• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სამართალი

საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს…

ივნისი 8, 2026
ში სამართალი
საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს…
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

განულებული საბანკო ანგარიში თამარ ლომთათიძემ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც თაღლითებმა მის მობაილ ბანკში შეღწევა და თანხების დაუფლება სცადეს. უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან ფინანსურ პროფილში არაავთენტური შეღწევა თავად ბანკმა დააფიქსირა და პოტენციური მსხვერპლის ანგარიშები მანამდე დაბლოკა, სანამ თაღლითები მის დაცარიელებას შეძლებდნენ.

თამარ ლომთათიძე წლებია თბილისის ცენტრში საოჯახო ტიპის სასტუმროს ფლობს, რომელსაც ტურისტებზე, ძირითადად საერთაშორისო პლატფორმა “ბუქინგის” მეშვეობით აქირავებს. სწორედ “ბუქინგზე” მიიღო მორიგი ჯავშანიც, ვინმე ტატიანას სახელით. ე.წ. ტურისტმა პირობების შესათანხმებლად მიმოწერის გაგრძელება “ვაიბერში” სთხოვა. იქ უკვე საუბარი ვინმე “სერგეისთან” გაგრძელდა, რომელმაც თანხის გადმორიცხვის მიზნით ბმული გამოუგზავნა. სინამდვილეში კი ეს იყო ვირუსი ე.წ. ფიშინგისთვის.

იგივე სახელით თაღლითები თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში სასტუმროებსა და აპარტამენტებს ერთი მეორის მიყოლებით ჯავშნიან. მიზანი ყველა შემთხვევაში ერთია – ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდონ ობიექტის მფლობელის პირადი მონაცემები. უძრავი ქონების გაქირავების ფეისბუქ ჯგუფებში ტურისტის სახელს ამოფარებული უკვე არაერთი “სკამერი” გამოავლინეს.

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად ონლაინ პლატფორმებზე იზრდება ფიშინგის შემთხვევებიც. თაღლითები ჯავშნიან აპარტამენტებს, როგორც თბილისში, ისე სხვა საკურორტო ქალაქებში. რეალურად კი ქირის გადახდის ნაცვლად, თავად გამქირავებლების ჯიბეებს და საბანკო ანგარიშებს ასუფთავებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყალბი ჯავშნების საქმეს უკვე იძიებს. თაღლითური სქემით დაზარალებულმა არაერთმა მოქალაქემ საგამოძიებო ორგანოს მიმართა. საქმე, სავარაუდოდ, ტრანსნაციონალურ დანაშაულს ეხება, რის გამოც შესაძლოა ქართულმა მხარემ სამართლებრივი დახმარებისთვის ევროპულ და პარტნიორ ქვეყნებს მიმართოს. საგამოძიებო ორგანოს უკვე გაშიფრული აქვს სქემა, რომელსაც თაღლითები იყენებენ.

ფიშინგის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გახდეს – ასაკის, პროფესიის და გამოცდილების მიუხედავად. რამდენიმე წამში გახსნილმა ბმულმა, დაუფიქრებლად სხვისთვის გაზიარებულმა მონაცემებმა, ან მოჩვენებითმა ნდობამ, შესაძლოა წლების ნაშრომი წაგართვათ.

კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი ინგა ქარჩავა იმ ელემენტარულ წესებს განმარტავს, რომლის დაცვის შემთხვევაში, თაღლითები საკუთარ მახეში თქვენს გაბმას ვერ შეძლებენ.

ციფრულ სამყაროში სიფრთხილე უკვე არჩევანი კი არა აუცილებლობაა. ერთი შეტყობინება, ერთი ბმული და რამდენიმე წამი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ თაღლითებმა ნდობასთან ერთად თქვენი დანაზოგიც სრულად მიითვისონ. ამიტომ, ვიდრე შეტყობინებას უპასუხებთ, გადაამოწმეთ, დაფიქრდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ.

წყარო

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია