• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება

ივნისი 9, 2026
ში საზოგადოება
ვინ ვერ შეძლებს ქორწინების რეგისტრაციას საქართველოში
0
გაზიარება
2
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა.

საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე რეგულირდება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.

განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. ამასთან, დასახელებული ბინადრობის ნებართვის გაცემამდე შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით. სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით.

საკანონმდებლო ცვლილებებით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სასამართლო სამართალწარმოების ნაწილში. კერძოდ, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, იუსტიციის სამინისტროსთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით მომზადდა, პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

როგორ უნდა გადაიწეროთ პირჯვარი სწორად – მამა გაბრიელის განმარტება

ივნისი 10, 2026
NASA-მ Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა დაასახელა

NASA-მ Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა დაასახელა

ივნისი 10, 2026
ბრიტანეთში კიბოს განკურნების ინოვაციური თერაპია დაინერგა

სიმსივნის 10 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ

ივნისი 10, 2026
როგორ გადავაფასოთ ურთიერთობები თავიდან

როგორ გადავაფასოთ ურთიერთობები თავიდან

ივნისი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია