• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

“სულიწმინდის მოვლინებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში” – პატრიარქი შიო მესამე

ივნისი 8, 2026
ში რელიგია
“ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით” – პატრიარქი შიო მესამე
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

შიო მესამემ საზოგადოებას ყველა წმინდანის ხსენების დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო,

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო.

გილოცავთ სულთმოფენობიდან პირველ კვირას, როდესაც აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება.

დღეს არის ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღე და განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს.

რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ ეს დღესასწაული? – ეკლესიას სურს, გვიჩვენოს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად არ იყო უნაყოფო და ამაოდ არ მომხდარა, არამედ წმინდანების ცხოვრება, მათი ღვაწლი გვიჩვენებს, რომ ძე ღმერთის განკაცებამ, ვნებამ, ჯვარცმამ, სიკვდილმა, მკვდრეთით აღდგომამ, ზეცად ამაღლებამ და შემდეგ – სულიწმინდის მოვლინებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში.

ეკლესია გვიჩვენებს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს ადამიანებს, წმინდანებს, „რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა“ (ებრ. 11, 38 ), – როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული.

წმინდანების ცხოვრებაც, მათი ღვაწლიც ძალიან დიდი საიდუმლოებაა. ეს წუთისოფელი საგონებელში ვარდება, როდესაც ბიბლიაში კითხულობს ადამიანებზე, რომლებმაც ღვთის გულისთვის დაითმინეს ყოველგვარი გაჭირვება,

გვემა, დილეგი, ბორკილები. დღეს წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები: „იყვნენ ხმლით განგმირულნი, ქვებით ჩაქოლილნი, ცხვრის ტყავებით მოარულნი, ტყეებსა და ღრეებში მოხეტიალენი, გამოქვაბულებში, უდაბნოებში შეფარებულნი“ (ებრ. 11, 37-38 ) და ა. შ.

მავანი ფიქრობს: „რა საჭიროა ეს ყველაფერი, ასეთი უკიდურესობა?“. მათი აზრით, ეს ფანატიზმიც კი არის.

მართლაც, საიდუმლოა ყოველი წმინდანის ღვაწლი და ცხოვრება. ამ საიდუმლოებაზე პასუხს გვაძლევს, უფრო სწორად, გვიხსნის უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც წავიკითხეთ დღევანდელ სახარებაში. ორი გამონათქვამია. უფალი ამბობს: „ვინც მაღიარებს მე ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე, ხოლო ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ზეციერი მამის წინაშე“ (მთ. 10, 32-33). და შემდეგი: „ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი და ვისაც უყვარს ძე თვისი ან ასული ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 37). აი, ასეთი სიტყვებია უფალ იესო ქრისტესი. ეს სიტყვები, როგორც გითხარით, გვიხსნის ამ საიდუმლოებას, თუ საიდან ჰქონდათ მათ ასეთი საოცარი ერთგულება და სიმტკიცე.

წმინდანებმა უფალი აირჩიეს და გაჰყვნენ მას. იგი მათთვის არ იყო მხოლოდ რაღაც ზნეობრივი იდეალი, მხოლოდ მაგალითი, არამედ მათ აირჩიეს იგი, როგორც ცოცხალი პიროვნება, ღმერთი და მაცხოვარი; არ შეეშინდათ, რომ ეღიარებინათ ის ისეთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ბევრს არაფერს ნიშნავს უფალი იესო ქრისტე, ან გაუგებარია სრულიად, ან უფრო მეტიც, იდევნება კიდევაც. ეს გამბედაობა, ასეთი სიყვარული ეყოთ მათ. ამიტომ უფალმაც აღიარა ისინი ზეციერი მამის წინაშე და მისცა მათ ასეთი საოცარი მადლი და ძალა. ამიტომაც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ქვეყანას. „განა არ იცით, რომ წმინდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“ (1 კორ. 6, 2), – წერს ის, მაგრამ სიტყვა „განკითხვა“ ამ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ წმინდანები პირადად გაასამართლებენ ადამიანებს საშინელ სამსჯავროზე, არა! არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რწმენა, მათი მოშურნეობა ამხელს და განიკითხავს სხვების ურწმუნოებას და უზრუნველობას. აი, ასეთი სიტყვებია წმინდა პავლე მოციქულისა.

დღესაც იყო წაკითხული სამოციქულოში, რომ მოციქულები განიკითხავენ ისრაელის თორმეტ ტომს, მაგრამ მაშინ მხოლოდ მოციქულები იყვნენ ქრისტეს გარშემო, შემდეგ, როგორც გითხარით, უკვე პავლე მოციქული იტყვის ამას, რომ მთელ ქვეყანას განიკითხავენ წმინდანები.

მაგრამ, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე!

თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, მაგრამ გვანუგეშებს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „რაკიღა გარს გვახვევია ღრუბელივით ესოდენი სიმრავლე მოწმეთა, მოთმინებით განვვლოთ ჩვენი სარბიელი“ (ებრ. 12, 1).

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს – ყველა წმინდანის ხსენებას. ყველა წმინდანი შეგეწიოთ თქვენ, ყოველ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. ყველა წმინდანის ლოცვით, მეოხებით, უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს საქართველო. ამინ.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ცინცაძეებს, ცინაძეებს, ქოპილაშვილებს. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და ყველა წმინდანი შეგეწიოთ. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რას ამბობს ზურა მხეიძე ცალმხრივ სიყვარულზე

რას ამბობს ზურა მხეიძე ცალმხრივ სიყვარულზე

ივნისი 8, 2026
“ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით” – პატრიარქი შიო მესამე

“სულიწმინდის მოვლინებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში” – პატრიარქი შიო მესამე

ივნისი 8, 2026
სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი კვლევა

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი კვლევა

ივნისი 8, 2026
რატომ არ უნდა მიირთვათ კიტრი და პომიდორი ერთად – ენდოკრინოლოგის განმარტება

შეიძლება თუ არა პომიდვრის მაცივარში შენახვა?

ივნისი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია