• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივნისი 9, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
26
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

სანამ კამათში ჩაებმებით, გაითვალისწინეთ, რომ ხელში მყარი და წონადი არგუმენტები უნდა გქონდეთ!
ეს პერიოდი საკმაოდ დატვირთული და დამღლელი იქნება. თქვენს ჩართულობას უამრავი საქმე მოითხოვს, სამომავლოდ გადადება ან სხვისთვის გადაბარება არ გამოგივათ. ეცადეთ, ყველა საქმეში საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნოთ. ფინანსური ოპერაციები, რომლებიც თავიდან იმედის მომცემი ჩანდა, შესაძლოა ბიუროკრატიული პროცედურების გამო შეფერხდეს. გირჩევთ, ამ დღეს სრულიად გამორიცხოთ მძიმე ფიზიკური შრომა ან სარისკო წამოწყება, რადგან ჯანმრთელობისთვის საფრთხე არსებობს.

კურო

უახლოეს მომავალში სასიყვარულო ურთიერთობებში ნაკლებად გაგიმართლებთ. გირჩევთ, მუდმივად სამსახურში ან მეგობრებთან ყოფნის ნაცვლად, ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროთ. სავარაუდოდ, სამსახურში სიტუაცია გამწვავდება და ერთდროულად რამდენიმე სასწრაფო პროექტზე მუშაობა მოგიწევთ. რეტროგრადული მარსისა და აქტიური სატურნის გავლენით, მოსალოდნელია ემოციური და დაუფიქრებელი მოქმედება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაღაზიებში სიარულისა და დაუფიქრებელი შესყიდვებისგან თავი შეიკავოთ. ყოველდღიურად, 20-30 წუთის განმავლობაში ფეხით სეირნობა, ჯანმრთელობის გაძლიერებასა და იმუნიტეტს ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

კოსმოსური ენერგიების გარდაქმნის, ფარული ცოდნის მიღებისა და სულიერი განწმენდის დღეა. ამ პერიოდში ზედმეტად აქტიურ ქმედებებს, გაუმართლებელ რისკსა და ცდუნებებს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შემთხვევით ნაცნობობას ან ძველი კავშირების აღდგენას მოერიდოთ, რადგან ამან, შეიძლება სასიყვარულო საქმეებში ნამდვილი კატასტროფა გამოიწვიოს. რჩეულთან ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს, თუმცა სკანდალს თავს ადვილად აარიდებთ. ოჯახი თქვენი დასაყრდენია. მხარი დაუჭირეთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია და სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტ სითბოს მიიღებთ.
ეცადეთ, კოლეგების მიმართ უფრო თავაზიანი და კეთილგანწყობილი იყოთ და შეეგუოთ იმას, რომ თქვენსავით სწრაფად მუშაობა ყველას არ შეუძლია. კრედიტებისა და სესხების აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ ამისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მიზეზი გაქვთ.

კირჩხიბი

თქვენი მომავალი სიყვარული ლიტერატურასთან მჭიდრო კავშირშია — შესაძლოა, ის მწერალია, რომელიც დროთა განმავლობაში ცნობილი გახდება. თუ მეზობლების გაწუხებენ, გირჩევთ ეს საკითხი მათთან რაც შეიძლება დროულად განიხილოთ, შვილებთან ურთიერთობაში კი მეტი ყურადღებისა და გაგების გამოჩენაა საჭირო. ამ დღეს დროის სწორად განაწილებას და სამუშაო ვადაზე ადრე დასრულებას შეძლებთ. დადგა დრო ახალი იდეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსურ წარმატებამდე მიგიყვანონ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან სასურველი შედეგების მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება. საუნაში სტუმრობა თქვენს განწყობასა და შეგრძნებებს გააუმჯობესებს, თუმცა ორგანიზმის ზედმეტად გადახურება არასასურველია.

ლომი

ახლახან დაწყებული რომანი, შესაძლოა, დიდი იმედგაცრუებით დასრულდეს. სავარაუდოდ, ადამიანი, რომელიც შეგიყვარდათ, სულ სხვა აღმოჩნდა და არა ის, ვინც გეგონათ. ხელსაყრელი დროა გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად ან, უბრალოდ, დროის გასატარებლად მათთან ერთად, ვინც გიყვართ. თუ ოჯახში გაუგებრობა წარმოიშვა, ეცადეთ მშვიდად და აუღელვებლად მოაგვაროთ. სამსახურში მნიშვნელოვან პროექტს ჩაგაბარებენ, თუმცა, მთელ ტვირთს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ და სამუშაო გუნდთან ერთად გაინაწილეთ. ეს დღე ხელსაყრელია მსხვილი შენაძენებისთვის, მაგრამ კრედიტის აღებაზე უარი უნდა თქვათ. ფიზიკურ აქტივობას თქვენი ორგანიზმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ივარჯიშეთ ან ისეირნეთ, რათა ფიზიკური ფორმა და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ.

ქალწული

ამ დღეს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა სასიამოვნო და შედეგიანი იქნება. უახლოესი დღე-ღამის განმავლობაში ახალი საქმის დაწყება არ დაგეგმოთ. ეს დღე ხელსაყრელია დასვენების, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის.
დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოგივიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში აქტიური და წარმატებული ხართ. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ფულს მეტი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოეპყროთ. დაგეგმილი შემოსავლის მიღებისას მოსალოდნელია დაგვიანებები. თუ დროს უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგავთ, სამუშაო დღე სირთულეების გარეშე ჩავლის,.

სასწორი

თავდაჯერება, მოქმედებათა თანმიმდევრულობა და საკუთარი პოზიციის დაცვა — აი, მთავარი პირობები დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ცვლილებები გარდაუვალია, თუნდაც ეს დიდად არ გსიამოვნებდეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ თქვენივე მოქნილობასა და სწრაფ რეაქციაზეა დამოკიდებული. პირადი ცხოვრება თქვენგან კეთილგონიერებას, ყურადღებასა და ეკონომიურობას მოითხოვს. ეცადეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გარკვეული თანხის გადანახვა დაიწყოთ. მთვარის ოპოზიცია მარსთან სევდიან ფიქრებს აღძრავს, ამიტომ მოწყენილობის დასაძლევად მეგობრული კამპანია დაგჭირდებათ.

მორიელი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს მორიგი რომანტიკული თავგადასავალი ელით. დაოჯახებულებისთვის კი შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. ახლობელი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერასა და გაგებას იგრძნობთ, რაც თქვენს ქმედებებში მეტ თავდაჯერებას შეგმატებთ.
ახლობელი ადამიანის თხოვნის შესრულებას ნუ იჩქარებთ, რადგან ამან შესაძლოა, სამომავლოდ დიდი უსიამოვნებები მოგიტანოთ. პროფესიულ სფეროში სჯობს გამოცდილი ხერხებით იხელმძღვანელოთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ. სავარაუდოდ, სამომავლო ხარჯების დასაფარად, სესხის აღება მოგიწევთ. ჯანმრთელობა წესრიგშია, თუმცა საღამოს შეიძლება მსუბუქი თავის ტკივილი იგრძნოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე გაატარეთ მათთან, ვინც ბედნიერებას განიჭებთ. ეს შეიძლება მეგობრები, ოჯახის წევრები ან საყვარელი ადამიანი იყოს. ამ ნიშნის ზოგი დაოჯახებული წარმომადგენელი შინაგან მოუსვენრობას და დისკომფორტს იგრძნობს. პარტნიორთან ურთიერთობაში წარმოქმნილი გაუგებრობა შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
არახელსაყრელი დროა უფროსისთვის ხელფასის მომატების სათხოვნელად, თუმცა, თუ მიიჩნევთ, რომ შეუცვლელი თანამშრომელი ხართ და მეტს იმსახურებთ, შეგიძლიათ ბედი მაინც სცადოთ! გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენს ბიუჯეტს საგრძნობლად დააზიანებს. ამ დღეს მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევის გაღებას აზრი არ აქვს, აჯობებს ენერგია უფრო ხელსაყრელი პერიოდისთვის შემოინახოთ.

თხის რქა

საყვარელ ადამიანთან შეხვედრა განცდებისა და მღელვარების მეტს არაფერს მოგიტანთ, თუმცა, მარტოობაში მოწყენას მაინც ეს სჯობს. ახლობელ ადამიანებთან საუბრის განწყობაზე არ ხართ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ.
შესაძლოა, მალე სამსახურის შეცვლის აუცილებლობა დადგეს. ეცადეთ, შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია წინასწარ გააანალიზოთ. მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას: თქვენი ნებისმიერი, ყველაზე კეთილი განზრახვაც კი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. ხელსაყრელი დღეა მედიტაციისთვის, რაც შინაგანი წონასწორობისა და ჰარმონიის აღდგენაში დაგეხმარებათ. დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლების შემდეგ ნამდვილ შვებას იგრძნობთ.

მერწყული

თუ გსურთ თქვენი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოთ, სიმტკიცე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. სასურველია, ეს დღე მხოლოდ საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმოთ. შეგიძლიათ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინოთ, სახლში რემონტი დაიწყოთ ან ავეჯი გადააადგილოთ.
პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით ყველაფერი სტაბილურადაა — უახლოეს მომავალში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება. შესაძლოა, ძველი ვალის დაფარვა მოახერხოთ ან ფინანსური მდგომარეობა სხვა გზით გაიუმჯობესოთ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა დღეს ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდე უნდა შეამცირონ. მომატებულმა გეომაგნიტურმა ფონმა, შესაძლოა, წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს.

თევზები

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, ის სასიყვარულო საკითხებში სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. გაუზიარეთ მომავლის გეგმები თქვენს პარტნიორს — ეს ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ და ახალ ენერგიას შეგმატებთ.
ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი პროექტების დასასრულებლად. ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ დღეს წარმატების ყველა შანსი გაქვთ და შეგიძლიათ ამით ისარგებლოთ! ყურადღებით იყავით – ამ დღეს შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია