• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივნისი 3, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
27
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ყური მიუგდეთ მეექვსე გრძნობას, რომ სულიერად ახლობელ ადამიანს გვერდი არ აუაროთ. თუ მხოლოდ საკუთარ აზრზე დაყრდნობით იმოქმედებთ, შესაძლოა შეცდომა დაუშვათ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცდილი ადამიანის რჩევები გაითვალისწინოთ. სწავლისა და განვითარებისკენ თქვენი სწრაფვა გუნდში პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საქმეებში სიჩქარე ცუდი მრჩეველია. ნუ გააკეთებთ არჩევანს წამიერი ემოციების გავლენით და უსარგებლო შენაძენებს მოერიდეთ. თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაწუხებთ წნევა აკონტროლეთ და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ.

კურო

თქვენ გარშემო ვნებები და ინტრიგები ბობოქრობს. სრულიად შესაძლებელია, სიყვარულში გამოგიტყდეთ ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობთ. მეგობრების მიმართ ყურადღებისა და ზრუნვის გამოჩენა არ დაგავიწყდეთ — შესაძლოა, რომელიმე მათგანს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდება. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს შეუძლოდ მყოფი კოლეგის შეცვლა მოგიწიოთ. კრედიტების აღებისგან ჯერჯერობით ჯობს თავი შეიკავოთ. ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების იმედი უნდა იქონიოთ, თორემ ვალებში ჩაეფლობით, საიდანაც თავის დაღწევას დიდხანს ვერ შეძლებთ. იდეალური დღეა გულწრფელი საუბრებისა და ახლობლებთან ემოციური კავშირის გასამყარებლად. ეს დღე მთვარის დადებითი ენერგიის ძლიერი გავლენით გამოირჩევა. წყლის პროცედურებს, თუ დღეს ჩაიტარებთ, გამაჯანსაღებელი ეფექტი ექნება.

ტყუპები

ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს — სრულიად შესაძლებელია, რომ საყვარელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ დღეს სახლის დალაგება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ – მიზეზი ისაა, რომ სახლის ენერგეტიკა განახლებას საჭიროებს. ხელსაყრელი დროა პროფესიული უნარების დახვეწისა და კარიერული ზრდისთვის. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაა. თუ ამ დღეს ფინანსურ დაწესებულებებში ვიზიტი გიწევთ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით! არაკეთილსინდისიერი ადამიანები შეეცდებიან თქვენი დაბნეულობით ისარგებლონ. იფიქრეთ სწორ კვებასა და ფიზიკურ აქტივობაზე — ზღვის სეზონის წინ ზედმეტი კილოგრამების დაკლება გჭირდებათ.

კირჩხიბი

პირად ურთიერთობებში სირთულეები გაჩნდა? მიზეზი მარსისა და სატურნის არამდგრადი განლაგებაა. შესაძლოა, „ცხელ გულზე“ რაღაც ისეთი თქვათ, რასაც ძალიან ინანებთ, ამიტომ ჯობს, ენას კბილი დააჭიროთ. გამონახეთ დრო უფროსი ნათესავების მონახულებისთვის და დარწმუნდით, რომ არაფერი უჭირთ. ბოლო დროს თვითგვემისკენ მიდრეკილი ხართ, რადგან საკუთარ თავს ზედმეტს სთხოვთ და საკუთარ საქციელს მუდმივად აკრიტიკებთ. დროა, გადაჭარბებულ ამბიციებზე უარი თქვათ და ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში მცირე ფულად შემოსავლებს გიწინასწარმეტყველებენ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სასურველია, კვებაში ზომიერება დაიცვათ.

ლომი

შესაძლოა, საკუთარ მომხიბვლელობასა და გარშემომყოფებზე გავლენას გადაჭარბებულად აფასებთ. თუ ასეა, მალე ღრუბლებიდან მიწაზე დაბრუნება მოგიწევთ. ეზოტერიკოსები გირჩევენ, მოდის აყოლას და ბრენდულ სამოსში ფულის ფანტვას მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში სოციალური ცხოვრება გააქტიურდება — მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან შეხვედრა როგორც დადებით ემოციებს, ისე სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ. საღამო თბილ ატმოსფეროს და ოჯახურ წრეში დასვენებას გპირდებათ. ეს იდეალური დროა ოჯახური ტრადიციების გასაძლიერებლად.

ქალწული

დროა დაასრულოთ სახლში კონფლიქტი თემაზე „ვინ არის უფროსი“. თუ ურთიერთობების გარკვევას გააგრძელებთ, შესაძლოა თქვენმა კავშირმა ასეთ გამოცდას ვერ გაუძლოს. ხელსაყრელი დღეა რთული ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და გამძლეობას მოითხოვს. მალე იღბალი თქვენკენ შემობრუნდება, რაც პირველ რიგში ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. მოგეცემათ შანსი, რომ მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ. სული დღესასწაულს ითხოვს, ყოველდღიური მოვალეობები კი სრულფასოვნად დასვენების საშუალებას არ გაძლევთ? ასეთ შემთხვევაში, ვალდებული ხართ, უქმეებზე მაქსიმალურად განიტვირთოთ!

სასწორი

სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია ხანმოკლე სირთულეები. საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრ ვალდებულებას ნუ აიღებთ — საოჯახო საქმეებში მონაწილეობა ოჯახის წევრებმაც უნდა მიიღონ. უმჯობესია, ეს დღე თვითგანვითარებას და დასვენებას დაუთმოთ. ძალები გონივრულად უნდა გადაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ადრე მიღებული სწორი გადაწყვეტილებების წყალობით ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რესურსები ყურადღებით მართოთ. საღამო თბილ ატმოსფეროს და ოჯახურ წრეში დასვენებას გპირდებათ. გირჩევთ ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ. ახლა თქვენთვის მსუბუქი ვარჯიშია უფრო მისაღებია, ვიდრე მძიმე ათლეტიკა.

მორიელი

ემოციების გავლენით ამ დღეს შეიძლება ბევრი სისულელე ჩაიდინოთ. ადამიანი, რომელიც მოგეწონათ, შესაძლოა ის არ არის, ვინც გგონიათ. მოემზადეთ, სამუშაო ადგილზე მოსალოდნელია ინტრიგები, დასმენები, სკანდალები და პიროვნული შეურაცხყოფა. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ცივი გონება შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. საკუთარ გეგმებზე უარს ნუ იტყვით — ზოგჯერ რისკზე წასვლა აუცილებელია. ეცადეთ, ემოციურ სფეროს მეტი ყურადღება მიაქციოთ — გულწრფელი საუბარი ახლობელთან გაუგებრობის განმუხტვაში და ურთიერთობის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. საღამო ჯობს სასიამოვნო გარემოში მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან ერთად გაატაროთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დროა რომანტიკული საღამოსთვის. შეგიძლიათ, თქვენი პარტნიორისთვის რაღაც განსაკუთრებული გააკეთოთ და თქვენი კავშირი განამტკიცოთ. არსებობს მეორე ნახევართან დაპირისპირების ალბათობა. ოჯახში ემოციური განწყობა თქვენს დღევანდელ საქციელზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ რომ გულწრფელობა და კეთილგანწყობა ურთიერთგაგებისა და ჰარმონიის საწინდარია. სამსახურში მოულოდნელად პერსპექტიულ თანამშრომლად იქცევით, რომელსაც ლიდერის როლს ანდობენ. ამ დღეს მოულოდნელი და დაუგეგმავი ხარჯები გელით. მოერიდეთ მტრულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რამაც შეიძლება ემოციურად დაგაზარალოთ.

თხის რქა

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ელით შეხვედრა, რომელიც რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი გახდება. სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ — ფარული მტრები შეეცდებიან, ზიანი მოგაყენონ. ეცადეთ, სხვების საუბარში და, მით უმეტეს, დაპირისპირებებში არ ჩაერიოთ. ყურადღება მიაქციეთ პროფესიული უნარების განვითარებას. ონლაინ კურსები ან მასტერკლასები წინსვლაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი, რომელიც სასურველია ფინანსური ვალდებულებების დაფარვისკენ მიმართოთ. თქვენს ჯანმრთელობას მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ ეცადეთ თავი სტრესისგან ყველა შესაძლო გზით დაიცვათ.

მერწყული

თქვენი მორიგი სასიყვარულო თავგადასავალი დაუვიწყარი იქნება! ამჯერად ბედი რაღაც განსაკუთრებულს გიმზადებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, დარწმუნდით, რომ ბანკი არ ცდილობს ფარული პროცენტები ან სხვა არახელსაყრელი პირობები შემოგაპაროთ. სამსახურში ხანმოკლე შესვენებები დღის შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. საღამოს შეძლებთ გარშემომყოფები თქვენი ინიციატივით დააინტერესოთ. უახლოეს დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობაზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ თქვენი დღის რეჟიმსა და კვებას გადახედოთ და შეიტანოთ ცვლილებები, რომლებიც მდგომარეობას გააუმჯობესებს.

თევზები

ცვლილებებისა და გადამწყვეტი მოქმედებების დრო დადგა. თქვენი განწყობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, განიჭებთ თუ არა სიამოვნებას შესრულებული სამუშაო. ამ დღეს ინტელექტუალური საქმიანობა განსაკუთრებულ კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ამასთან, საშუალება გექნებათ, რომ რთული ამოცანები იოლად მოაგვაროთ. გარშემო მყოფები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ, რადგან ინტუიციურად გრძნობენ, რომ პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ. საღამო მშვენიერი დროა კულინარიული ექსპერიმენტებისთვის. დღევანდელი შრომის შედეგები ყველა მოლოდინს გადააჭარბებს და სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია