• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ქალი და მამაკაცი

რით განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან

ივნისი 3, 2026
ში ქალი და მამაკაცი
რით განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან
0
გაზიარება
7
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ყველა კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებული არსებები არიან. მოცემულობად უნდა მივიღოთ ის, რომ მათი გათანაბრება ვერასდროს მოიტანს სასურველ შედეგს. მაგრამ, სწორედ, განსხვავებულობა ქმნის მიზიდულობას და ამ ორი ქმნილების თანაცხოვრების მშვენიერებას.

განსხვავება კი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებშია:

* თუ მიკროსკოპში ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ქალის თმის ღერი ორჯერ უფრო წვრილია მამაკაცისაზე;

* ქალის გულისცემა კაცისაზე უფრო ჩქარია;

* ქალი მამაკაცზე ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებს ქუთუთოებს;

* ქალებს ერთგულება და სიყვარული მამაკაცზე მყარი აქვთ. რაც ჰორმონ ოქსიტოცინთან არის დაკავშირებული, ანუ ქალებს ოქსიტოცინის გამომუშავება გაცილებით გააქტიურებული აქვთ;

* ქალებში კალორიების წვის პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში, ასე რომ, აქვთ მიზეზი, გაამართლონ თავიანთი ზედმეტი წონა. თანაც, მეტი შრომა სჭირდებათ წონაში დასაკლებად;

* ნუ შეშურდებათ მამაკაცებს – ქალებს მათზე უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ;

* მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებს ენაზე უფრო მეტი გემოს რეცეპტორები აქვთ, სწორედ ამიტომ დეგუსტატორად უპირატესობას ქალებს ანიჭებენ;

* ტკივილის რეცეპტორები ქალს უფრო მეტი აქვს, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ შველის ესტროგენი, რომელიც ანთებითი პროცესების ბლოკირებას ახდენს. შესაბამისად, ქალი უფრო იტანს ტკივილს, მამაკაცი კი იმავე სიძლიერის ტკივილისგან შესაძლოა, შოკში ჩავარდეს;

* ქალის თვალი უფრო მეტ ფერებს აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი რაშიც y ქრომოსომი ეხმარება. ქალებს შორის პრაქტიკულად არ არიან დალტონიკები;

* ქალები უფრო ელასტიკურები არიან, ვიდრე მამაკაცები, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქალის კუნთებში კოლაგენზე მეტი ელასტინია;

* მაღალი სიხშირის ბგერები მამაკაცის ყურს ყოველთვის არ ესმის, ქალებს ეს პრობლემა არა აქვთ;

* ქალს მამაკაცზე უფრო ფხიზელი ძილი აქვს, ძილის დროს ქალებში ტვინის აქტივობა მხოლოდ 10 პროცენტით მცირდება;

* ქალები მამაკაცებზე ორჯერ მეტს ლაპარაკობენ, ქალის მეტყველებაზე ერთბაშად ტვინის ორი ცენტრია პასუხისმგებელი;

* ქალებს უფრო მოქნილი კისერი აქვთ, ამიტომ როცა ვინმე ეძახის, მამაკაცებისგან განსხვავებით, სულაც არაა საჭირო მთელი ტანით მოტრიალდეს.

ფაქტია, რომ…

ფაქტია, რომ მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად უყურებენ მეგობრობას.

მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ:

* მამაკაცებს შორის ურთიერთობა ჩნდება და ვითარდება საერთო საქმიანობის, ინტერესებისა და გატაცებების ნიადაგზე. ისინი ჯერ ფიქრობენ, ამოწმებენ პარტნიორს და მერე იწყებენ მეგობრობას. ქალებს შორის ურთიერთობა კი ჩნდება და ვითარდება ემოციური სიახლოვის, ურთიერთმხარდაჭერის ნიადაგზე;

* მამაკაცების მეგობრულ ურთიერთობებში უფრო ნაკლებია სულიერი და ემოციური სიახლოვე, ვიდრე ქალებს შორის;

* მეგობრული ურთიერთობები მამაკაცებს შორის ისეთი სუსტი არ არის, როგორც ურთიერთობები მეგობარ ქალებს შორის. მამაკაცს შეუძლია, ადამიანი ურთიერთობებში ხანგრძლივი შესვენებების დროსაც კი მეგობრად მიაჩნდეს;

* მამაკაცები უფრო ხშირად რჩებიან მეგობრებად ჩხუბისა და კამათის შემდეგ, ქალები კი შედარებით ადვილად წყვეტენ ურთიერთობებს, თანაც რადიკალურად იცვლებიან ყოფილი მეგობრების მიმართ;

* ქალებს ხშირი ურთიერთობა სჭირდებათ მათთან, ვისთანაც მეგობრობენ;

* მამაკაცები უფრო ხშირად აბრაზებენ მეგობრებს, ხუმრობით დასცინიან მათ და ამას უწყინარ გართობად მიიჩნევენ. ქალები კი ცდილობენ, ხუმრობითაც არ დასცინონ მეგობრებს, რათა არ აწყენინონ;

* მამაკაცები უფრო ხშირად ურთიერთობენ დიდ კომპანიებში, ისინი ერთად უფრო მხიარულად გრძნობენ თავს. ქალებს კი ურჩევნიათ სადმე, მყუდრო ადგილას წასვლა ერთ კარგ მეგობართან ერთად.

კვლევა და შედეგები

სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგებმა თუ მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. ამასთან, თავიანთ დასკვნებს პერიოდულად სტატისტიკური მონაცემებით ამყარებენ. ყველა კვლევა კარგია, რომელიც ორ საპირისპირო სქესს ერთმანეთთან დაახლოვებაში ეხმარება.

ალბათ, ხშირად გინახავთ მსგავსი კვლევების შედეგები. მაშ ასე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ:

* ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი მდედრობით სქესზე უფრო მოქმედებს, ვიდრე მამრობითზე. მეცნიერები ამას ქალის ორგანიზმში წყლის ნაკლებობას აბრალებენ. აქედან დასკვნა: ქალბატონებმა უნდა მიირთვან ბევრი წყალი და ნაკლები ალკოჰოლი. და კიდევ, ნუ შეერკინებით მამაკაცს სმაში, ისინი აუცილებლად გაჯობებენ;

* დანაშაულის სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, გათხოვილი ქალები უფრო ხშირად ხდებიან მანიაკების, მოძალადეების ყურადღების ობიექტები;

* ავსტრალიაში ჩატარებულ გამოკითხვას თუ დავუჯერებთ, ქალი, რომელიც ნათელ ფერებში იცვამს და მუქ ტონალობას გაურბის, ნაკლებად თავდაჯერებულია;

* ქალებს ხანდახან ჰგონიათ, რომ მამაკაცები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, არადა ასე არ არის. სტატისტიკის მიხედვით, უბედური სიყვარულის გამო მამაკაცები უფრო ხშირად იკლავენ თავს. ზოგადადაც, თვითმკვლელებში ქალებს მამაკაცები სჭარბობენ;

* ქალის ბედნიერება მის სილამაზეზე არ არის დამოკიდებული, უფრო პირიქით – სტატისტიკის მიხედვით, მომხიბვლელი ქალები 35 წლის მერე უბედურები ხდებიან.

* კიდევ ერთი საინტერესო კვლევის თანახმად, საკურთხეველთან მისვლისას ქალების უმრავლესობა იღიმება, მამაკაცები კი მოღუშულები არიან. მეცნიერების აზრით, ეს ნერვული სტრესის ბრალია, ანუ სტრესს ორივე იღებს, მაგრამ ქალები ამას ღიმილით მალავენ, მამაკაცები კი საკუთარ თავში იკეტებიან და იღუშებიან;

* ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალები, რომლებიც სასიყვარულო რომანებს კითხულობენ, სექსუალურ ცხოვრებაში სხვებთან შედარებით უფრო აქტიურები არიან.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია