• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია

ივნისი 9, 2026
ში საზოგადოება
ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც თვითმკურნალობის დროს უშვებენ
0
გაზიარება
2
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

2026 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები.

დადგენილების მიხედვით, პროგრამის განმნახორციელებელი ვალდებული ხდება, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოდულიდან ყოველთვიურად შეაჩეროს იმ პირების რეგისტრაცია, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვის ან მეტი ვადით იმყოფებიან.

დადგენილების თანახმად, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით სწორედ 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცებულიყო.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით სარგებლობისთვის ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

კერძოდ, პროგრამაში მონაწილე კლინიკებმა მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მათივე თანხმობის საფუძველზე. თანხმობა დადასტურებული უნდა იყოს მოქალაქის, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე/მზრუნველი) ხელმოწერით.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალი წესის ამოქმედებამდე, 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იყო მოეხდინა მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

მას შემდეგ, რაც იანვარში მედიაში აღნიშნული დადგენილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური განმარტება გააკეთა. უწყების იმჟამინდელი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებას და რეალურად კლინიკების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს ცვლის.

სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას“.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეფორმა არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა კომპონენტებზე, მათ შორის გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

ამასთან, სამინისტრო ამშვიდებს ემიგრანტებს და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხელახლა დარეგისტრირდეს ამბულატორიაში და სრულად მიიღოს კუთვნილი სახელმწიფო მომსახურება.

წყარო:bm.ge

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

როგორ უნდა გადაიწეროთ პირჯვარი სწორად – მამა გაბრიელის განმარტება

ივნისი 10, 2026
NASA-მ Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა დაასახელა

NASA-მ Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა დაასახელა

ივნისი 10, 2026
ბრიტანეთში კიბოს განკურნების ინოვაციური თერაპია დაინერგა

სიმსივნის 10 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ

ივნისი 10, 2026
როგორ გადავაფასოთ ურთიერთობები თავიდან

როგორ გადავაფასოთ ურთიერთობები თავიდან

ივნისი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია