საჭირო ინგრედიენტები: 4 ცალი ყაბაყი, 2 კვერცხი, 150 გრამი ყველი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ყაბაყი გახეხეთ, დააყარეთ მარილი და ხუთი წუთი გააჩერეთ, რომ წვენი გამოუშვას. კვერცხის ცილა და გული პილპილთან ერთად ათქვიფეთ. ყაბაყი კარგად გაწურეთ და კვერცხს შეურიეთ. შეწვით ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. მოაყარეთ გახეხილი ყველი და რულეტივით გადაახვიეთ.













