• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ქალი და მამაკაცი

რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?

ივნისი 6, 2026
ში ქალი და მამაკაცი
რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ქალები განიცდიან, რომ ისე ვერ ცხოვრობენ, როგორც მათ სურთ და ამაში საკუთარ თავს იდანაშაულებენ. ამას კი აზრი არა აქვს. დამნაშავეა არა ქალი, არამედ მისი აკვიატებული აზრები. დროა, სტერეოტიპს და ნეგატივს ბრძოლა გამოუცხადოთ.

წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ ეს აზრები თქვენთვის უცხო არაა.

🔻 ძალიან ცუდი, ულამაზო ვარ

ულამაზო ქალები არ არსებობენ. უბრალოდ, ჯერ თავის ლამაზად წარმოჩენის ხელოვნება არ შეგისწავლიათ. ბუნებამ ყველა ქალი დააჯილდოვა სილამაზით. აუცილებლად იქნება თქვენში რაღაც, რაც მართლა ლამაზს გაგხდით. იპოვეთ ის და წარმოაჩინეთ.

🔻 კაცებს ჩერჩეტი ქალები მოსწონთ

ეს მოსაზრება მხოლოდ დაკომპლექსებულ მამაკაცებს ეხებათ, ჯანმრთელი ფსიქიკის მამაკაცს კი, სწორედ, გონიერი ქალები მოსწონთ. ხელოვნურად ნუ გაისულელებთ თავს. პირიქით – უფრო საინტერესოები იყავით. გულს ნუ გაიტეხთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვით ხელში მარტონი დარჩით. ნამდვილ მამაკაცს ბავშვი ვერ შეაშინებს, ლაჩარი კი თავადაც არაფერში გჭირდებათ.

🔻 ბოდიში პირველმა არ უნდა მოიხადოთ

ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა არის თქვენთვის მთავარი: მშვიდობა ოჯახში თუ ქალური სიამაყე? ბოდიშის მოხდაში შეურაცხმყოფელი არაფერია.

სრულად თანასწორი

ქალი და მამაკაცი ვერასოდეს იქნება სრულად თანასწორი. თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თანაც, არა მხოლოდ ანატომიური აგებულებით.

მაინც რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?

👉 დააკვირდით, მამაკაცი და ქალი მაისურს სხვადასხვაგვარად იხდის: მამაკაცი, როგორც წესი, ხელებს მხრებს უკან გადაიტანს და მაისურის ზედა კიდეს ან საყელოს ქაჩავს. ქალი კი წინიდან გადაიჯვარედინებს ხელებს და ტანსაცმელს ქვედა კიდედან იწევს. თუმცა, შეიძლება, მამაკაცმა ამ ხერხებიდან ორივე გამოიყენოს, მაგრამ ქალი მხოლოდ მეორეს იყენებს. სხვათა შორის, მიზეზი მარტივია – ქალის ტანსაცმელი, ჩვეულებრივ, უფრო მომდგარია ტანზე და უკნიდან ქაჩვით ვერ გაიხდის, მამაკაცის სამოსი კი უფრო თავისუფალია;

👉 თუ ქალსა და მამაკაცს სთხოვთ გაშლილი ხელები გიჩვენოთ, მამაკაცი, როგორც წესი ხელისგულებს გიჩვენებთ, ქალი კი – ხელის ზედა მხარეს;

👉 მამაკაცები, ჩვეულებრივ, მთქნარებისას მუშტს იფარებენ პირზე, ქალები – ხელის გულს;

👉 ქალებს მამაკაცებზე უკეთ ესმით და შესანიშნავად არჩევენ მაღალ სიხშირეებს. ქალის ტვინი დაპროგრამებულია ბავშვის ხმაზე, მამაკაცების უმრავლესობას კი ღამით ბავშვის ტირილიც კი არ ესმის და ძილს განაგრძობს. თუ სადმე კატამ დაიკნავლა, პირველი ამას ისევ და ისევ ქალი შეამჩნევს. სამაგიეროდ, მამაკაცს სივრცეში უკეთესი ორიენტაცია აქვს. პირველი, სწორედ, ის გაიგებს სად იმალება ის მჩხავანა კატა;

👉მამაკაცებს არასოდეს ეშლებათ მარჯვენა და მარცხენა, რადგან მოქმედებენ ან მარჯვენა, ან მარცხენა ნახევარსფეროთი. მაგრამ თუ ქალს შეეკითხებით რომელია მარცხენა ხელი, პასუხისთვის რამდენიმე წამი დასჭირდება. შემთხვევითი არაა, რომ ამ დროს ქალი ან ხელზე დაიხედავს და საქორწილო ბეჭედს შეამოწმებს, ან უცბად გაიხსენებს, რომელი ხელით წერს.

👉 მამაკაცები წინ გარკვევით ხედავენ დიდ მანძილზე – ეს არის, ეგრეთ წოდებული, „გვირაბული“ მზერა – მზერა მონადირისა, რომელიც პოულობს და კვალში უდგება ნადავლს. ქალებს კი უფრო უკეთ პერიფერიული მხედველობა აქვთ განვითარებული. საქმე ის არის, რომ ქალმა მაქსიმალურად კარგად უნდა დაინახოს მთელი სივრცე თავის გარშემო, რათა აკონტროლოს ბავშვები და დროულად შენიშნოს საფრთხე.

ხშირია, როცა მამაკაცი ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ საჭირო ნივთები სადღაც „მიაჩერჩეტა“. სინამდვილეში, წინდები, საცვლები, მანქანის გასაღები, საფულე თუ კარაქი – ყველაფერი თავის ადგილზე დევს, უბრალოდ, მამაკაცი ზოგჯერ ვერ ხედავს მათ.

მხედველობის ამ თავისებურებას უფრო სერიოზული შედეგიც აქვს. სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალი მძღოლი მამაკაცთან შედარებით იშვიათად ხვდება ავარიებში, რომლებიც გვერდიდან დარტყმითაა გამოწვეული. უფრო მეტი ალბათობაა, რომ ქალი პარალელური პარკირების დროს შეეჯახება რამეს, რადგან მას სუსტად აქვს განვითარებული სივრცის შეგრძნება;

👉 ქალი ელის, რომ მისი საყვარელი კაცი ფრაზის მიღმა ფარულ სიგნალებს წაიკითხავს. მაგრამ, ძვირფასო ქალბატონებო, ნუ ელით ამას! კაცები თქვენს წყენას მხოლოდ პირდაპირი ნათქვამით თუ მიხვდებიან ან კარის გამაყრუებელი გაჯახუნებით;

👉 მამაკაცს დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ საქმეზე შეუძლია კონცენტრირება. მაგალითად, თუ მამაკაცს დაელაპარაკებით, როცა იგი წვერს იპარსავს, შესაძლოა, უბრალოდ, კანი გაიჭრას.

ქალებს კი შესწევთ უნარი რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთონ: ამზადონ კერძი, ილაპარაკონ ტელეფონზე და ალაგონ სახლი. ამის მიზეზი თავის ტვინის განსხვავებული აგებულება და ისტორიულად სხვადასხვა სოციალური როლებია;

👉 როცა ქალს პრობლემები აქვს, ამაზე ყველას ესაუბრება – დედას, მეგობარს, ქმარს, მაღაზიაში გამყიდველს, პარიკმახერს… წერს დღიურში, შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში. რაც მეტად განიხილავს პრობლემას, მით უფრო უადვილდება გადატანა.

როცა მამაკაცს აქვს პრობლემა, დივანზე წვება და დუმს ან ფეხბურთს უყურებს. მამაკაცს სტრესის მოსახსნელად პრობლემებიდან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა სჭირდება. ხოლო, როცა დაძაბულობა მცირდება, იწყებს გამოსავლის ძიებას. ამ უკანასკნელს კაცი ყოველთვის მარტო აკეთებს. თუ ამ დროს რჩევებით თავს მოაბეზრებთ, დიდი ალბათობაა, საქმე ჩხუბამდე მივიდეს;

👉 ქალს თავში რაღაც უზარმაზარი საკუჭნაოსავით აქვს, სადაც უამრავი პატარა ნივთია და ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ქალი აკურატულად აგროვებს ინფორმაციას ყველაფერზე: რა სად დევს, ვის რა უყვარს, ვის როდის აქვს დაბადების დღე, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა სკოლაში, რა სთხოვა დედამ… მამაკაცს კი ახსოვს მხოლოდ ის, რაც მთავარია.

არ ღირს საყვარელი ადამიანის დადანაშაულება! უბრალოდ, დავაფასოთ ერთმანეთის თვისებები და ჩვენ შორის განსხვავებები.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?

რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?

ივნისი 6, 2026
“გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის” -სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

“გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშოროს…” – პატრიარქი შიო მესამე

ივნისი 6, 2026
როგორ უნდა გამოიყენოთ როუტერი სწორად, რომ ინტერნეტი არ შენელდეს

როგორ უნდა გამოიყენოთ როუტერი სწორად, რომ ინტერნეტი არ შენელდეს

ივნისი 6, 2026
რატომ ცოცხლობენ კატები ძაღლებზე დიდხანს

რატომ ცოცხლობენ კატები ძაღლებზე დიდხანს

ივნისი 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია