• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

პირველი პაემნის მნიშვნელობა ჰოროსკოპის მიხედვით

ივნისი 3, 2026
ში ჰოროსკოპი
პირველი პაემნის მნიშვნელობა ჰოროსკოპის მიხედვით
0
გაზიარება
12
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვარსკვლავების განლაგება არამარტო ადამიანის თვისებებზე, რომანტიკული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზეც გვაწვდის ინფორმაციას. მოდით, გაიხსენეთ, როდის გაიცანით ერთმანეთი… ხოლო თუ ჯერაც მარტო ხართ, ეცადეთ, სასურველ პარტნიორთან უშუალო შეხვედრა პლანეტების პოზიტიურ განლაგებას დაამთხვიოთ…

თუკი ნაცნობობა ვერძის პერიოდში შედგა (21 მარტი – 20 აპრილი)

ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებსა და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან. კომპრომისის გარეშე ამ ურთიერთობას ხანგრძლივი ვადით გაგრძელება არ უწერია.

თუკი ნაცნობობა კუროს პერიოდში შედგა (21 აპრილი – 20 მაისი)

ყურადღება ერთმანეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უნდა მიაქციოთ, როგორც ემოციური, ისე მატერიალური (საჩუქრები, სიურპრიზები) კუთხით.

თუკი ნაცნობობა ტყუპის პერიოდში შედგა (21 მაისი – 21 ივნისი)

წყვილს შორის, პირველ რიგში, მენტალური კონტაქტი იქნება მთავარი. ამიტომ სასურველია, მაქსიმალურად გახსნილი იყვნენ ერთმანეთთან. თუმცა ტყუპის გავლენის გამო, ამ ურთიერთობას ჭორები და ინტრიგებიც საკმარისზე მეტი მოჰყვება და ამისთვის მზად იყავით.

თუკი ნაცნობობა კირჩხიბის პერიოდში შედგა (22 ივნისი – 22 ივლისი)

დიდი შანსია, ნაცნობობა ფლირტიდან მოკლე ხანშივე გადაიზარდოს მენდელსონის მარშით დაგვირგვინებულ საქორწინო ცერემონიალში. მთავარია, წყვილმა არ დაიშუროს მუდმივი ზრუნვა ერთმანეთზე.

თუკი ნაცნობობა ლომის პერიოდში შედგა (23 ივლისი – 22 აგვისტო)

სავარაუდოდ, ეს მოკლევადიანი, მაგრამ დაუვიწყარი „ლავსთორი“ იქნება, რომელსაც თან მოჰყვება სერენადები მთვარის შუქზე, მდიდრული საჩუქრები და სენტიმენტალური აღიარებები სიყვარულში.

თუკი ნაცნობობა ქალწულის პერიოდში შედგა (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ურთიერთობის მთავარ მოტივად შესაძლოა, ცივი გონებით გათვლილი ქმედებები იქცეს. გამორიცხული არ არის, წყვილი საერთო ინტერესებმა გააერთიანოს, ან სულაც ერთობლივი საოჯახო ბიზნესის წამოწყებას მიჰყონ ხელი.

თუკი ნაცნობობა სასწორის პერიოდში შედგა (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

მოემზადეთ ჭეშმარიტად ლამაზი, ამაღელვებელი და რომანტიკული მომენტებისთვის. სასწორი ხომ ზოდიაქოს მეშვიდე სახლის, ანუ პარტნიორობის სახლის მმართველია. ამიტომ თუკი უხეში და სულსწრაფი არ ხართ, შესაძლოა, ამ პერიოდში დაწყებულმა კავშირმა მყარი და ლამაზი ოჯახი შეგაქმნევინოთ.

თუკი ნაცნობობა მორიელის პერიოდში შედგა (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ურთიერთობა სავსე იქნება დრამატიზმით, ეჭვიანობის მძაფრი სცენებით და ხმაურიანი სკანდალებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ, სანამ წყვილი საბოლოოდ გაარკვევს ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტ ზრახვებს, არაერთგზის მოხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და არცთუ სახარბიელო კუთხით.

თუკი ნაცნობობა მშვილდოსნის პერიოდში შედგა (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ურთიერთობა იქნება ზედაპირული, მაგრამ რომანტიკულ-ავანტიურისტული ელემენტებით სავსე. შესაძლოა, ამ ნაცნობობამ კუბოს კარამდე ერთგული მეუღლე ვერ შეგძინოთ, მაგრამ მთელი ცხოვრება გაგყვებათ ამაღელვებელი და ლამაზი მომენტები.

თუკი ნაცნობობა თხის რქის პერიოდში შედგა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

სავარაუდოდ, მისი საფუძველი გარიგება ან ოჯახებს შორის სიმპათია-პატივისცემა იქნება. წყვილმა დამოუკიდებლადაც რომ გაიცნოს ერთმანეთი, მათ საბოლოო დაოჯახებაში მაინც დიდ როლს ითამაშებს მათივე გარემოცვა, უფრო სწორად – სანათესავო წრე და ოჯახის წევრები.

თუკი ნაცნობობა მერწყულის პერიოდში შედგა (20 იანვარი – 19 თებერვალი)

ეს ურთიერთობა არაორდინარული და შესაძლოა, ძალზე კომიკური მოვლენებით იყოს სავსე. გამორიცხული არ არის, პირველ პაემანზევე რომელიმე პარტნიორმა ფეხი იღრძოს, რესტორანში თევზის ფხა გაეჩხიროს ყელში ან რამე მსგავსი გაუთვალისწინებელი დაემართოს, რაც ურთიერთობას ერთობ სახალისოს (თუმცა არცთუ უსაფრთხოს) გახდის.

თუკი თქვენი ნაცნობობა თევზების პერიოდს დაემთხვა (20 თებერვალი – 20 მარტი)

ეს იქნება ემოციური ურთიერთობების დასაწყისი, რომლის განვითარებაც ორივე მხარის მონდომებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ამ ურთიერთობამ ყველაფერი მოგიტანოთ – რომანტიკული აღმაფრენით დაწყებული, მძაფრი დეპრესიით დამთავრებული. მოკლედ, ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებსა და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
როგორ შევცვალოთ ურთიერთობებში ერთფეროვნება

როგორ შევცვალოთ ურთიერთობებში ერთფეროვნება

ივნისი 7, 2026
“ხშირად ილოცეთ, ბავშვებო“ – ბერი პაისის დარიგება

“მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის” – ბერი პაისი

ივნისი 7, 2026
როგორ გავუმკლავდეთ უძილობას

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას

ივნისი 7, 2026
ჯუნგლებში დაკარგული 11 წლის ბიჭი 2 კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

ჯუნგლებში დაკარგული 11 წლის ბიჭი 2 კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

ივნისი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია