• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ქალი და მამაკაცი

რა როლს თამაშობს პირად ურთიერთობაში შეჩვევა – ჰარმონიული ურთიერთობების საიდუმლო

ივნისი 2, 2026
ში ქალი და მამაკაცი
რა როლს თამაშობს პირად ურთიერთობაში შეჩვევა – ჰარმონიული ურთიერთობების საიდუმლო
0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ურთიერთობაში შეჩვევა, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ, სარისკოცაა და ზოგჯერ უამრავ პრობლემასაც ქმნის.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ როცა ერთმანეთს ვეჩვევით, ერთად ყოფნის სურვილი თავისუფალი არჩევნის ჯანსაღ განცდას კარგავს და ავადმყოფურ მიჯაჭულობაში გადადის. ავადმყოფური აკვიატება კი არასოდეს მთავრდება „ჰეფი ენდით “.
არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან:

* როცა ეჩვევი, იმ თვალით ვეღარ უყურებ, როგორც ადრე. ანუ ვეღარ ხედავ რეალობას – ეს ერთი. მეორე – იკარგება მიზიდულობის მომნუსხავი განცდა. თითქოს იგივე ადამიანია, იგივეა თვალებიც, ხმაც, ქცევაც, მაგრამ მისი დანახვა, მისი შეხება ადრენალინს აღარ გამოყოფს და არც ჟრუანტელს გგვრის;
* არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან ამ დროს კარგავთ ერთმანეთით აღფრთოვანების უნარს. ყველაზე საოცარი რამ შესაძლოა, ჩეულებრივი გახდეს, თუკი მას გააუბრალოებ. „ჩვეულებრივობა“ კი არავის მოსწონს;
* არ შეეჩვიოთ, რადგან მონატრება ამოვარდება თქვენი დღის წესრიგიდან და ის, რაც არასოდეს გენატრება, ყოველდღიურობაში გადავა. სამაგიეროდ, მონატრების სურვილი მაინც რჩება და ის სხვაგან (სხვასთან) იჩენს თავს.
ხოლო, როგორ არ უნდა შეეჩვიო, ამისთვის თქვენ სერიოზულად მოგიწევთ საკუთარი თავითა და თქვენი ურთიერთობით დაკავდეთ:
* ხშირად შეიცვალეთ ყოველდღიური „იმიჯი“, რადგან გაბრაზებულიც, პოეტურიც, ქარიზმატულიც, დაბნეულიც, შეყვარებულიც, ჭირვეულიც და სევდიანიც – ეს ხომ ყველა თქვენ ხართ, უბრალოდ, ხშირად მიეცით თავს უფლება იყოთ ის, ვინც ხართ;
* ხშირად დაკავდით იმ საქმიანობით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. სულერთია რას გააკეთებთ, მთავარია აკეთოთ ის, რაც მართლა მოგწონთ და გინდათ;
* გაუზიარეთ ერთმანეთს გრძნობები და აღარასოდეს მიუბრუნდეთ მათ – ეს მოგცემთ საშუალებას, არ ჩარჩეთ ერთსა და იმავე სიტუაციაში;
* წესად შემოიღეთ საღამოობით ერთმანეთს გაუზიაროთ პოზიტიური ემოციები, ის, რაც იმ დღეს კარგი იყო. შეეცადეთ, არ დატვირთოთ უსიამოვნო ახალი ამბებით;
* გამოუშვით გარეთ წყენა. უთხარით, რით გატკინათ გული, რა არ მოგეწონათ. ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანი. გული უნდა იყოს სუფთა და მზად, რომ უყვარდეს.

უპირობო გრძნობა

ეს მოსაზრებები მათთვისაა, ვისაც პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობები აინტერესებთ. ასევე მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ „ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს“, ახალს ვერაფერს სძენს ურთიერთობას და მხოლოდ ვნებს მას. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ წყვილს ურთიერთობაში ჭეშმარიტი სიყვარულის რამდენიმე ეტაპის გადალახვა უწევს. ხოლო თუ ისინი, რომელიმე საფეხურზე „გაიჭედებიან“, არ განვითარდებიან, ძალიან გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა მომავალში, თუკი ეს მომავალი საერთოდ ექნებათ. პირველია მოზიდვა-მოხიბვლის ეტაპი,ანუშეყვარებულობა. მეორე და საშიში ეტაპია შეჩვევა – პარტნიორს ყელში არ უნდა ამოუყვანოთ საკუთარი თავი. ძნელია ოქროს შუალედის პოვნა მონატრებასა და ერთად ყოფნას შორის, მაგრამ შეუძლებელი არ არის.
არსებობს კამათის (ზოგჯერ – „ზიზღის“) ეტაპი. აი, ეს ეტაპი კი, აჯობებს, საერთოდ არ დადგეს თქვენს ცხოვრებაში.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ჩვეულებრივ, შეყვარებულობის ხანით იწყება. ამ პერიოდში წყვილი მოხიბლულია ერთმანეთით, ჩაძირულნი არიან გრძნობებში, ვნებებსა და რომანტიკაში. ეს შესანიშნავი პერიოდია – პეპლობა-ყვავილობა-საჩუქრობანას პერიოდი, რომელსაც ფონად გასდევს ემოციების ფეიერვერკი. ეს ეტაპი 3 თვიდან 2 წლამდე გრძელდება. ინდივიდუალურია და წინასწარ რეცეპტს ვერავინ დაწერს. თუმცა, არც მუდმივად გაგრძელდება. შეჩვევის პერიოდი მოგვიანებით დგება, როდესაც რომანტიკული ურთიერთობები პიკს მიაღწევს და ყველაფერი ყოველდღიური და ჩვეულებრივი გახდება. ამ დროს ყველაზე საშიშია, არ დადგეს „ყელში ამოსვლის“ ეტაპი, როცა ურთიერობები ჰგავს ამინდს, რომელიც წინ უსწრებს ჭექა-ქუხილს – ყველაფერი საეჭვოდ მშვიდია, წყნარია, მაგრამ ჰაერში ქარბუქის სუნი ტრიალებს.
ჩხუბი –კონფლიქტი მომწიფდა და ღიად ვლინდება. დაგროვილი გამოდის სააშკარაოზე. ფეთქებადსაშიში სიტუაციაა და წყვილები ხშირად, სწორედ, ამ ეტაპზე იყრებიან. ამ დროს რატომღაც ფიქრობენ, რომ სხვა პარტნიორთან გაუმართლებთ. თუმცა, მერე, მათდა გასაოცრად, სიტუაციები მეორდება. ახალი ურთიერთობის დაწყება თითქოს მარტივი ჩანს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ბედნიერება ილუზია იყო. ის მხოლოდ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს. გონიერი წყვილი აცნობიერებს ან ინტუიციით გრძნობს, რომ უნდა გადაიარონ ეს კონფლიქტი. უთხარით ერთმანეთს – „ესეც გაივლის“. მართლაც, კამათის პერიოდი გადის და ურთიერთობები ახლდება. ისევ დაიწყება პერიოდი შეყვარებულობის, მიჩვევის, კამათის, მოთმინების და… აგორდება ახალი ტალღა. ანუ, მორიგი ეტაპი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადალახულია! ადამიანები, სწორედ, ამ ეტაპზე იწყებენ ნამდვილ სიყვარულთან მიახლოებას. თუ ადრინდელი ეტაპები ეგოიზმით იყო ნაკარნახევი, აქ უკვე ჩნდება სურვილი, უანგაროდ ემსახურონ პარტნიორს. სიამოვნებით აკეთონ ყველაფერი, მისი ბედნიერებისთვის. სიყვარული! რა გრძელ გზას გადის წყვილი – მაგრამ გზის ბოლოს წყვილი იღებს დამსახურებულ ჯილდოს – ჭეშმარიტ, უპირობო გრძნობას, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, პირიქით, რაც დრო გადის, იზრდება და მყარდება.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია