• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა აცდა რამდენიმე ათეულ ათასს” – გიორგი ვაშაძე

მაისი 28, 2026
ში პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: აშშ აბსოლუტურად ინფორმირებულია ყველაფერზე
0
გაზიარება
2
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

“მადლობა ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ. ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ეს იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. მინდა, ღიად ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს გზავნილი მოდის ხალხისგან, სწორედ იმ ადამიანებისგან, ვისაც ქუჩაში ვხვდებოდით და ვაკვირდებოდით, ძირითადად რა განწყობა მოდიოდა ადამიანებისგან, რა შინაგანი გულისთქმა ჰქონდა ამ ხალხს. ვფიქრობ, სწორი გზავნილია იმ კამპანიის, რომელსაც გავააქტიურებთ ალბათ რამდენიმე დღეში, მოსამზადებელი სამუშაოები გვექნება. მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, შეგვიძლია პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა მათი პრობლემები, ძალიან კარგად გვესმის, რაც მათ აწუხებთ, იქნება ეს ფასები, ჯარიმები, ბავშვების წამალი თუ მძიმე ფონი, რომელიც არის მიგრაციის, დემოგრაფიის, გახლეჩილი ოჯახების კუთხით. მეორე ნაწილში, გარდა პირდაპირი კომუნიკაციისა, აუცილებლად გვექნება ბევრი თემატიკა, რომელშიც ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია, თავის თავზე აიღოს არა მხოლოდ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, არამედ პასუხი გასცეს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხალხს ასე ძალიან აწუხებს. შევეცდებით, ყველასთან მივიდეთ. ნახეთ, რომ არ გავჩერებულვართ ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქში. პირველი ეტაპი იყო დედაქალაქი. ჩვენ ვთქვით, რომ 26 მაისს დედაქალაქი გამოსულიყო, შემდეგი იქნება მთელი საქართველო. ვაჩვენეთ, რომ არათუ არ გვერიდება, პირიქით, ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენსა და საზოგადოებას შორის. ამან გამოიწვია გუშინ პოზიტიური კულმინაცია. ჩვენ გვსურს ხალხის გამთლიანება, „ოცნებას“ – გათითოკაცება. მათი დღევანდელი განცხადებებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ სურთ ხალხთან საუბარი. „ქართული ოცნების“ არცერთ მხარდამჭერს არასდროს მოვიხსენიებ ისე, როგორც ისინი მოიხსენიებენ ჩვენს მხარდამჭერებს. ჩემთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ასე რომ, ვიწყებთ ახალ ფაზას, მადლობა და მე კმაყოფილი ვარ. პირდაპირ გეტყვით, რომ გუშინდელი დღე ჩემთვისაც იყო ტესტი, ვაგრძელებთ ბრძოლას, თუ სხვა რამ უნდა მოვიმოქმედოთ. გუშინ ქართველი ხალხისგან ერთი მთავარი გზავნილი მივიღე – ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არავის არაფრის ეშინია, არავინ უკან დახევას არ აპირებს. არა მხოლოდ ჯარიმებს ჩამოვწერთ და ყველა უსამართლობას დავასრულებთ, არამედ პატიმრებს გავათავისუფლებთ და ყველა პრობლემას მივხედავთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დაშინების, წნეხის მიუხედავად, ამდენი ადამიანი გამოვიდა. რაც შეეხება რაოდენობას, ძალიან მკაფიო პასუხს მოგცემთ, იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი. ამისთვის დიდი მადლობა. აცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა. ამაზე მეტი იქნება შემდეგზე, მეორე ფაზის დასასრულზე – კიდევ მეტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია