საჭირო ინგრედიენტები: 750 გრამი ძროხის ხორცი, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 3 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 800 მილილიტრი ბულიონი, 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 3 კბილი ნიორი, 4 სადილის კოვზი ზეთი.
საფანელი: 2 სადილის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა, შავი პილპილი.
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ნახევარი კონა წვრილად დაჭრილი ქინძი.
მომზადების წესი: სტაფილო დაჭერით თხელ ფირფიტებად, ხახვი – მსხვილ ნახევარრგოლებად, ნიორი – ძალიან წვრილად.
საფანელის ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ. ძროხის ხორცი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და მოათავსეთ პაკეტში. ჩაყარეთ მასში საფანელიც და რამდენჯერმე ასრისეთ. ღრმა, სქელძირიან ქვაბში ან ტაფაში გააცხელეთ 4 სადილის კოვზი ზეთი. კარგად შებრაწეთ მასში ხორცის ნაჭრები, ამოიღეთ ხორცი და იმავე ქვაბში სტაფილო, ხახვი და ნიორი მოშუშეთ. ისევ დააბრუნეთ ხორცი ქვაბში. აურიეთ. დაუმატეთ ბულიონში ან წყალში გახსნილი ტომატ-პასტა. დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმელში ორი საათით მაინც. გამოიღეთ, დაუმატეთ სოიის სოუსი და მარილი. დადგით გაზქურაზე და კიდევ 25 წუთი ხარშეთ. ბოლოს მოაყარეთ ქინძი.













