• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 28, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
36
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, მალე შეიძლება სიყვარულის მორევში გადაეშვათ. გამორიცხული არ არის, რომ მალე სამსახურში უფრო პერსპექტიულ თანამდებობაზე გადასვლა შემოგთავაზონ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხელფასის ზრდასთან ერთად თქვენი პასუხისმგებლობაც ერთიორად გაიზრდება. თქვენთვის კარგად ნაცნობი წყაროდან შეიძლება ფულადი შემოსავალი მიიღოთ. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან, განსაკუთრებით, თუ არ მათი შეკეთება არ გეხერხებათ. ჰორიზონტზე ისევ წარსულის შეცდომები მოჩანს — მათი შედეგები დღესაც მძიმე ტვირთად გაწევთ. თუ სიგარეტს ეწევით, გირჩევთ, ამ მავნე ჩვევას თავი დროზე დაანებოთ ან მინიმუმამდე მაინც შეამციროთ.

კურო

ეცადეთ, ოჯახში დაძაბული ატმოსფერო სკანდალებისა და დაპირისპირებების გარეშე განმუხტოთ. თუ გრძნობთ, რომ ერთმანეთის სიახლოვე გაღიზიანებთ, ცოტა ხნით განმარტოვდით, რათა ერთმანეთისგან დაისვენოთ და კონფლიქტური სიტუაცია მშვიდად გადალახოთ. ეცადეთ, სამსახურში მეტი შრომისმოყვარეობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული. ვარსკვლავები ამბობენ, რომ წარმატების მისაღწევად მიზეზსა და მოტივაციას აუცილებლად იპოვით. მთავარია, ყურადღება პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან დავალებებზე დრო არ დაკარგოთ. სამომავლოდ გადადეთ საქმეები, რომლებიც დიდ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. ეს დღე უფრო სიმშვიდისკენ განაწყობს, ვიდრე აქტიური მოქმედებისკენ.

ტყუპები

წარუმატებელი პაემანი ან პარტნიორის არასწორი საქციელი იმედგაცრუებას მოგიტანთ. მოსალოდნელ კონფლიქტს მხოლოდ გულახდილი საუბარი განმუხტავს. ამ დღეს უბრალო ყურადღებასაც შეუძლია ბევრი სიხარული მოგიტანოთ. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ და ნუ მისცემთ გარშემომყოფებს უფლებას, მნიშვნელოვან საქმეებს მოგწყვიტონ. ნუ ინერვიულებთ, თუ ახლობელ ადამიანს დაშორდით. შესაძლოა, ეს დანაკარგი თქვენთვის გარდამტეხ მოვლენად იქცეს — იმისათვის, რომ ახალი შეიძინო, ხანდახან რაღაცის დაკარგვა გიწევს.. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფიზიკურ დატვირთვას და ხალხმრავალ ღონისძიებებს მოერიდოთ — გამორიცხული არ არის, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. მიღებული ინფორმაცია კარგად შეამოწმეთ – არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება თქვენი დაზიანება სცადოს.

კირჩხიბი

ახლახან დაწყებული რომანის გაგრძელების იმედი ნუ გექნებათ. თქვენი თაყვანისმცემლის ბიოგრაფიაში არის შემთხვევა, რომელიც არ მოგეწონებათ. ამ დღეებში საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი გელით. ზედმეტად პრინციპული ნუ იქნებით — კომპრომისი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია. დროა, სამსახურში მიცემული დაპირების შესრულებაზე იზრუნოთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ კოლეგებს უნდა სთხოვოთ. ბიზნესში ჩართულ კირჩხიბებს უახლოეს მომავალში წარმატება ელით. თქვენ მხოლოდ მოგების დათვლა და იმაზე ფიქრი დაგრჩათ, ფული ყველაზე სარფიანად როგორ დააბანდოთ. შეეცადეთ, ამ დღეს ფუჭ ლაპარაკს, უთანხმოებებსა და პოლემიკას თავი აარიდოთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ – კარგად დაფიქრდით, რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ.

