• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივნისი 5, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
40
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ვერძ გოგონებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით, რომელიც მოულოდნელად დაიწყება და სწრაფად დასრულდება. ხელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. სიახლეები ნუ შეგაშინებთ და პრობლემების მოგვარებისას მეტი სიმამაცე გამოიჩინეთ. შესაძლოა, დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთები იპოვოთ, თანაც მოულოდნელ ადგილზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. თქვენი აზრები და ახალი იდეები კოლეგებს გაუზიარეთ და გაოცდებით, ისეთ მხარდაჭერას მიიღებთ. ეცადეთ, პირადმა სიმპათია-ანტიპათიებმა მუშაობაში ხელი არ შეგიშალოთ. გახსოვდეთ, როდესაც საქმე პროფესიულ საქმიანობას ან ბიზნესს ეხება, ემოციები გვერდით უნდა გადადოთ. თუ აუზზე დიდი ხანია არ ყოფილხართ, ვარჯიშის დაწყების დროა — ცურვა განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

კურო

პირად ცხოვრებაში უძრაობის პერიოდი სრულდება – მსუბუქი ფლირტი გელით, რომელიც სასიამონო მოგონებებს დაგიტოვებთ. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. კვირის მანძილზე დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში საყვარელი საქმე დაგეხმარებათ. ხანგრძლივმა და დაძაბულმა შრომამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ, ამიტომ საკუთარ თავს სრულფასოვანი დასვენება უნდა მოუწყოთ. ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა ეცადეთ დროებით სირთულეებს შეეგუოთ და რაიმეს ძალდატანებით შეცვლას ნუ ეცდებით. აქტიური ცხოვრების წესი არა მხოლოდ ძალას შეგმატებთ, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ, ამიტომ ვარჯიშის და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის დრო უნდა გამონახოთ.

ტყუპები

ამ დღეს პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენს სურვილებსა და საქციელზეა დამოკიდებული. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს მალე გაუმართლებთ — ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ. ხელს ნუ ჰკრავთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ გაღიზიანებენ. ახლა ვერ აცნობიერებთ, მაგრამ მომავალში ყველაზე უსიამოვნო ადამიანებსაც კი, რომლებთანაც ამჟამად მუშაობთ, შეუძლიათ სარგებელი მოგიტანონ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა არასტაბილური გახდეს, მაგრამ სირთულეები ხანმოკლე იქნება. თქვენი ჩანაფიქრების წარმატება მხოლოდ თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ამ დღეს თქვენ პირად თილისმად მზისფერი, ყვითელი შეფერილობის მქონე ნივთები იქცევა.

კირჩხიბი

თუ სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებთ, პრიორიტეტების გადახედვა და პარტნიორის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა სცადეთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის აწყობაა. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ. საქმიან სფეროში ზედმეტი აქტიურობის გამოჩენა სასურველი არ არის — წარმატებისკენ თქვენმა გადაჭარბებულმა სწრაფვამ შესაძლოა უფროსობასთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ. ყველაფრის მიუხედავად, სამსახურში უკეთესობისკენ ცვლილებები მაინც მოსალოდნელია — რთული საკითხები წარმატებით გადაიჭრება და შესაძლოა ფულადი დანამატი ან ჯილდოც მიიღოთ. საღამოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, რაც საერთო განწყობაზე აისახება და გაღიზიანებას გამოიწვევს. პოზიტიური განწყობისა და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ასტროლოგები გირჩევენ, ბალახების ჩაი და თაფლი ხშირად მიირთვათ.

ლომი

დღევანდელი დღე ხელსაყრელია გრძნობების გაახლებისა და ურთიერთობაში ნდობის განსამტკიცებლად. გულახდილად ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ და პარტნიორს ყურადღებით მოუსმინეთ. საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებისას თავადაც გაოცდებით, ყველაფერი ისე მარტივად და მსუბუქად გამოვა. ეს არა მარტო გარემოებათა იღბლიანი დამთხვევა, არამედ პირადად თქვენი დამსახურებაა. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გარიგების დასადებად. მოემზადეთ მოლაპარაკებებისთვის, თავდაჯერებული იყავით და საკუთარი თავი შთამბეჭდავად წარადგინეთ. სამწუხაროდ, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება ყოველთვის არ გამოდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიოში არასტაბილური ფინანსური ვითარებაა, ამიტომ ფულს ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. გაუფრთხილდით კუჭს და მოერიდეთ ცხარე კერძებს, თორემ გასტრიტს თავს ვერ აარიდებთ!

ქალწული

ამ დღეს თქვენი ფიქრები რომელიღაც განსაკუთრებულმა ადამიანმა დაიპყრო! ახლობლები თქვენგან სითბოსა და სიყვარულის ნაკლებობას უჩივიან, ამიტომ ეცადეთ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. სავარაუდოდ, უსიამოვნო შეხვედრები და საუბრები გელით — გარშემომყოფები ძველ შეცდომებს გახსენებენ, რაც არც ისე სასიამოვნოა. ვარსკვლავების განლაგება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ და ეცადეთ, ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოიყენოთ. ამ დღეს ფული ახლობელი ადამიანისგანაც კი არ უნდა ისესხოთ. სასურველია დიეტის დაცვა, განსაკუთრებით — თუ ზედმეტ წონას უჩივით. უარი თქვით ალკოჰოლზე — წინ ისეთი მოვლენები გელით, რომ სრულიად ფხიზელი გონება დაგჭირდებათ.

სასწორი

ამ დღეს სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. იუპიტერისა და ვენერას ტრიგონი თქვენს მიმზიდველობას გააორმაგებს. ეცადეთ, წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. სამსახურში ბევრი საქმე გექნებათ, თუმცა ეცადეთ, ყველაფერი აუჩქარებლად აკეთოთ და პრობლემები მათი გამოჩენისთანავე, ეტაპობრივად მოაგვაროთ. ნუ უარყოფთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენთვის სიკეთე სურთ. თუ საჭირო ადამიანთან მოლაპარაკება არ გამოდის, სჯობს ამ საკითხის გადაჭრა გარკვეული ვადით გადადოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობდით, რაც თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ეცადეთ, საღამო სიმშვიდეში და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.

მორიელი

გაიხარეთ ცხოვრებით, გარშემომყოფებს სითბო და სიყვარული აჩუქეთ და ნახავთ, რომ ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ. ახლობლებზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ? დღეს მიღებული გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების პრობლემებს უმტკივნეულოდ მოგიგვარებთ. კომერციულ და საქმიან სფეროში წარმატება დამოკიდებულია მოლაპარაკებების წარმოებისა და საჭირო კავშირების გამოყენების უნარზე. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. თუ მანქანა გყავთ, გზებზე ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას — დღეს განტვირთვის დიეტა ძალიან წაგადგებათ. მენიუდან გამორიცხეთ მლაშე კერძები და ცომეული, რადგან ისინი ორგანიზმში სითხის შეკავებასა და შეშუპებას ხელს უწყობენ.

მშვილდოსანი

მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები მოჰყვება. მარტოხელა ნიშნებს ელით ნაცნობობა, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ზოგ მშვილდოსანს ამ დღეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, მაგრამ არ იცის, ამისთვის ვის მიმართოს. პროფესიული თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა — მოსალოდნელია ძველი პროექტების წარმატებით დასრულება და ახლების ელვისებური განვითარება. ეცადეთ, მუშაობისას გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს. დღევანდელი დღე წარმატებას გპირდებათ კომერციულ საქმეებში, ხელშეკრულებების გაფორმებასა და ვაჭრობაში. დღის მეორე ნახევარში იმატებს სტრესისა და შფოთვის რისკი, ამიტომ ძველ მეგობრებთან შეხვედრა და გართობა საუკეთესო არჩევანია.

თხის რქა

გეჩვენებათ, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ? მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. მშობლების ან სხვა უფროსი ნათესავებისგან ფინანსურ დახმარებას და ღირებულ რჩევას მიიღებთ, რომელიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. სამუშაოზე თქვენგან დისციპლინა და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება იქნება საჭირო. შეიძლება არაკეთილმოსურნეებმა მოულოდნელად შეგახსენონ თავი, თუმცა პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არ არის გამორიცხული, რომ სამსახურში სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ. ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა არ დაივიწყოთ — გამონახეთ დრო სპორტის ან მედიტაციისთვის, რათა შინაფგანი წონასწორობა და ჰარმონია შეინარჩუნოთ.

მერწყული

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ახლო მომავალში მხიარულ წვეულებაზე აღმოჩნდებით, სადაც უამრავ ქათინაურსა და თბილ სიტყვას მოისმენთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ. მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელიც, ნერვიულობის ნაცვლად, სიცილის მიზეზი გახდება. ფინანსური ჰოროსკოპი მიგვანიშნებს, რომ მსხვილი შენაძენი გელით, რომლისთვისაც ფულს დიდხანს აგროვებდით. თუ ხარჯები უძრავ ქონებას ეხება, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

თევზები

ეცადეთ, პარტნიორს მეტი ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღე მისი პრეტენზიების მოსმენა მოგიწევთ. თქვენს შვილს ახალი მეგობრები ჰყავს? გირჩევთ, მოზარდებს კარგად დააკვირდეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ შვილი ცუდ კომპანიაში არ მოხვედრილა. თუ ცოტა უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ, კარიერული წინსვლა ოცნებიდან რეალობად იქცევა. ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სრულფასოვანი ღამის ძილი გჭირდებათ, რათა ორგანიზმმა ძალების აღდგენა შეძლოს.

 

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია