• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

“ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს” – თეა წულუკიანი

მაისი 29, 2026
ში პოლიტიკა
“ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს” – თეა წულუკიანი
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციას “საქართველოსთვის” “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრთა უწოდა და განაცხადა, რომ საპარლამენტო ძლიერი ოპოზიცია წყალივით სჭირდება “ქართულ ოცნებას”.

წულუკიანი ოპოზიციას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ პარლამენტში კანონპროექტების რეალურ ხარვეზებზე არ მუშაობენ და აცხადებს, რომ გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოსვლები გამოძიებაში ჩარევას ნიშნავს.

“უბრალოდ ჩვენ, ძალიან ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით და ეს ღუპავს სწორედ იმ “ნაციონალურ მოძრაობას” რაღაცა განცდა გვაქვს, რომ გააკეთე, გაიწიე, სხვა მოვიდა. მოვიდა ლიკა შარტავა, ფაღავა, მოვიდა გორდულაძე, ახალგაზრდები არიან ესენი, ჩაკვეტაძე, მახაშვილი, ბატონი რურუა. ასე აღმოჩნდა ცხოვრება, დრო მიდის და სხვა უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, ახლა წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ აქედან, რომ ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი. იმიტომ, რომ ხელი აიწიეთ აბა, გახარია რამდენჯერ გყავთ ცხოვრებაში ნანახი? ერთი, ორჯერ, ან 10-ჯერ, ხომ? მე მისი კაბინეტის მინისტრი ვიყავი და არ მომაყოლოთ ახლა აქ რაღაცები, როგორ მართავდა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერე როგორი პრემიერი იყო. სად არის საბანაძე? რა საინტერესოა, პოლიციელებზე რომ ლაპარაკობთ საერთოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნანახი გყავთ საერთოდ? აბა ერთი ჰკითხეთ, რას აპირებდა, როცა მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი და ციხეები მებარა. რას აპირებდა ზონებში ეგრეთ წოდებულში, პენიტენციურ სამსახურში, რას აპირებდა? ბატონი გახარიას ხელდასხმით.

ჰკითხეთ ჩართვები ხომ გაქვთ ბერლინში თავშესაფარში მყოფ ლიდერთან. დანაშაულს აპირებდა, სანამ მე არ ვუთხარი, რომ სანამ თქვენ ამ დანაშაულს თავისუფლების აღკვეთის ღია დაწესებულებაში ჩაიდენთ, იქ კარებში მე დაგხვდებით-მეთქი, დანარჩენი თვითონ მოგიყვნენ. გამომივიდნენ აქ სპეტაკები. აღიკვეთა დანაშაული ჩადენამდე. ამიტომ არ იყო…

გამოძიების დაწყების საფუძვლებზე ვერ წავიკითხავ ახლა ლექციას, დრო გადის. ჰოდა ნუ სარგებლობთ აქ ზოგიერთების სიჩუმით, ეს ერთი. მეორე, გახარიას რაც შეეხება და ნუ ცდილობთ მისგან დისტანცირებას იმიტომ, რომ თქვენ ხართ გახარიას პარტიის წევრები და საპარლამენტო ფრთა “ნაციონალური მოძრაობის”. ჰყავთ ხოლმე პარტიებს შეიარაღებული ფრთა. თქვენ ხართ საპარლამენტო ფრთა “ნაციონალური მოძრაობის”, ჩემდა სამწუხაროდ.

ჩემდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ იმიტომ, რომ საპარლამენტო ძლიერი ოპოზიცია წყალივით სჭირდება “ქართულ ოცნებას”. რამდენი კანონპროექტი გამოვიდა, წელიწად-ნახევარია არ გამიცდენია არცერთი სხდომა, აქ ვზივარ. ჩავხედავ, არის ხარვეზი ხომ, ხარვეზებს მე ვხედავ კანონპროექტებში, რომელიც შემოდის და ვამოწმებ, აბა, რას იზამენ, იტყვიან თუ არა ამ ხარვეზის შესახებ. არცერთ ხარვეზზე, რომელიც მე, ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობებით დამინახავს უმრავლესობის მიერ ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტში, არცერთზე ხელი არ აგიწევიათ, იმიტომ, რომ ვერ ხედავთ ან არ ხედავთ და არარსებულ თემებზე მართავთ თავისუფალ ტრიბუნებს. არარსებულია უკვე თემა იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა თქვენ მიერ გამოყენებული და არ ვიცი, ამას რა ეშველება, რეგლამენტშია ცვლილება შესატანი თუ რა, პირდაპირ არის უხეში ჩარევა გამოძიებაში. პირდაპირ ერევით, რაც არის კანონით აკრძალული გამოძიებაში ჩარევა. ხვნეშა არ შველის ამას სამწუხაროდ, ცოტა მეტი წიგნის წაკითხვაა საჭირო, მათ შორის, იურისპრუდენციაში. აქ არ ვართ სტუდენტურ თვითმმართველობაში, ბატონო გიორგი. ცოტა უფრო მეტი ასაკი გაქვთ დღეს და უფრო მეტი სერიოზულობა გმართებთ. ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს. და გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო და აქ რომ თითებს გვიქნევთ ჩამოიყვანეთ რომ პასუხი აგოს კანონის წინაშე და მერე თავისუფალი ტრიბუნა უფრო დამაჯერებელი იქნება.”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია