საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის ან ინდაურის ფილე, 1 კვერცხი, 100 გრამი მაგარი ყველი, 2 სადილის კოვზი ფქვილი, 1 კბილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, ცოტა კამა, ზეთი.
მომზადების წესი: ფილე წვრილად დაჭერით. შეურიეთ გასრესილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა, გახეხილი ყველი, აურიეთ ძალიან კარგად, მოაყარეთ ფქვილი და კიდევ აურიეთ. ტაფაზე დაასხით ზეთი. ფარშისგან გააკეთეთ კატლეტები. შეწვით ორივე მხრიდან.













