• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივნისი 7, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
33
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

დაუჯერეთ ვარსკვლავების რჩევას, დროებით განმარტოვდით და საკუთარ შეცდომებსა თუ პარტნიორის ქცევაზე დაფიქრდით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის მიზეზი არ მისცეთ და მის განწყობას მეტი ყურადღება მიაქციეთ — გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მორალური მხარდაჭერა სჭირდება და ვერ გიმხელთ. ვარსკვლავების იდეალური განლაგება კარიერაში წარმატებას გპირდებათ — მალე ჩვეულზე ორჯერ მეტი საქმის გაკეთებას შეძლებთ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. დღეს თუ ვინმე ფულის სესხებას გთხოვთ, ჯობს, უარი უთხრათ, რადგან შეიძლება ეს ადამიანი მალე უიმედო მოვალედ იქცეს. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემის სათავე ნერვიულობა და ემოციური არამდგრადობაა. ფრთხილად იყავით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებთან — შესაძლოა უსიამოვნო კონფლიქტში აღმოჩნდეთ,

კურო

თუ შესაძლებლობა გაქვთ, ყველა საქმე და საზრუნავი გვერდზე გადადეთ და მთელი დღე საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ. შესანიშნავი დღეა შოპინგისა და სახლის ინტერიერის განახლებისთვის, მით უმეტეს, თუ ოჯახის წევრები მხარს გიჭერენ. მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი პიკში იქნება, თუმცა მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეები გამოიწვიოს. თუ ფულში არ გიმართლებთ, სიყვარულში გაგიმართლებთ — მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობის შანსი ექნებათ, ხოლო დაოჯახებულებს ურთიერთობა განუმტკიცდებათ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კი მეტაბოლიზმის აჩქარებაში დაგეხმარებათ, რაც ძალიან დროულია, თუ წონის დაკლებას გეგმავთ.

ტყუპები

თუ მარტოხელა ხართ, დროა პაემანზე დაპატიჟოთ ის, ვინც დიდი ხანია, მოგწონთ. თუ დაოჯახებული ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირადი ცხოვრების პრობლემები მეორე ნახევართან ერთად მოაგვაროთ და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ. ფრთხილად შეარჩიეთ გამონათქვამები, რათა თანამოსაუბრეს არ აწყენინოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს დაწყებულ ყველა საქმეს დროულად დაასრულებთ. ზოგჯერ პირადი ინტერესები საზოგადოებრივს არ ემთხვევა, თუმცა ეცადეთ, ეს არ გამოავლინოთ, თორემ ეგოისტად შეგრაცხავენ. ამ დღეს ახალ იდეებს ნუ წამოაყენებთ — ნებისმიერი ინიციატივა თქვენს საზიანოდ შემობრუნდება. მოულოდნელი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ბიუჯეტი გონივრულად დაგეგმოთ და წვრილმანი ხარჯები შეამციროთ. თუ უძილობას ებრძვით, დამამშვიდებელ პრეპარატებზე უარი უნდა თქვათ და უპირატესობა ბუნებრივ საშუალებებს მიანიჭოთ.

კირჩხიბი

თავს რომანტიკული ილუზიებით ნუ დაიღლით — ცხოვრება ბულვარულ რომანებზე ბევრად უფრო პროზაულია. ამ დღეს შეგიძლიათ შოპინგი მოაწყოთ — მაღაზიებში სიარული წარმატებული და მომგებიანი აღმოჩნდება. სახლის საფუძვლიანი დასუფთავებისგან კი ჯობს ჯერჯერობით თავი შეიკავოთ. მალე თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოვლინდება და საკუთარ თავში ახალ, მოულოდნელ თვისებებს აღმოაჩენთ. შეგიძლიათ, დაფიქრდეთ იმაზე, რაც ახლახან მოხდა. შესაძლოა, ზოგი სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყოს. გახსოვდეთ, რომ ვაჭრობასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატება თქვენს კომპეტენციასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. მოერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას, მანქანის სწრაფ ტარებას და ბასრ იარაღებთან მუშაობას.

ლომი

თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ცივდება, უმჯობესია, ორიოდე დღით ერთმანეთს დაშორდეთ. ამ დღეს ყველაფერი გამოგივათ — შეგიძლიათ გეგმები თამამად დასახოთ. გამორიცხული არ არის მხარდაჭერა იმ ადამიანისგან მიიღოთ, ვისაც ადრე არ ენდობოდით. სამსახურში მოსალოდნელია წვრილმანი გაუგებრობები, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. კარგ პროექტზე მუშაობის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ახლა დიეტის დაწყებისთვის საუკეთესო დროა — ეცადეთ, ისეთი მენიუ შეადგინოთ, რომელიც გაზრდილ ფიზიკურ დატვირთვას შეესაბამება.

ქალწული

ხანმოკლე საკურორტო რომანი თვითშეფასებას საგრძნობლად აგიმაღლებთ, რის შემდეგაც პირადი ცხოვრების მოწყობა ბევრად გაგიადვილდებათ. ჰოროსკოპი გირჩევთ, პარტნიორულ ურთიერთობაში მრავალფეროვნება შეიტანოთ — მაგალითად, შეგიძლიათ ძალები ექსტრემალური ტურიზმში მოსინჯოთ. ეს თავგადასავალი დადებითი ემოციებით აგავსებთ და უფრო მეტად დაგაახლოებთ. იდეალური დღეა ახალი წამოწყებებისთვის. თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც უჩვეულო ხდება, იცოდეთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. საქმე, რომელიც აქამდე უბრალო გატაცებად მიგაჩნდათ, შეიძლება შემოსავლის წყაროდ იქცეს. ბოლო დროს მეტისმეტად ბევრს მუშაობთ და გრძნობთ, რომ ძალები გელევათ. მომდევნო 24 საათში ყველაფრის გამოსწორების შანსი გაქვთ — დაისვენეთ და საყვარელი საქმეები აკეთეთ, საყოფაცხოვრებო პრობლემები და სამსახური ცოტა ხნით დაიცდის.

სასწორი

ამ დღეს პირადი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამ დღეს მეუღლის მიმართ ნუ დაიშურებთ ემოციებს, აჩვენეთ, რომ მისი მოსმენა და გაგება შეგიძლიათ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვების აზრს — მას თქვენთვის არანაირი ფასი არ აქვს. გარემოებები თქვენი ინიციატივებისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის, თუმცა ვინც კერძო შეკვეთებზე მუშაობს, საქმე უკეთესად წაუვა. ფულის ნაკლებობას არ უჩივით, მაგრამ იცოდეთ, რომ გამოჩნდებიან შურიანი ადამიანები, რომლებიც თქვენი გეგმების განხორციელებას ხელს შეუშლიან. ამ დღემ შესაძლოა შფოთვა და დაბნეულობა მოგიტანოთ, ასე რომ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მორიელი

პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდე და ჰარმონიაა, რაზეც ვენერასა და სატურნის ტრიგონი მიანიშნებს. თქვენ უყვარხართ ადამიანს, რომელიც ამის აღიარებას ვერ ბედავს. შეგიძლიათ კოლეგებთან ერთად მომავლის იდეები აუჩქარებლად განიხილოთ — ეს საუბარი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა ინვესტიციებისა და ახალი შენაძენებისთვის — ყოველი დახარჯული თეთრი ბედნიერებას მოგიტანთ. ნუ აჰყვებით თითქმის უცნობი ადამიანების ავანტიურებს, აქედან კარგი არაფერი გამოვა. დასვენება და სრულფასოვანი ძილი დაგეხმარებათ, რომ შინაგანი სიმშვიდე იგრძნოთ, ზუსტად ისე, როგორც კარგ კურორტზე დასვენების შემდეგ.

მშვილდოსანი

საუკეთესო დღეა გუნდური მუშაობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის. ახლობლებთან ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგებაა. მარტოხელა მშვილდოსნებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. ამ დღეს განსაკუთრებით ენერგიული ხართ, რაც ყოველდღიური პრობლემებისა და სირთულეების მარტივად გადაჭრაში დაგეხმარებათ. ამ დღეს სესხის აღებას უნდა მოერიდოთ და ყურადღებით იყოთ, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. საკუთარ ცხოვრებაში ზედმეტ პრობლემებს ნუ მიიზიდავთ — მოერიდეთ ნაცნობებზე ჭორაობას და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მხოლოდ იმ მშვილდოსნებს ელით, რომლებიც ალკოჰოლური სასმელების მიღებაში ზომიერებას არ იცავენ.

თხის რქა

დაფიქრდით, სინამდვილეში ცხოვრებისგან რა გსურთ, არსებული ურთიერთობები გაკმაყოფილებთ თუ არა და როგორ შეგიძლიათ მათი გაუმჯობესება. დაოჯახებულებს სასიამოვნო სიახლეები ელით — ოჯახის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება. თავი შეიკავეთ უფროსთან და კოლეგებთან კამათისგან და ყურადღება იმ საქმეებზე გაამახვილეთ, რომლებიც სწრაფ შედეგს გპირდებათ. ის ამოცანები კი, რომლებსაც მარტო ვერ უმკლავდებით, სამომავლოდ გადადეთ. ეცადეთ, თქვენი ფინანსური შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ვალებს ნუ აიღებთ. ნუ იყიდით უსარგებლო ნივთებს, რადგან მალე ფული აუცილებლად დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გადატვირთვას მოერიდოთ.

მერწყული

თუ მარტოხელა ხართ, პარტნიორის ძებნას ნუ ეცდებით — ცხოვრება თავად დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე. მოსალოდნელია რთული, მაგრამ გულახდილი საუბარი, რაც დაგროვილი პრეტენზიების გამოსათქმელად საუკეთესო შანსი იქნება. შეაჯამეთ ბოლო დროის მიღწევები და თქვენი იდეები ავტორიტეტულ ადამიანებს გაუზიარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება და ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით. სამუშაო საათებში კოლეგებთან ფინანსური საკითხების განხილვას ნუ დაიწყებთ, ეს შეიძლება უსიამოვნო გარჩევაში გადაიზარდოს. ენერგიის კლებამ შესაძლოა ცოტათი შეგაფერხოთ, ამიტომ დასვენება არ დაგავიწყდეთ.

თევზები

თუ გიყვართ, საყვარელ ადამიანს წვრილმანების გამო ნუ ეჩხუბებით და პატარა შეცდომები აპატიეთ. ამ დღეს რადიკალურ ნაბიჯებს, გაუმართლებელ რისკსა და ცდუნებებს უნდა მოერიდოთ. მოსალოდნელია ურთიერთობის დაძაბვა ოჯახის წევრებთან ან მეგობართან. მუშაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ — ნეპტუნის მაღალი აქტივობის გამო, უყურადღებობით გამოწვეული შეცდომების ალბათობა მაღალია. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია სამსახურებრივი ცვლილებები, მოულოდნელი მივლინებები ან სიახლეები, რომლებიც თქვენს რუტინას შეცვლის.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია