეუფე დანიელი

მაისი 26, 2026
საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები რაოდენობა გაიზარდა

თბილისში ბინები გაძვირდა

მაისი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია