ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „პსჟ“-ს პარიზში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონები აეროპორტიდან ეიფელის კოშკთან მოწყობილ სცენაზე მივიდნენ, სადაც შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართეს, შემდეგ კი საკუთარ სტადიონზე „პარკ დე პრენსზე“ გადაინაცვლეს.