ლომი

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა, როდესაც შეიძლება ბედისწერის მოულოდნელი, მაგრამ ძალიან წარმატებული შემობრუნება მოხდეს. სასწაულების ირწმუნეთ და თქვენი ოცნებები თვალის დახამხამებაში ასრულდება! სტუმრების მოსასვლელად მოემზადეთ! სახლი მოაწესრიგეთ და დარწმუნდით, რომ ყოველი კუთხე იდეალურად გამოიყურება. თუ სამსახურში პრობლემების მოგვარებასა და ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ, დაძაბულობა მოიკლებს და ხელმძღვანელობის ქებას დაიმსახურებთ. იღბალი თქვენს მხარესაა! შეგიძლიათ თამამად მიიღოთ გადაწყვეტილებები ინვესტიციების შესახებ, განსაკუთრებით, თუ გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედებთ. საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დროა სასიყვარულო ურთიერთობებისა და მაჭანკლობისთვის. მალე შანსი გექნებათ, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. სამსახურში მცირე გაუგებრობის გამო შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სადავო სიტუაცია მშვიდად მოაგვაროთ და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

სასწორი

ეს დღე პირად ცხოვრებაში ბევრ მოულოდნელობასა და წარუმატებლობას მოგიტანთ. უმჯობესია, სასიყვარულო შეხვედრები სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან ახლა მოსალოდნელია აზრთა სხვადასხვაობა და კამათი. ამ დღეს წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაფერი თავად აკეთოთ და კოლეგებს დახმარება არ სთხოვოთ. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ერთდროულად ორი პლანეტის: მერკურისა და ვენერას კეთილგანწყობით სარგებლობენ, რაც ყველა საქმეში წარმატებას გპირდებათ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენი გამოყენების უფლებას და ენერგია მომავალი გამარჯვებებისთვის დაზოგეთ.

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. თქვენი ოჯახი თქვენი ძალაა, ამიტომ ერთად ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ. ამ დღეს კოლეგების ან მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ და მას აუცილებლად მიიღებთ. უამრავი საინტერესო შეხვედრა, ახალი ნაცნობობა და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა გელით. შესაძლოა, ფულის სარფიანად დაბანდების ან ლამაზი ნივთის შეძენის შესაძლებლობა მოგეცეთ. ელექტრომოწყობილობებთან ახლოს სიფრთხილე გამოიჩინეთ — შესაძლოა ისეთი პრობლემა შეიქმნას, რაც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

მშვილდოსანი

თქვენს რომანტიკულ ცხოვრებაში არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც უახლოეს მომავალში მოგიწევთ. სამსახურში სასურველი შედეგების მისაღწევად გამჭრიახობის და მოხერხებულობის გამოვლენა მოგიწევთ. თუ საქმე არა თანამოაზრეებთან, არამედ მეტოქეებთან გაქვთ, ეცადეთ მშვიდობიან კომპრომისს მიაღწიოთ. რეპუტაციას გაუფრთხილდით! როგორც კი რაიმე უღირსს ჩაიდენთ, სამაგიერო მაშინვე დაგიბრუნდებათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. ახალი შთაბეჭდილებები დაგეხმარებათ განიტვირთოთ და დრო კარგად გაატაროთ.

თხის რქა

ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ ადამიანს, რომელიც ახლახან გაიცანით, თქვენი გრძნობები არ ადარდებს და თქვენით მანიპულირებს. უარი თქვით ყველაფერ ზედმეტზე — ამით დიდ პრობლემებს აირიდებთ, რომელთა მოგვარებაზეც უამრავი ძალისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევდათ. სამსახურში კოლეგების კრიტიკას მოერიდეთ — ამით ახალ მტრებს გაიჩენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ ცხარე კერძებისა და ალკოჰოლის მიღებისგან, თუ არ გსურთ მომავალი დღე ექიმის მისაღებში გაატაროთ.

მერწყული

თუ ურთიერთობა გაცივდა და ერთმანეთი აღარ გიზიდავთ, თავს ნუ იტანჯავთ და ბედნიერება სხვაგან ეძებეთ. მეგობრებთან სტუმრობა სხვა დროისთვის უნდა გადადოთ, რადგან მოულოდნელი გარემოებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. დღეს გაქვთ შანსი, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. საკუთარი თავის რწმენა და აქტიურობა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. წვრილმანი საქმეები და სამუშაო პრობლემები დღის მანძილზე ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ, თუმცა მაინც დაგრჩებათ ენერგია იმისთვის, რომ საღამო საინტერესოდ გაატაროთ. იყავით უფრო წინდახედული და ფიზიკური დატვირთვა შეამცირეთ. ახლა გადაღლა ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

მზად იყავით სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინეთ და მათ კრიტიკაზე უარი თქვით. უახლოეს ხანებში მივლინებაში წასვლა მოგიწევთ, რაც უაღრესად სასარგებლო იქნება. თუ სესხი ან სხვა ფინანსური ვალდებულებები გაქვთ, მალე მათ დაფარვას შეძლებთ — დამატებითი შემოსავალი ამის საშუალებას მოგცემთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია